უნდა ველოდოთ Big Little Lies-ის მესამე სეზონს? — HBO-სა და მსახიობების პასუხი
სტატია შეიცავს სპოილერებს Big Little Lies-ის მეორე სეზონიდან, ასე რომ, თუ ძალიან საინტერესო 7 ახალი სერიისთვის ჯერ ვერ მოიცალეთ და კითხვას მაინც განაგრძობთ, ყველაფერი მერილ სტრიპს დააბრალეთ.
დიდი პატარა ტყუილების მეორე სეზონი დასრულდა და ფანებს ერთი კითხვა აწუხებთ — დაწერს ლიან მორიარტი ახალი სეზონისთვის სცენარს? ან საერთოდ, უნდა ველოდოთ თუ არა მონტერეის ხუთეულზე ახალ სერიებს?
ამ კითხვაზე საბოლოო პასუხი ჯერ არ არსებობს, თუმცა ვიცით, რომ გამოდის DVD-ის დამატებითი მასალები, რომელშიც სხვა უცნობ კადრებთან ერთად, ნაყინის სროლის ცნობილ სცენასაც ვნახავთ.
და მაინც, ბუნდოვანმა ფინალურმა სცენამ, რომელშიც პერის სიკვდილის მოწმეები პოლიციის შენობაში შედიან, მაყურებელს იმედი გაუჩინა, რომ ახალი სერიები იქნება, რადგან დიდი პატარა ტყუილების მთავარი გმირების ბედზე სწორედ ამ სცენამ უამრავი კითხვის ნიშანი გააჩინა.
ამ სტატიაში თავი მოვუყარეთ სერიალთან დაკავშირებული ყველა ადამიანის პასუხს, კითხვაზე, ექნება თუ არა BLL-ს მესამე სეზონი.
ნიკოლ კიდმანი
სელესტის როლის შემსრულებელი და სერიალის პროდიუსერი
"სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას [დიდი პატარა ტყუილების] მესამე სეზონში, რადგან იდეები არსებობს. თუმცა სერიალს ყველა დანარჩენი მსახიობის, თუნდაც ბავშვების, გარეშე არ გავაგრძელებთ".
შეილინ ვუდლი
ჯეინის როლის შემსრულებელი
ფინალური სერიის შემდეგ, შეილინმა ინსტაგრამზე დაწერა, რომ შოუს შემქმნელებისა და მაყურებლების მადლიერი იყო. როდესაც ფანმა კომენტარებში ჰკითხა, იქნებოდა თუ არა მესამე სეზონი, შეილინმა მოკლედ უპასუხა:
"იმედი მაქვს".
პურნა ჯაგანათანი
სელესტის ადვოკატის როლის შემსრულებელი
თუ მეორე სეზონს უყურეთ, გემახსოვრებათ სელესტის ადვოკატი, რომელმაც სასამართლო დარბაზში თითქმის არაფერი გააკეთა თავისი კლიენტის დასაცავად.
თუმცა, თავად მსახიობი საკმაოდ ენაწყლიანი აღმოჩნდა. მან Vanity Fair-თან ინტერვიუში თქვა, რომ სცენარის მიხედვით, მეორე სეზონში ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი უნდა მომკვდარიყო. ეს შემზარავი ბედი კი მონტერეის ხუთეულიდან ერთ-ერთს უნდა გაეზიარებინა.
საბედნიეროდ, HBO-მ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო, თუმცა პერსონაჟი, რომელიც უნდა მომკვდარიყო, სავარაუდოდ ბონი (ზოი კრავიცი) იქნებოდა.
"მე ვიცოდი სრული სცენარი და როდესაც ფინალს ვუყურე, პირველი რაც გავიფიქრე ის იყო, რომ მესამე სეზონიც გვექნებოდა. ფინალში ის სცენარი არ იყო, რაც მე წავიკითხე, ერთ-ერთი პერსონაჟი უნდა მომკვდარიყო კიდეც. თუმცა ასე არ მოხდა", — თქვა მან.
ჯაგანათანი ვარაუდობს, რომ მეორე სეზონის სცენარის შეცვლა შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ მესამე სეზონისთვის ახალი სცენარი დაიწერება.
კეისი ბლოისი
HBO-ს პრეზიდენტი
"მიყვარს ამ გუნდთან მუშაობა, მათთან ნებისმიერ პროექტში ვითამაშებდი. თუმცა რეალურად მათ შორის არიან ძალიან დაკავებული მსახიობები, რომლებიც ჰოლივუდში მუშაობენ. რამდენიმე მათგანთან გვაქვს შეთანხმება — ნიკოლი [კიდმანი] ჩვენს ახალ შოუში იღებს მონაწილეობას [The Undoing]. თუ ისინი მოვლენ ჩემთან და მეტყვიან, რომ [მესამე სეზონისთვის] დრო დაგეგმეს, რასაკვირველია [გადავიღებთ], თუმცა არ მგონია, რომ მესამე სეზონი რეალისტურია".
განაცხადა ბლოისმა TVLine-თან 2019 წლის დასაწყისში. სულ ცოტა ხნის წინ კი, ფინალური სერიის გამოსვლის შემდეგ, მან თქვა:
"არასდროს თქვა არასდროს. ჩემთვის ბუნდოვანია, როგორი იქნება [მესამე სეზონი], რადგან სცენარი არ გვაქვს, თუმცა ამაზე თანახმა ვარ, რადგან მათთან მუშაობა მიყვარს".
არ ვიცით ამ კომენტარებში დიდი პატარა ტყუილები თუ იმალება, მაგრამ შეგვიძლია თითები გადავაჯვარედინოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ HBO სელესტის, რენატას, ჯეინის, მედელინისა და ბონის ცხოვრებაში კიდევ ერთხელ შეგვაჭყიტებს.
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
კომენტარები