ირანელი ქალები ფეხბურთის მატჩებზე დასწრებას შეძლებენ. ამის შესახებ BBC წერს. მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპი მომდევნო თვეში იწყება.

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ თქვა, რომ ეს საკითხი ირანის მთავრობასთან მას შემდეგ განიხილა, რაც სექტემბრის დასაწყისში ქალი მხარდამჭერი გარდაიცვალა. მისი თქმით, დაარწმუნა მთავრობის წარმომადგენლები, რომ ქალებს მატჩზე შესვლის უფლება უნდა ჰქონდეთ.

ფეხბურთის ფანი სარა ხოდაიანი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც დააკავეს კაცის ფორმაში მატჩზე შესცვლის მცდელობისას. ხოდაიანი, ცნობილი, როგორც "ლურჯი გოგო" თავისი საყვარელი გუნდის მაისურის ფერის გამო, დაჭერის საშიშროების წინაშე იდგა. მან სასამართლოს გარეთ თავი დაიწვა და ერთი კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მისმა სიკვდილმა გამოიწვია ფართო წუხილი და დანაშაულის გრძნობა, როგორც ირანში ისე მის გარეთ.

ფეხბურთელებმა და ფანებმა მსოფლიოში დაღუპულს პატივი მიაგეს. ევროპის ქალთა გუნდებიდან ფეხბურთელებმა ცისფერი მაისურები ჩაიცვეს. თავის მხრივ, ფიფაც გააკრიტიკეს. ხალხი მოითხოვდა, რომ გაერიცხათ ან დაესაჯათ ირანის ფეხბურთის ფედერაცია.

ისლამური რევოლუციის შემდეგ 1979 წლიდან ქალებს ეკრძალებათ იმ სტადიონზე შესვლა, სადაც კაცები თამაშობენ. იმის მიუხედავად, რომ ირანელ ქალებს ეკრძალებოდათ ფეხბურთის მატჩის ყურება, უცხოელი ქალებს ჰქონდეთ უფლება, თუმცა შეზღუდული შესულიყვნენ სტადიონზე. Human Rights Watch აცხადებს, რომ მაშინ, როცა ეს აკრძალვა უმოწყალო იძულებაა, თან კანონის დონეზე გაწერილი არაა. ეს აკრძალვა დროებით დაირღვა გასულ წელს და ქალებს მიეცათ უფლება ენახათ მსოფლიო თასის თამაში, რომელიც თეირანის სტადიონზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.