ანა დოლიძემ არ ისურვა შვებულების შეწყვეტა, არ მოცდა დასვენებას — დიმიტრი გვრიტიშვილი
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
"ანა დოლიძემ არ ისურვა შვებულების შეწყვეტა და არ მოცდა დასვენებას", — ასე უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვირიტიშვილმა ჟურნალისტის კითხვას იმაზე, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრი ვერ ესწრება მოსამართლეთა ასარჩევ კენჭისყრას. გვრიტიშვილი ანა დოლიძეს ადანაშაულებს იმაში, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად შვებულება არ შეწყვიტა:
"მე და ჩემს კოლეგებს, მოსამართლე წევრებს ვგულისხმობ, არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ანა დოლიძე არაჯეროვნად ასრულებს თავის სამსახურეობრივ უფლება-მოვალეობას, რის გამოც იგი არ იმსახურებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მაღალ სტატუსს".
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე ფეისბუქზე ეხმაურება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კენჭისყრას და ამბობს, რომ ამ ფაქტზე მას და ნაზი ჯანეზაშვილს ერთი დღით ადრე შეატყობინეს:
"მთელი აგვისტო მე და ნაზი ვითხოვდით კენჭისყრის თარიღის დადგენას, რაც არ გვეღირსა. ახლა ერთი დღით ადრე გვეცნობა კენჭისყრის დღე, სწორედ ამიტომ. გახარიას დანიშვნას მიაქვს საზოგდოებრივი ყურადღება და იმედია, რომ ამიტომ მოსამართლეების საკითხს ყურადღებას ნაკლებად მიაქცევენ. ეს კარგიც არის, ანუ არსებობს ხალხის რეაქციის შიში. მე საქართველოში არ ვიმყოფები და კენჭისყრას ვერ ვესწრები. თუმცა ამ ფარსში მონაწილეობას აზრი აქვს მხოლოდ იმისთვის, რომ პროცესის სიმახინჯეს გაესვას ხაზი".
ანა დოლიძის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა იუსტიციის საბჭოს მიერ თავიდან ბოლომდე ფასადური პროცესია:
"ის პოლიტიკურად მართული პროცესია. ამის კიდევ ერთი დასტური არის კენჭისყრის დანიშვნა სამთავრობო ცვლილებების პარალელურად".
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა მიმდინარეობს. ფარული კენჭისყრით უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის 48 კანდიდატიდან საბჭო 20 მათგანს შეარჩევს. კენჭისყრის მეორე ეტაპზე სათითაოდ ეყრება კენჭი შერჩეულ 20 კანდიდატს, იმის გასარკვევად, უნდა წარედგინოს თუ არა მისი კანდიდატურა საქართველოს პარლამენტს.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები