აშშ-ს კალათბურთის ნაკრებმა ბოლო 13 წლის განმავლობაში პირველი მატჩი წააგო. მსოფლიო ჩემპიონატამდე გამართულ ამხანაგურ მატჩში აშშ-ს ნაკრები ავსტრალიასთან 94:98 ანგარიშით დამარცხდა.

აშშ-ს ნაკრები ბოლოს 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარ-ფინალში საბერძნეთთან დამარცხდა. მას შემდეგ აშშ-მ ზედიზედ 78 თამაში მოიგო. ამასთანავე, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ავსტრალიამ აშშ აჯობა.

"ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ამხანაგური მატჩია, ამიტომაც გვინდა, რომ მის ფარგლებში დავტოვოთ, მაგრამ ჩვენ შევქმენით ისტორია, როგორც უფროსი თაობის პირველმა ნაკრებმა, რომელმაც აშშ-ს ნაკრები დაამარცხა", — განაცხადა მატჩის შემდეგ კალათბურთელმა ენდრიუ ბოგუტმა.