რეპორტიორები საზღვრების გარეშე: რ2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა მედიაპლურალიზმზე დარტყმა იქნება
რუსთავი 2-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილება ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშე.
განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ გამოაქვეყნა წერია, რომ: რეპორტიორები საზღვრებს გარეშე მოუწოდებს ტელევიზიის გუნდს სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობისკენ, ხოლო მედიის მფლობელსა და პოლიტიკურ პარტიებს სთხოვს ნაკლები გავლენა მოახდინონ ტელევიზიაზე.
ორგანიზაციაში თვლიან, რომ მფლობელის ცვლილებამ, შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები გამოიწვიოს ტელევიზიაში: "რუსთავი 2-ის მფლობელობისთვის განგრძობადი დავის მიღმა, მფლობელის შეცვლის პოტენციური შედეგები იწვევს ეჭვებს. რუსთავი 2 არის საქართველოს როგორც ყველაზე პოპულარული ტელევიზია, ასევე ოპოზიციის მთავარი საშუალება გააჟღეროს საკუთარი აზრები".
ამერიკის ხმა ესაუბრა იოჰან ბირს, რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამების დირექტორს. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ქიბარ ხალვაში არ ჩაერიოს სარედაქციო პოლიტიკაში და ამის შესასრულებლად სანდო გარანტიები უნდა წარუდგინოს საკუთარ თანამშრომლებს. გთავაზობთ მოკლე ინტერვიუს იოჰან ბირთან:
ბატონო იოჰან, როგორ შეაფასებდით, სტრასბურგის გადაწყვეტილებას რუსთავი 2-თან დაკავშირებით?
ჩვენ ბევრს ვერაფერს ვიტყვით რუსთავი 2-ის მფლობელობაზე მიმდინარე დავასთან დაკავშირებით, ჩვენი მთავარი საფიქრალია, პოტენციური შედეგები ქართულ მედიაპლურალიზმზე.
ქიბარ ხალვაშმა პირობა დადო, რომ არ ჩაერევა არხის სარედაქციო პოლიტიკაში, თუმცა ჟურნალისტები, ვისაც მასთან უმუშავიათ ამბობენ, რომ სწორედ ის განსაზღვრავდა არხის პოლიტიკას რუსთავი 2-ის მფლობელობისას. გჯერათ თუ არა, რომ ხალვაში პირობას შეასრულებს?
მთელი სერიოზულობით მოვუწოდებთ ქიბარ ხალვაშს, რომ შეასრულოს თავისი დაპირებები. მან უნდა წარმოადგინოს სანდო გარანტიები, რომ ის პატივს სცემს ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობას. მან ასევე, უნდა უზრუნველყოს კომპანიის ეკონომიკური გადარჩენა.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლება?
რუსთავი2 -ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა იქნება მთავარი დარტყმა სატელევიზიო პლურალიზმზე, რადგან რუსთავი 2 არის გამონაკლისი მაშინ, როდესაც პროსახელისუფლებლო ტელევიზიები ჭარბობენ ბაზარზე. ამიტომაც, ამის [სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა] თავიდან აცილება უნდა მოხდეს.
როგორ ფიქრობთ, რისი გაკეთება შეიძლება საქართველოში მედიაგარემოს გასაუმჯობესებლად?
მოკლევადიან პერსპექტივაში, ბალანსი უნდა იყოს დაცული პროსახელისუფლებლო და ოპოზიცურ სატელევიზიო არხებს შორის, რათა არსებობდეს პლურალიზმი. გრძელვადიან პერსპექტივაში კი უმნიშვნელოვანესია, რომ ჩატარდეს რეფორმები, რაც შეამცირებს მედია მფლობელებისა და პოლიტიკური პარტიების გავლენას სარედაქციო პოლიტიკაზე საქართველოში. პროცესში სანდო სტრუქტურები უნდა ჩაერთონ, რათა ჟურნალისტები ამ ტიპის ჩარევებისგან დაცულები იყვნენ და მათ ჰქონდეთ საშუალება, რომ მაღალი ჟურნალისტური სტანდარტებითა და ეთიკით იმოქმედონ.
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
კომენტარები