5 რამ, რაც ნეანდერტალელებს განსაკუთრებით ეხერხებოდათ
ნეანდერტალელები ჰომოს გვარის გადაშენებული სახეობა, ან ქვესახეობაა, რომელიც ევრაზიაში 400 000 - 40 000 წლის წინ ცხოვრობდა. დაზუსტებით უცნობია, თუ რამ გამოიწვია ნეანდერტალელების გადაშენება. საინტერესო ფაქტია, რომ ნეანდერტალელების გადაშენება ევროპაში ჰომო საპიენსის გამოჩენას ემთხვევა, რაც ნიშნავს, რომ გარკვეული პერიოდი ჰომო საპიენსი საცხოვრებელ გარემოს ნეანდერტალელებთან იყოფდა.
ერთ-ერთი ვარაუდის მიხედვით, ნეანდერტალელები ანატომიურად თანამედროვე ადამიანებისგან (ჰომო საპიენსი) მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ, ამ ორ სახეობას შორის კონკურენციამ კი მათი გადაშენება გამოიწვია. მეორე ვარაუდის მიხედვით, ნეანდერტალელები ქვესახეობას წარმოადგენდნენ, ჰომო საპიენსის გამოჩენისას კი ისინი ანატომიურად თანამედროვე ადამიანებთან შეჯვარდნენ, რამაც მათი გაქრობა გამოიწვია.
ნამარხებით ირკვევა, რომ ნეანდერტალელები არაერთ საქმეში იყვნენ გაწაფუ.
1. ცურვა
დაახლოებით ერთი კვირის წინ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ 23 ნეანდერტალელის ყურის ძვლების გააანალიზებისას მათ სპეციფიკური ძვლოვანი წანაზარდები (surfer's ear) აღმოაჩინეს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ყვინთვა მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
2. სპრინტი
თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ ადამიანის მსგავსად, ნეანდერტალელებს დიდი ხნის განმავლობაში შეუჩერებლად სირბილი შეეძლოთ. ახლა კი მიჩნეულია, რომ მათ მოკლე დისტანციაზე სწრაფად სირბილი უფრო ეხერხებოდათ. ამ დასკვნის გაკეთების მიზეზი ახალი აღმოჩენა გახდა, რომლის მიხედვითაც ნეანდერტალელები უმეტეს დროს არა ტუნდრაში, არამედ ტყეში ატარებდნენ, სადაც დიდ მანძილებზე სირბილი საჭირო არ არის.
3. ხატვა
მსოფლიოში ყველაზე ძველი გამოქვაბულის მხატვრობა 65 000 წლით თარიღდება, რაც ევროპაში ჰომო საპიენსის გამოჩენამდე 20 000 წლით უფრო ადრეა. ამის გამო, გამოქვაბულის ამ ნახატების ავტორებად ნეანდერტალელები ითვლებიან, რადგან ამ დროს ამ ტერიტორიაზე მხოლოდ ისინი ცხოვრობდნენ.
4. სამკაულების შექმნა
ხორვატიაში ნეანდერტალელების საცხოვრებელ ადგილას ნაპოვნ არწივის კლანჭებს ხმარების კვალი და ნაკაწრები ეტყობათ, რაც მიანიშნებს, რომ მას ნეანდერტალელები სამკაულებად იყენებდნენ. ნეანდერტალელების სხვა ტერიტორიებზე ასევე ნაპოვნია მძივები, ნიჟარები და ბუმბულები, რომლებსაც ისინი ყელსაბამებად იყენებდნენ. კანზასის უნივერსიტეტის მეცნიერი დეივიდ ფრაიერი თვლის, რომ ეს ცალსახა მტკიცებულებაა იმისა, რომ ისინი სამკაულს პრაქტიკული მნიშვნელობის გარეშე, პირადი მიზნებისთვის იყენებდნენ.
5. ცეცხლის მართვა
ლეიდენის უნივერსიტეტში მეცნიერმა ენდრიუ სორენსენს კოლეგებთან ერთად ათეულობით კაჟის ნაჯახი აქვს ნაპოვნი, რომელიც ნეანდერტალელებს ეკუთვნოდა. ამ ნაჯახებს დამახასიათებელი მიკრონაკაწრები აქვთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ამ ნაჯახებს ცეცხლის დასანთებად იყენებდნენ.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები