ნინო წილოსანი აპირებს, შოთა დიღმელაშვილს ცილისწამებისთვის უჩივლოს
პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან ნინო წილოსანი აპირებს, რომ სამოქალაქო აქტივისტსა და ფლანგვის დეტექტორის მთავარ რედაქტორს, შოთა დიღმელაშვილს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლოს.
როგორც წილოსანი ფეისბუქზე წერს, შოთა დიღმელაშვილმა #სირცხვილიას გადაცემაში ცრუ ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ დეპუტატი მფარველობს კომპანიას, რომელიც ქუთაისში სოციალურად დაუცველებისთვის სახლებს აშენებს. ეს კომპანია შპს სანოა, რომელსაც აუდიტის დასკვნის მიხედვით, არაერთი დარღვევა გამოუვლინდა.
კანონმდებელი კონკრეტული ზომების მიღებამდე სამოქალაქო აქტივისტისგან ინფორმაციის უარყოფასა და ბოდიშის მოხდას ითხოვს.
"ამ ნაბიჯს მხოლოდ ჩემი ინტერესების დასაცავად არ ვდგამ, ამ ქმედებით ყველა იმ მოქალაქეს ვცემ პატივს, ვინც მე ხმა მომცა და ნდობა გამომიცხადა", — წერს წილოსანი.
შოთა დიღმელაშვილი ამბობს, რომ ნინო წილოსანის მუქარა არის შეტევა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, რათა სამოქალაქო აქტივისტებმა სახელმწიფო შესყიდვებში არსებულ პრობლემებსა და საპარლამენტო ლობირებაზე არ ისაუბრონ.
მიმდინარე წლის მარტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც 2016-2017 წლებში ქუთაისში სოციალური საცხოვრისი უხარისხოდ არის აშენებული და საცხოვრებელ ფუნქციებს ვერ ასრულებს. მათივე თქმით, კონკურსის პირობები ერთ კომპანიაზე, შპს სანოზე იყო მორგებული, ხოლო მერიამ საცხოვრისი არასაბაზრო ფასად შეისყიდა.
იგივე ინფორმაცია ფლანგვის დეტექტორმა თავის ფეისბუქგვერდზე გაავრცელა. ორგანიზაციის ინფორმაციით, შპს სანოს დამფუძნებელი და დირექტორი, ლევან ჭანტურიძე არაერთ ბიზნესში ნინო წილოსანის პარტნიორია.
მაცხოვრებლები რუსთავი 2-თან ყვებოდნენ, რომ შენობის კედლები თაბაშირ-მუყაოთია აშენებული და ფანჯრების გაღება მხოლოდ სკამის დახმარებითა შესაძლებელი.
ერთ-ერთი მაცხოვრებელი ირანდა ნემსიწვერიძე ყვებოდა, რომ საცხოვრისში ახალი შემოსული იყო, როდესაც სააბაზანოში ჭერი ჩამოვარდა. კიდევ ერთი მაცხოვრებელი მარინა სვანიძე ამბობდა, რომ გაზქურები ბინებში დახვდათ, თუმცა შენობაში გაზი გაყვანილი არაა. მისივე თქმით, ბუნებრივი აირის შეყვანა გამწოვების არარსებობის გამო ვერ ხერხდება.
შესწორება: თავდაპირველად მასალაში ეწერა, რომ ნინო წილოსანი შოთა დიღმელაშვილისგან ბოდიშის მოხდას სასამართლოს გზით ითხოვდა, თუმცა დაზუსტების შემდეგ ინფორმაცია ჩასწორდა.
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
კომენტარები