ჩვენი გალაქტიკა არა ბრტყელი, არამედ დაბრეცილი და გადაგრეხილია — კვლევა
ფოტო: OGLE/WARSAW UNIVERSITY
ჩვენს გალაქტიკაში არსებული ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავების ანალიზით დადგინდა, რომ ისინი, პოპულარული შეხედულების მიუხედავად, ერთ სიბრტყეზე განლაგებულები არ არიან. როგორც ირკვევა, ჩვენი გალაქტიკის ბოლოები არა ბრტყელი, არამედ აპრეხილია.
ვარშავის უნივერსიტეტის ასტრონომების ვარაუდით, ეს, შესაძლოა, წარსულში სხვა გალაქტიკებთან ურთიერთქმედების შედეგი იყოს.
გუნდის მიერ შექმნილი ახალი რუკები ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
პოპულარული წარმოდგენა, რომ ირმის ნახტომი ბრტყელ დისკოს წარმოადგენს, შეზღუდულ ინფორმაციაზე დაყრდნობითაა შექმნილი. ეს ჩვენი გალაქტიკის მხოლოდ მიახლოებითი ფორმაა.
"ირმის ნახტომის შიდა სტრუქტურა და მისი ისტორია დიდწილად ისევ ამოუხსნელია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ჩვენი გალაქტიკის გარეუბნებში არსებულ ვარსკვლავებზე დაკვირვება და მათ შორის მანძილების განსაზღვრა განსაკუთრებით რთულია", — აცხადებს ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი დოროტა სკოვრონი.
ირმის ნახტომის უფრო ზუსტი სურათის შესაქმნელად სკოვრონმა კოლეგებთან ერთად დედამიწიდან ჩვენს გალაქტიკაში არსებულ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებამდე არსებული მანძილები გამოთვალა. ასეთ ვარსკვლავებს ცეფეიდები ეწოდებათ და მათ მიერ გამოყოფილი ენერგია ჩვენი მზისას რამდენიმე ასეულჯერ, ზოგჯერ კი რამდენიმე ათასჯერაც აღემატება. ეს სიკაშკაშე კი ასტრონომებს მათ შესწავლას უადვილებს, თუნდაც ისინი ჩვენი გალაქტიკის კიდეზე იმყოფებოდნენ.
"ჩვენი შედეგები მიუთითებს, რომ ირმის ნახტომი ბრტყელი არ არის. მისი კიდეები ერთ მხარეს ზემოთაა აპრეხილი, მეორე მხარეს კი — პირიქით", — ნათქვამია კვლევაში.
პოლონელი მეცნიერების მიერ მიღებული შედეგები ჩინელი და ავსტრალიელი მეცნიერების მიერ თებერვალში ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ კვლევასთანაც თანხვედრაშია, რომელიც სწორედ ცეფეიდებს ეხებოდა.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა

კომენტარები