წყვილმა ვუდსტოკზე პირველი შეხვედრისას გადაღებული ფოტო 50 წლის შემდეგ იპოვა
წყვილმა, რომელიც ვუდსტოკზე 1969 წლის 15 აგვისტოს შეხვდა, 50 წლის შემდეგ იპოვა ფოტო, რომელიც მათი შეხვედრის პირველ საათებშია გადაღებული.
ჯუდი და ჯერი გრიფინები 50 წელია ერთად არიან. ისინი მთელი ცხოვრება უყვებიან მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, როგორ გაიცნეს ერთმანეთი ვუდსტოკის პირველი ფესტივალის პირველივე დღეს. თუმცა, მათ ამისი დამამტკიცებელი საბუთი არასდროს ჰქონიათ. უფრო ზუსტად კი იქამდე, სანამ ორი თვის წინ საკუთარი პირველი საერთო ფოტო არ აღმოაჩინეს.
1969 წლის აგვისტოში ჯუდი მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიიდან თითქმის 150 კილომეტრში იყო, როცა მანქანა გაუფუჭდა. მან ორ მეგობართან ერთად ფეხით განაგრძო გზა, თუმცა იცოდა, რომ ასე ვუდსტოკამდე ვერ მიაღწევდა.
სწორედ ამ დროს გამოჩნდა ჯერი მეგობრებთან ერთად მანქანით. როგორც ჯუდი იხსენებს, როცა მის მანქანაში ქალი დაინახა, ჩათვალა, რომ უცნობებთან ერთად მგზავრობა უსაფრთხო იქნებოდა.
"უსაყვარლესი გოგო იყო, რატომ უნდა მეთქვა უარი?" — იხსენებს ჯერი სიცილით.
1967 წლის ფოლქსვაკენ-ხოჭოთი რამდენიმესაათიანი მგზავრობა 50-წლიან სიყვარულში გადაიზარდა. მათ ახლა ორი შვილი და ხუთი შვილიშვილი ჰყავთ.
PBS-ზე ამ ზაფხულს გასულ დოკუმენტურ ფილმს სხვადასხვა ფოტოები მოჰყვებოდა ფესტივალიდან, მათ შორის იყო პლედში გახვეული წყვილი — წვიმაში დასველებული ჯუდი და მის წინ მდგომი ჯერი.
როგორც წყვილი იხსენებს, მათ ფესტივალზე კამერები ჰქონდათ, თუმცა სურათები არ გადაუღიათ და ეძებდნენ ფოტოგრაფების გადაღებულ სურათებს, სადაც თავს აღმოაჩენდნენ.
"ჩვენ ყოველთვის ვზეიმობთ 15 აგვისტოს, დღეს, როცა ვუდსტოკი დაიწყო და ჩვენ ერთმანეთი გავიცანით", — ამბობს ჯუდი.
წყვილმა 50 წლის შემდეგ მათი გაცნობის ფოტო გააცოცხლა.
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
კომენტარები