კარგი მამობის საიდუმლო
აქამდე, ბავშვთა განვითარების შესწავლისას, მამებზე დაკვირვებას არ აწარმოებდნენ. ახალი კვლევებით კი მტკიცდება, რომ ისინი ბავშვთა ქცევის, ბედნიერებისა და შემეცნებითი უნარების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის აკას ტომის მამაკაცებს მცირეწლოვანი შვილების მოვლა ხშირად უწევთ, მაშინ, როცა მათი ცოლები ნადირობენ. ისინი ახალშობილებს ტირილის დროს ამშვიდებენ, აბანავებენ, ეთამაშებიან და ხელში სხვა ნებისმიერი ეროვნების მამაზე უფრო დიდხანს უჭირავთ. ამ მონდომებამ მათ ონლაინ კომენტატორებს შორის "მსოფლიოში საუკეთესო მამიკოების" სახელი მოუტანა - რაც ცოტა არ იყოს ირონიულია, რადგან აკას მოსახლეობა საკუთარ თავს მკაცრად თანასწორად მიიჩნევს და რეიტინგებს არ ენდობა.
თუმცა ეს ფაქტი გვიჩვენებს, რომ დროთა განმავლობაში "კარგ მამობაზე" საზოგადოების წარმოდგენა საგრძნობლად შეიცვალა.
დღეს ადამიანები უამრავი მგრძნობიარე, მზრუნველი და აქტიური მამის მიმართ აღფრთოვანებას გამოხატავენ. ახალი კვლევები ჩვენს წარმოდგენას ცვლიან იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ მათ შვილების ცხოვრების დასაწყისიდანვე განსაზღვრა, რაც მშობლობასთან და გენდერთან დაკავშირებულ ტრადიციულ შეხედულებებს ეჭვქვეშ აყენებს.
ეს შედეგები განსაცვიფრებელი აღმოჩნდა, რადგან მამების გავლენა ბავშვების განვითარებაზე 1970-იან წლებამდე საერთოდ არ შეუსწავლიათ. მათ უმნიშვნელოვანეს სამუშაოდ დედის ეკონომიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა მიიჩნეოდა, რომელიც ბავშვის ემოციური საყრდენი უნდა ყოფილიყო.
კემბრიჯის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი მაიკლ ლამი, რომელიც მამებზე დაკვირვებას 1970 წლიდან აწარმოებს, ამბობს: "აქამდე დედაშვილობის მნიშვნელობას დიდი ყურადღება ექცეოდა, სხვა სოციალურ ურთიერთობებზე კი ძალიან ცოტას თუ ფიქრობდნენ. ყველაზე პატარა აქცენტი მამაშვილობაზე კეთდებოდა - ურთიერთობაზე, რომელიც ბავშვთა ზრდის პროცესში შედარებით მნიშვნელოვნად, თუმცა, დედაშვილობასთან მიმართებაში მეორეხარისხოვნად მიიჩნეოდა".
ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი მარიან ბეიქერმანს-ქრეინენბარგი, რომელიც ახალი მამებისა და ოჯახის ურთიერთობებზე რამდენიმე კვლევას აწარმოებს, ამბობს: "მამები მშობელთა ნახევარს წარმოადგენენ, მიუხედავად ამისა, კვლევათა 99 პროცენტში ყურადღება დედებზეა გამახვილებული".
ახალი კვლევებით მტკიცდება, რომ ბავშვთა სოციალური სამყარო ბევრად უფრო მდიდარი და კომპლექსურია, ვიდრე ის ადრე ეგონათ.
კვლევითი საქმიანობისას ყურადღების ცენტრში მხოლოდ მამები არ მოქცეულან. მკვლევარებს ბებიებზე და ბაბუებზე, ერთი სქესის მშობლებზე, მამინაცვლებზე და დედინაცვლებზე და მარტოხელა მშობლებზე დაკვირვებაც ეხმარება იმის გაგებაში, თუ რა უწყობს ხელს ბავშვთა ჯანსაღი ზრდის პროცესს, რაც მხოლოდ ერთ აღმზრდელზე არაა დამოკიდებული.
"გასული 45 წლის განმავლობაში ვცდილობდი დამესაბუთებინა, რომ ბავშვთა აღზრდაზე არა ერთი, არამედ უამრავი მნიშვნელოვანი ფაქტორი მოქმედებს. ჩვენ განსხვავებათა მნიშვნელობა უნდა ვცნოთ, მაგრამ ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ - ცნობილ ანდაზას მოვიყვან - ბავშვის აღზრდას მთელი სოფელი სჭირდება. მათ განვითარებას ბევრი მნიშვნელოვანი ურთიერთობა განსაზღვრავს", ამბობს ლამი.
ახალი კვლევებით ვხედავთ იმასაც, თუ რამდენად მოქნილები შეიძლება იყვნენ მშობლები. ისრაელის ბარ ილანის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა რუთ ფელდმენმა, აღმოაჩინა, რომ ჩვილებზე ზრუნვისას დედების მსგავსად მამებიც ჰორმონების გამოყოფის ზრდას განიცდიან, რაც მათ შორის კავშირის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. როცა მამები ბავშვის მოვლით არიან დაკავებულები, მათი გონება მთლიანად ამ საქმიანობაზე გადაერთვება.
ბავშვთა განვითარებისთვის ემოციური ჩართულობაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. ემოციური მამების შვილები, ურთიერთობაში დისტანციური მამების შვილებისგან განსხვავებით, 4 წლამდე უკეთესს გონებრივ განვითარებას ავლენენ და ქცევითი სირთულეებიც ნაკლებად ექმნებათ. ის უფროსებისთვისაც სასარგებლოა. ის ბავშვები, რომელთა მამებიც ან მამის შემცვლელი ფიგურები მეტ ემოციურ მხარდაჭერას გამოხატავენ, ცხოვრებით უფრო კმაყოფილები არიან ხოლმე და მასწავლებლებთან და სხვა ბავშვებთანაც უკეთესი ურთიერთობა აქვთ.
"დედებისთვის და მამებისთვის ურთიერთობების ხელშემწყობი ფაქტორები მსგავსია. ესენია ემოციური ჩართულობა, ბავშვთა საჭიროებების შეცნობა და დაკმაყოფილება, მათთვის საჭირო კომფორტის და მხარდაჭერის უზრუნველყოფა", ამბობს ლამი.
ამ დრომდე ჩატარებული კვლევების მიხედვით, მშობლებს მცირეწლოვან ბავშვებთან ურთიერთობის განსხვავებული მეთოდები ახასიათებთ: დედები ნაზ მზრუნველობას, ხოლო მამები თამაშით კავშირის დამყარებას ანიჭებენ უპირატესობას. თუმცა, ლემბის აზრით, ეს ფაქტი გენდერთან ნაკლებადაა დაკავშირებული და უფრო მეტად ბავშვებზე ზრუნვის გადანაწილებითაა გამოწვეული.
ერთნაირი სქესის წყვილებზე და უმუშევარ მამებებზე დაკვირვებით დგინდება, რომ, გენდერის მიუხედავად, მშობელი, რომელიც დღის განმავლობაში მუშაობს და სახლში საღამოს ბრუნდება, უფრო ენერგიული თამაშებით, მაგალითად, ჩვილის ხელში აყვანით და დაბზრიალებით, ერთობა. ხოლო, ის მშობელი, რომელიც ბავშვს დღის განმავლობაში უვლის მასთან ურთიერთობაში უფრო მეტად მშვიდია.
ჰეტეროსექსუალ წყვილებში კი ხშირ შემთხვევაში ის მშობელი, რომელიც მრავალი სოციალური და ეკონომიკური მიზეზის გამო დღის განმავლობაში უმეტეს დროს ბავშვზე ზრუნვას უთმობს, დედაა.
ერთი მიზეზი დეკრეტული შვებულებაა. ეკონომიკური თანამშრობლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) შემავალი ყველა ქვეყანა, აშშ-ს გარდა, მთელი სახელმწიფოს მასშტაბით დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას აფინანსებს. მიუხედავად ამისა, ორ თვიან ანაზღაურებად მამობის შვებულებას მხოლოდ მათი ნახევარი უზრუნველყოფს. ამასთანავე, განსხვავებული სქესის ადამიანების შემოსავლის რაოდენობაში დიდი განსხვავება, ხშირად, ეკონომიკური კუთხით სახლში ყოფნის საშუალებას მამებზე მეტად დედებს აძლევს. OECD-ის ქვეყნებში მცხოვრები ქალები მამაკაცებთან შედარებით 13.8 %-ით ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ.
ეს სურათი გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რატომ არ არის ეს ერთადერთი პასუხი. გაერთიანებულ სამეფოში, სადაც წყვილებს დეკრეტული შვებულების დღეების სურვილისამებრ გადანაწილება შეუძლიათ, ამ შესაძლებლობით მათი მხოლოდ 2 % სარგებლობს.
სიმართლე ისაა, რომ დიდად სანაქებო აკას ტომშიც კი, ბავშვთა მთავარი აღმზრდელები ქალები არიან, რომლებიც საკვების მოპოვების მიზნით შემოსაკრავით მიხუტებულ ჩვილებთან ერთად ნადირობენ. თუმცა, ისინი მსოფლიოში საუკეთესო დედებად ჯერ კიდევ არავის უღიარებია.
კვლევის შედეგად კი დგინდება, რომ ბავშვთა აზღრდაში მამების დასაწყისიდანვე ჩართულობამ, შესაძლოა, ბევრი სარგებელი გამოიღოს. ჩვილებისთვის მათთან მშვიდი თუ ხმაურიანი თამაში განსაკუთრებით სასარგებლოა.
"თამაში ბავშვების ენაა: მისი საშუალებით ისინი სამყაროს ეცნობიან, სხვა ბავშვებთან ურთიერთობებს ამყარებენ", - ამბობს პოლ რამჩანდანი, რომელიც კემბრიჯის უნივერსიტეტში განათლებასა, განვითარებასა და სწავლაში თამაშის როლს იკვლევს. ის თავის გუნდთან ერთად მამების შვილებთან ცხოვრების პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში თამაშს აკვირდებოდა, შემდეგ კი ბავშვების განვითარებას სწავლობდა. მათ დაადგინეს, რომ მათ შორის ადრეული კავშირები უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ის ადრე ეგონათ.
ერთი წლის ასაკში ჩვილებს, რომელთა მამებიც უფრი აქტიურები და ჩართულები იყვნენ მათთან თამაშში, ქცევების ნაკლები პრობლემები ჰქონდათ, განსხვავებით იმ ჩვილებისგან, რომელთა მამებიც მათთან ურთიერთობაში დისტანციურები იყვნენ. ორი წლის ასაკში კი შემეცნებითი ტესტების შესრულება, მაგალითად, ფიგურათა ფორმების გამოცნობა უკეთესად შეეძლოთ.
ეს შედეგები ბავშვებზე დედასთან ურთიერთობის გავლენის შესწავლის გარეშე დაფიქსირდა.
რამჩანდანი გვაფრთხილებს, რომ ისინი ერთადერთ ჭეშმარიტებად არ უნდა აღვიქვათ. დისტანციური მამების ქცევა, შესაძლოა, ბავშვების განვითარებაზე პირდაპირი გავლენის მოხდენის ნაცვლად, ოჯახში სხვა პრობლემების წარმოქმნის სათავე გახდეს. მიუხედავად ამისა, ის ფიქრობს, რომ ეს კვლევა მშობლების შვილებთან, ხოხვის და ლაპარაკის დაწყებამდე, თამაშს წაახალისებს: "ზოგიერთი მამა ამას არ აკეთებს მაშინ, როცა ბავშვები ჯერ კიდევ პატარები არიან, რადგან არ იციან როგორ იმოქმედონ. დარწმუნებულები არ არიან, რომ სწორად იქცევიან", ამბობს ის. რა თქმა უნდა, მათ მსგავსად ახალი დედებიც, შესაძლოა, მერყეობდნენ.
თუმცა, რამჩანდანი გვეუბნება, რომ ბავშვთან ურთიერთობის დამყარება ძალიან მარტივად შეგვიძლია, მაგალითად, მათი კალთაში ჩაჯენით, მათ თვალებში ყურებით და იმაზე დაკვირვებით, თუ რისი კეთება სიამოვნებთ.
"ყველაზე მნიშვნელოვანია ჩართულობა, რადგან პრაქტიკასთან ერთად უკეთესი მშობელი გახდები. ეს არ არის ისეთი რამ, რაც ყველამ ბუნებრივად იცის. ზოგს ეს ძალიან კარგად გამოსდის, მაგრამ ზოგს ვარჯიში სჭირდება", ამბობს ის.
მამები ბავშვებთან ურთიერთობაში, ახლა, ვიდრე ოდესმე, ბევრი სხვადასხვა გზით, უფრო მეტად ჩართულები არიან. დღეს მხოლოდ მათთვის განკუთვნილი სათამაშო ჯგუფები და ჩვილების მასაჟის გაკვეთილები არსებობს. ინტერნეტში კი მამებისა და შვილების ცეკვის საკმაოდ პოპულარული ვიდეოები მრავლად გვხვდება.
მიუხედავად ამისა, თუ კვირის დღეს ლონდონის საკმაოდ პროგრესულ სამეზობლოში ჩვილების აღზრდის შემსწავლელ ერთ-ერთ ტიპიურ ჯგუფს ესტუმრებით არსებული სურათი მაშინვე შეიცვლება. იქ ერთ ან ორ მამას თუ შეამჩნევთ, რომლებიც ბავშვთა აღზრდაში ისედაც დედებივით კომპენტენტურები არიან. შესაბამისად იგრძნობა, რომ ძირითადი დატვირთვა მაინც ქალებზე მოდის. მსოფლიოს გარშემო ქალები არაანაზღაურებად მზრუნველობას - მათ შორის ბავშვთა აღზრდას - მამაკაცებზე 10-ჯერ მეტ დროს უთმობენ.
ანთროპოლოგი და თანამედროვე მამობაზე წიგნის მამის ცხოვრება ავტორი ანა მეიშინი ამბობს: "ვფიქრობ, რომ მამებს ყველა განსხვავებულად აღვიქვამთ".
მეიშინი ამბობს, რომ მამების უმეტესობას სურს სახლში უფრო მეტად აქტიური იყოს, მაგრამ სამსახურში გარემო მათ ამის საშუალებას არ აძლევთ. ახლა, მამებისთვის დაძაბულობა სწორედ აქ იგრძნობა: მზრუნველობის საჭიროებასა და სურვილს შორის და ამასთანავე, ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფის მოვალეობაში.
მეიშინი შიშობს, რომ ფინანსური პრობლემებით გამოწვეული მიზეზების გამო ოჯახებში, შესაძლოა, მშობლებმა კვლავ ტრადიციული როლები მოირგონ: "დღეს თუ გსურს აქტიური მამა იყო, მაშინ სამსახურში პიონერივით უნდა მოიქცე. არსებულ შეხედულებას, რომ "კაცებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა" უნდა დაუპირისპირდე. შენ უნდა გახდე ის ადამიანი ვინც იტყვის: "იცით რა, მე მსურს ჩემი უფლებების დაცვა." ამისა გაკეთება კი ძალიან რთულია".
მზრუნველობის თანაბარმა გადანაწილებამ კი სამომავლოდ, შესაძლოა, ბევრი სარგებელი მოიტანოს. მანჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, სოციოლოგების ელენ ნორმანის და კოლეტ ფაგანის წინამძღოლობით, დაადგინეს, რომ მამები 3 წლის ბავშვზე ზრუნვაში უფრო მეტად ჩართულები იქნებოდნენ, თუ ისინი მის აღზრდაში 9 თვის ასაკში დედებთან ერთად თანაბრად მონაწილეობდნენ. შოტლანდიაში 2,500-ზე მეტ ოჯახზე ჩატარებული კვლევის შედეგად დაგინდა, რომ ბავშვთა ჯანმრთელობისთვის მათთვის დედებთან და მამებთან ურთიერთობა თანაბრად მნიშვნელოვანია. დაკვირვება მამის შემცვლელ ფიგურებზეც მიმდინარეობდა, მაგალითად, მამინაცვლებზე, რომელთა გავლენასაც, ხშირად, სათანადოდ არ აფასებენ.
"ხალხმა შედეგები გაითვალისწინა და ეს მამების პროფილის პოლიტიკურ დისკუსიებში შენარჩუნებაში და გაზრდაში გვეხმარება", ამბობს შოტლანდიის საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის დირექტორი პოლ ბრედშოუ, რომელმაც ეს კვლევა მთავრობის დავალებით ჩაატარა.
"ერთი რამ რაც ვისწავლეთ ისაა, რომ იდეალური მამის მოდელი არ არსებობს. ის ფორმულა, რომელიც მათ უჩვენებს თუ რა უნდა გააკეთონ ან რა ტიპის ქცევა უნდა ჰქონდეთ არ მოიპოვება", ამბობს ლამი.
მისი აზრით, მთავარია, ისინი შვილებს ემოციურად დაუახლოვდნენ და მათი საჭიროებები დააკმაყოფილონ. "ამას განსხვავებული ადამიანები განსხვავებულად აკეთებენ. ბევრი სვამს კითხვას: "ეს მამებმა მამაკაცურად ხომ არ უნდა გააკეთონ?" პასუხია არა. ისინი ისე უნდა მოიქცნენ, როგორც სწამთ და საჭიროდ ჩათვლიან, რათა მათ შვილთან ურთიერთობაში სრულად და თანმიმდევრულად ჩართულობის შესაძლებლობა მიეცეთ", ამბობს ის.
-
გადახედვამაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა – ეჭვმიტანილი დაკავებულია მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა – ეჭვმიტანილი დაკავებულია
-
გადახედვასადამკვირვებლო ორგანიზაციები: ეუთო/ოდირის დასკვნა კიდევ ერთი საფუძველია, რომ საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს სადამკვირვებლო ორგანიზაციები: ეუთო/ოდირის დასკვნა კიდევ ერთი საფუძველია, რომ საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს
-
გადახედვაესპენ ბარტ ეიდე: როდესაც არჩევნები დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხის ქვეშაა ესპენ ბარტ ეიდე: როდესაც არჩევნები დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხის ქვეშაა
-
გადახედვალონდა თოლორაია: ეუთო/ოდირმა თქვა, რომ კანონმდებლობაში არის პრობლემა და რომ არჩევნებში ჩართულმა არცერთმა უწყებამ არ იმუშავა ეფექტიანად ლონდა თოლორაია: ეუთო/ოდირმა თქვა, რომ კანონმდებლობაში არის პრობლემა და რომ არჩევნებში ჩართულმა არცერთმა უწყებამ არ იმუშავა ეფექტიანად
-
გადახედვაარჩევნების თაობაზე საჩივრების განხილვამ ძირი გამოუთხარა სამართლიანი სასამართლო პროცესის პრინციპს – ვახუშტი მენაბდე ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმაურება არჩევნების თაობაზე საჩივრების განხილვამ ძირი გამოუთხარა სამართლიანი სასამართლო პროცესის პრინციპს – ვახუშტი მენაბდე ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმაურება
-
გადახედვალაშა მარგიშვილი: EQAR-ის გადაწყვეტილებას არანაირი გავლენა არ აქვს დიპლომების აღიარებისა და კვალიფიკაციების აღიარების საკითხებთან ლაშა მარგიშვილი: EQAR-ის გადაწყვეტილებას არანაირი გავლენა არ აქვს დიპლომების აღიარებისა და კვალიფიკაციების აღიარების საკითხებთან
-
გადახედვანინო წილოსანი: ეუთო/ოდირის დასკვნა შეიცავს კრიტიკულ და სარეკომენდაციო ასპექტებს, რაზეც აუცილებლად გვექნება შესაბამისი რეაგირება ნინო წილოსანი: ეუთო/ოდირის დასკვნა შეიცავს კრიტიკულ და სარეკომენდაციო ასპექტებს, რაზეც აუცილებლად გვექნება შესაბამისი რეაგირება
-
გადახედვამეწარმეების ბოიკოტის მიხედავად, დღეს თბილისში "საახალწლო სოფელი" გაიხსნა მეწარმეების ბოიკოტის მიხედავად, დღეს თბილისში "საახალწლო სოფელი" გაიხსნა
-
გადახედვა"განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი" EQAR-ის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს "განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი" EQAR-ის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
-
გადახედვასაჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლებისთვის HR-ები, იურისტები და ქოუჩები გაერთიანდნენ საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლებისთვის HR-ები, იურისტები და ქოუჩები გაერთიანდნენ
-
გადახედვაFT: ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს FT: ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს
-
გადახედვა"არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა ძირითადი დემოკრატიული სტანდარტები და ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებები" — "გახარია საქართველოსთვის" ეუთო/ოდირის ანგარიშზე "არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა ძირითადი დემოკრატიული სტანდარტები და ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებები" — "გახარია საქართველოსთვის" ეუთო/ოდირის ანგარიშზე
-
გადახედვაგიორგი სიორიძე: შავი დღე ცესკოსთვის, შავი დღე "ქართული ოცნებისთვის" — ეს ყველაზე მძიმე დასკვნაა, რაც კი ეუთო/ოდირს ქართულ არჩევნებთან დაკავშირებით დაუდია გიორგი სიორიძე: შავი დღე ცესკოსთვის, შავი დღე "ქართული ოცნებისთვის" — ეს ყველაზე მძიმე დასკვნაა, რაც კი ეუთო/ოდირს ქართულ არჩევნებთან დაკავშირებით დაუდია
-
გადახედვაცესკო ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმაურება ცესკო ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმაურება
-
გადახედვაზურა ჯაფარიძე:ეუთო/ოდირი ამბობს, რომ აქ ჩვენთან ეუთო/ოდირში ყაველაშვილი არავინ არ არის და ამ ვირეშმაკობას არავინ არ „შეჭამს“. ზურა ჯაფარიძე:ეუთო/ოდირი ამბობს, რომ აქ ჩვენთან ეუთო/ოდირში ყაველაშვილი არავინ არ არის და ამ ვირეშმაკობას არავინ არ „შეჭამს“.
-
გადახედვაგადაწყვეტილება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში მძიმე ლაქად დარჩება —პაპუაშვილი გომელაურის და კეზევაძის "მაგნიტსკის სიაში" შეყვანაზე გადაწყვეტილება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში მძიმე ლაქად დარჩება —პაპუაშვილი გომელაურის და კეზევაძის "მაგნიტსკის სიაში" შეყვანაზე
-
გადახედვა1776-მდე გაიზარდა კომპანიების რიცხვი, რომლებიც ახალ არჩევნებს და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ 1776-მდე გაიზარდა კომპანიების რიცხვი, რომლებიც ახალ არჩევნებს და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ
-
გადახედვაბადრი ჯაფარიძე: ეუთო/ოდირის დოკუმენტით ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები არ შედგა ბადრი ჯაფარიძე: ეუთო/ოდირის დოკუმენტით ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები არ შედგა
-
გადახედვაშალვა პაპუაშვილი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშის ძირითადი დასკვნები შეესაბამება "ქართული ოცნების" შეფასებებს შალვა პაპუაშვილი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშის ძირითადი დასკვნები შეესაბამება "ქართული ოცნების" შეფასებებს
-
გადახედვარა ეღირება ლარი უქმეებზე? რა ეღირება ლარი უქმეებზე?
-
გადახედვაპრეზიდენტი: დროა, ჩვენმა პარტნიორებმა მოითხოვონ ახალი არჩევნები პრეზიდენტი: დროა, ჩვენმა პარტნიორებმა მოითხოვონ ახალი არჩევნები
კომენტარები