ხელოვნური განაყოფიერების დროს, შესაძლოა, სქესის არჩევა შესაძლებელი გახდეს
სპერმის განცალკევების ახალი მეთოდის გამოყენებით ხელოვნური განაყოფიერებისას მშობლებმა მომავალში, შესაძლოა, ბავშვის სქესის სურვილისამებრ არჩევა შეძლონ.
იაპონელმა მეცნიერებმა ჩამოაყალიბეს ახალი მეთოდი, რომლითაც მათ თაგვებში X ქრომოსომის შემცველი სპერმატოზოიდების Y-ქრომოსომიანი სპერმატოზოიდებისგან განცალკევება შეძლეს.
მეცნიერების თქმით, მათ ახალი მიდგომა მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც X და Y-ქრომოსომიან სპერმატოზოიდებს შორის არსებულ შესაძლო განსხვავებებს (X-ქრომოსომიან სპერმატოზოიდში ბევრად უფრო მეტი გენია) სწავლობდნენ.
"ეს პირველი კვლევაა, რომელიც X-და Y-ქრომოსომიან სპერმატოზოიდებს შორის განსხვავებებს დასაბუთებულად აჩვენებს", — აცხადებს ჰიროშიმას უნივერსიტეტის მეცნიერი და კვლევის თანაავტორი მასაიუკი შიმადა.
შიმადას თქმით, ახალი მეთოდი სოფლის-მეურნეობაშიც სასარგებლო იქნება.
"ფერმებში ძროხები ბევრად უფრო ფასობს, ვიდრე ხარები. რადგან რძე მხოლოდ ძროხებისგან მიიღება", — ამბობს ის.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდეც არსებობდა გარკვეული მეთოდები, რომლითაც სპერმატოზოიდების დახარისხება შეიძლება, მაგალითად, გამდინარე ციტომეტრია. თუმცა ეს მიდგომა ძვირია და ის სპერმატოზოიდების გაცალკევებას X და Y ქრომოსომების მიახლოებით ზომის მიხედვით აწარმოებს.
იაპონელი მეცნიერების მიერ შემუშავებული მეთოდი კი სპეციალური მედიკამენტის გამოყენებით X ქრომოსომის შემცველი სპერმის მოძრაობას აფერხებს, რაც საბოლოოდ მეცნიერებს Y და X სპერმის ერთმანეთისგან განცალკევების საშუალებას აძლევს. მედიკამენტი თაგვის სპერმატოზოიდებზე არსებულ ერთ-ერთ რეცეპტორს იყენებს. აღსანიშნავია, რომ სპერმატოზოიდებზე მედიკამენტის რაიმე უარყოფითი გავლენა არ დაფიქსირებულა.
გადარჩეული სპერმატოზოიდებით სასურველი სქესის მიღება მეცნიერებმა შემთხვევების დაახლოებით 80 პროცენტში შეძლეს.
შიმადას თქმით, თუ ასეთი რეცეპტორი ადამიანის სპერმატოზოიდებზეც აღმოჩნდება, ამ მეთოდის გამოყენება ადამიანებშიც შესაძლებელი გახდება.
გუნდი იაზრებს, რომ ადამიანებში ამ მეთოდის გამოყენება ეთიკურ პრობლემებს წარმოშობს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ხელოვნური განაყოფიერებისას მიღებული ემბრიონების სქესის შემოწმება ახლაც შესაძლებელია. მაგალითად, აშშ-ში მშობლებს საკუთარი ბავშვის სქესის არჩევა ახლაც შეუძლიათ, თუმცა დიდ ბრიტანეთში ხელოვნური განაყოფიერებით მიღებული ემბრიონების სქესისმიერი გადარჩევა აკრძალულია.
აღსანიშნავია, რომ გადარჩეული სპერმატოზოიდების გამოყენებით დაბადებული თაგვები თითქოს ჯანმრთელები იყვნენ, თუმცა მსგავსი მეთოდების გამოყენებამდე ამ მეთოდის შესაძლო გრძელვადიანი ეფექტები სრულად უნდა იყოს შესწავლილი.
კვლევა ჟურნალ PLOS Biology-ში გამოქვეყნდა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები