როგორ მოვიგერიოთ ინტერნეტთაღლითები? — ეროვნული ბანკის საინფორმაციო ვიდეორგოლი
ყოველდღიურობაში თანამედროვეობის აღქმას ძირითადად იმ განვითარებული ტექნოლოგიების საშუალებით ვახერხებთ, რომლებიც რუტინულ პროცესებს გვიმარტივებს.
ამის მაგალითი თუნდაც ციფრული მომსახურების ყველასათვის ხელმისაწვდომობაა: ისეთი სერვისებით სარგებლობა, როგორიც, მაგალითად, საბანკო ფინანსების განკარგვაა, დღეს უკვე სახლიდან გაუსვლელადაც შესაძლებელია.
განვითარებული ტექნოლოგიების თანმდევი კომფორტისა და მოქნილობის გვერდით გვხვდება თაღლითობის სახეცვლილი ფორმებიც, იქნება ეს ფიშინგი, ჰაკერობა თუ ვირუსებისა და სხვა მავნე პროგრამების საშუალებით პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სპეციალური მიმართვა და საგანმანათლებლო ვიდეორგოლი გაავრცელა, რომელშიც მოსახლეობას ინტერნეტსივრცეში პირადი მონაცემების სათანადოდ დაცვისკენ მოუწოდებენ
ამ სტატიაშიც სწორედ მსგავსი საფრთხეების წინასწარ ამოცნობის ნიშნებსა და მათგან დაცვის საშუალებების შესახებ გიამბობთ.
როგორ ამოვიცნოთ ინტერნეტში თაღლითური სქემა?
ნებისმიერი ოფიციალური ინტერნეტბანკი არამარტო გიმარტივებთ საბანკო სერვისებით სარგებლობას, არამედ თქვენი პირადი ინფორმაციის დაცულობის გარანტიციაა. მაშინ როგორ ახერხებენ სხვები არაკეთილსინდისიერად მოიპოვონ წვდომა თქვენს კონფიდენციალურ ინფორმაციაზე?
ამას ისინი სხვადასხვა გზით ცდილობენ: ისეთ სოციალურ ქსელებში, როგორიც ფეისბუქი ან ინსტაგრამია, ხშირად გადააწყდებით რეკლამას სხვადასხვა ძვირად ღირებული პროდუქტის მარტივად მოგების შესახებ; ან შესაძლებელია, ელექტრონულ ფოსტაზე უცხო მისამართიდან პირადი შეტყობინებაც მიიღოთ, რომელიც რაიმე ფულად ჯილდოს გპირდებათ.
მსგავსი შინაარსის შემოთავაზება აუცილებლად თაღლითობის საშიშროებაზე არ მიუთითებს, თუმცა არაკანონიერი გზით თქვენი პირადი მონაცემების მოპოვების მცდელობა შეგიძლიათ მაშინ ამოიცნოთ, თუ ასეთ შეტყობინებას თან გაურკვეველი წარმომავლობის ბმული ახლავს, რომელზე გადასვლის შემდეგაც თქვენი ინტერნეტბანკის პაროლისა და/ან სხვა პირადი ინფორმაციის გაზიარებას მოითხოვენ.
დაიმახსოვრეთ: მსგავსი პირადი მონაცემები კონფიდენციალურია და მასთან წვდომა მხოლოდ ანგარიშის მფლობელ პირს უნდა ჰქონდეს!
მსგავსი არასანდო ონლაინ შეტყობინებების ამოცნობა კიდევ შემდეგი ნიშნების საშუალებით შეგიძლიათ:
- ძირითიდად მაცდური შეტყობინებების ავტორი ვებგვერდების მისამართები საეჭვო წარმოშობისაა — ინტერნეტში მათ შესახებ ინფორმაციის გადამოწმებისას სანდო წყაროს ვერ იპოვით;
- ასევე შესაძლებელია, ისინი აყალბებდნენ რომელიმე ცნობილი კომპანიის ბრენდულ სახელწოდებასაც — თაღლითები ცდილობენ სანდო და ცნობილი კომპანიების გაყალბებული, მცირედით განსხვავებული სახელწოდებით სავარაუდო მსხვერპლი შეცდომაში შეიყვანონ;
- მათ მიერ დაპირებული სარგებელი მეტისმეტად არარეალური და მაქსიმალურად გაზვიადებულია, მაგ: დააჭირეთ ღილაკს და გახდით მილიონერი!
რა მოხდება თუ ონლაინთაღლითობის მსხვერპლი გახდებით?
სოციალურ მედიაში უბრალოდ ფოტოების თვალიერებისას ან ბოლოდროინდელი სიახლეების გაცნობისას სრულად მოულოდნელად თუ მსგავსად დაგებულ მახეში გაებმებით და დაუფიქრებლად პირად მინაცემებს საეჭვო ინტერნეტპორტალს გაუზიარებთ, მაშინ ამ თაღლითური სქემის უკან მდგომ ადამიანებს თქვენს საბანკო ანგარიშებზე სრული წვდომა ექნებათ: მათ შეეძლებათ თქვენი სახელით სესხი აიღონ ან ანგარიშზე არსებული თანხა სხვადასხვა გზით მთლიანად მიითვისონ.
როგორ ავირიდოთ თავიდან მსგავსი შემთხვევები?
თუ სოციალურ ქსელში ან ელექტრონულ ფოსტაზე გადააწყდებით მსგავს რეკლამას, რომელიც მარტივად გთავაზობთ დიდი ფინანსური სარგებლის მიღებას ან რომელიმე ძვირად ღირებული ნივთის უსასყიდლოდ გადმოცემას, კარგად დააკვირდით, სანაცვლად რას ითხოვენ თქვენგან: თუ კონკრეტულ ბმულზე გადასვლასა და თქვენს საბანკო ანგარიშთან დაკავშირებული პირადი ინფორმაციის გაზიარება აუცილებელ მოთხოვნათა შორისაა, ამას გადაუმოწმებლად ნუ გააკეთებთ.
ასეთ შემთხვევებში დაუკავშირდით იმ ბანკის ოფიციალურ საინფორმაციო განყოფილებას წერილობით ან ცხელ ხაზზე და გადაამოწმეთ ამ შემოთავაზების ავთენტურობა.
ხოლო თუ მაინც ისე მოხდა, რომ გადამოწმების გარეშე რომელიმე საეჭვო ვებგვერდზე შეიყვანეთ თქვენი პირადი მონაცემები, მაშინვე თქვენი ინტერნეტბანკის პაროლი შეცვალეთ და დაუკავშირდით თქვენს ბანკს.
ზემოთ აღნიშნული რჩევების გათვალისწინებას სულაც არ სჭირდება დიდი ძალისხმევა. მთავარია რამდენიმე რამ, — იყავით ყურადღებით, გამოიჩინეთ სიფრთხილე, გაუფრთხილდით თქვენს საბანკო მონაცემებს და ინტერნეტთაღლითები თქვენს მოტყუებას ვერ შეძლებენ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები