აქციის დაშლა და ადამიანის უფლებების დარღვევის ძირითადი პრაქტიკა — EMC-ის შეფასება
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა 20 ივნისს, პოლიციის მოქმედების პირველადი სამართლებრივი შეფასება გამოაქვეყნა.
ამ ანგარიშით EMC-ის მიაჩნია, რომ 20 ივნისს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების გარკვეული ჯგუფის ქცევამ უკონტროლო ძალადობრივი ხასიათი შეიძინა და პოლიციას შეკრების თავისუფლებაში ჩარევისა და აქციის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი მისცა. თუმცა, აქციის შეწყვეტის დროს პოლიციამ უგულებელყო აქციის დაშლისთვის კანონით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის, სათანადოდ არ გამოიყენა მოლაპარაკებების რესურსი.
"პოლიციას არ გააჩნდა ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვით აქციის დაშლისა და ადამიანების მასების მართვის ეფექტიანი, გონივრული და ზედმიწევნითი გეგმა, მან მასობრივად და განურჩევლად გამოიყენა ჭარბი საპოლიციო ძალა და აშკრად დაარღვია სპეციალური საშუალებების გამოყენების თანმიმდევრობა და წესები, რამაც შედეგად დემონსტრანტთა მძიმედ დაშავება და ზოგიერთ შემთხვევაში, გამოუსწორებელი დაზიანება გამოიწვია", — ნათქვამის პირველად სამართლებრივ შეფასებაში.
ამავე დოკუმენტით, შუა ღამით, აქციის პირველი დაშლის შემდეგ, პოლიციის ქცევამ აშკარად თვითნებური ხასიათი მიიღო და უკვე ბუნდოვანი გახდა, რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა მათ მიერ პარლამენტის შენობიდან უკვე მოშორებით მყოფი შეკრების მონაწილეების რამდენიმე საათის განმავლობაში დევნა, დაკავება და ძალადობა.
EMC-ის მიაჩნია, რომ პოლიციის მხრიდან გამოვლენილი ძალადობის მასშტაბი და ინტენსივობა, ადამიანის უფლებების აშკარა და მასობრივი დარღვევის ფაქტების ეფექტიანი მონიტორინგისა და პრევენციის სისტემის არარსებობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირებისა და მენეჯმენტის სამართლებრივ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ცალსახად აყენებს.
ანგარიში დეტალურად აღწერს აქციის განვითარების დინამიკას, მათ შორის, აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან პარლამენტში შეღწევის მცდელობას და ამ მიზნით, პარლამენტის წინ მყოფ პოლიციის კორდონზე თავდასხმის ეპიზოდებს.
"სწორედ, აქციის მონაწილეთა მხრიდან განგრძობადად გამოხატულმა აგრესიულმა ქცევამ და პარლამენტის ეზოში შეღწევის მცდელობებმა მისცა პოლიციას აქციის დაშლის სამართლებრივი საფუძველი. სამწუხაროა, რომ ამ კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებში ჩართულები იყვნენ ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერებიც. მეტიც, სიტუაციის ესკალაციის პირობებში აქციის ორგანიზატორებმა არც კი სცადეს შეკრების მონაწილეების ძალადობრივი ქცევების შეკავება და დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯების გადაგმა. დემოკრატიული პროცესების ამგვარი ტაქტიკით წარმართვა უპირისპირდება დემოკრატიის იდეას და ამგვარი უპასუხისმგებლობა სათანადო სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებას მოითხოვს", — წერს EMC.
ორგანიზაციის შეფასებით, მიუხედავად აქციის დაშლის გადაწყვეტილების კანონიერებისა, შემდგომ ეტაპებზე პოლიციის ქმედებებში არაერთი პრობლემური, მძიმე ეპიზოდი გამოიკვეთა:
"პირველ რიგში, პოლიციამ არ უზრუნველყო აქციის მონაწილეთა სათანადო ფორმით გაფრთხილება აქციის დაშლის დაწყებამდე, რაც შეკრებისა და მანიფესტაციის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცალსახა დარღვევას წარმოადგენს".
EMC წერს, რომ აქციის დაშლა პოლიციამ ღამის 12 საათისთვის ცრემლსადენი გაზით დაიწყო, რასაც მცირე დროში რეზინის ტყვიების გამოყენება მოყვა, ისე რომ ჯერ კიდევ არ იყო ამოწურული ნაკლები ინტენსივობის და სიმძიმის სპეციალური საშუალებების გამოყენების რესურსი: "ასევე, ადეკვატურად არ იყო შეფასებული, ცრემლსადენი გაზის გამოყენების შემდგომ, პარლამენტის შენობაში შეღწევის ან/და საპოლიციო დანაყოფებთან შეტაკებების განმეორების საფრთხე, მისი რეალურობა და მყისიერება".
მათივე ცნობით, პოლიცია არ მიჯნავდა მშვიდობიანი და არამშვიდობიანი ქცევის მქონე შეკრების მონაწილეებს და მათ მიმართ განურჩეველ ინტენსიურ საპოლიციო ძალას იყენებდა:
"აღნიშნულს ყველაზე ნათლად ადასტურებს ათეულობით ჟურნალისტის დაზიანების შემთხვევები. პოლიციის მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებას, თან ახლდა დემონსტრანტთა მძიმე დაზიანება. ზოგიერთ ეპიზოდში, პოლიცია რეზინის ტყვიებს მცირე დისტანციიდან, თავისა და სახის არეში დამიზნებით იყენებდა, რამაც გაზარდა დაზიანებების სიმძიმე. აქციის დაშლის გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში პოლიციამ არ დაიცვა სპეციალური საშუალებების გამოყენების წესები, თანმიმდევრობა და არაპროპორციული საპოლიციო ძალა გამოიყენა".
შეფასებაში ასევე ნათქვამია, რომ დაკავების საფუძვლები და სასამართლოში პოლიციელთა მიერ განმარტებები სუსტი, შაბლონური, უკიდურესად იდენტური იყო, რაც არაერთ შემთხვევაში დაკავებების თვითნებურობაზე მიუთითებდა: "განსაკუთრებით საგანგაშოა ინფორმაცია, დაკავების პროცესში და შემდგომ, პოლიციის მიერ გამოყენებული ფიზიკური ძალის შესახებ. დაკავებულთა ნაწილი მათ მიმართ დაკავების შემდგომ ცემაზე, ღირსების შემლახავ ან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა".
EMC-ის დასკვნით, 20 ივნისს გამართული ანტისაოკუპაციო აქცია, რომელიც გარკვეულ ეტაპზე ძალადობრივ ქმედებებში გადაიზარდა, პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაიშალა. მიუხედავად აქციის დაშლის ლეგიტიმური საფუძვლის არსებობისა, პოლიციამ დაშლის დაგეგმვის და მისი აღსრულების პროცესში დაარღვია შეკრებისა და მანიფესტაციის, თავისუფლებისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის, არასათანადო მოპყრობისგან დაცვის ფუნდამენტური უფლებების არაერთი ასპექტი:
"რა თქმა უნდა, მხედველობაშია მისაღები აქციის მონაწილეთა ნაწილის მკვეთრად აგრესიული ქცევა, პოლიციასთან შეტაკების ეპიზოდები. თუმცა, ნათელია, რომ აქციის დაშლის პროცესში, პოლიციამ ძალის დიფერენცირებული და პროპორციული გამოყენების პრინციპი ვერ დაიცვა".
ორგანიზაციის განცხადებით, 20 ივნისის აქცია ჩვენებს იმ ინსტიტუციურ გამოწვევას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გააჩნია საკმარისი სტრატეგია, ტექნიკები, სისტემები და ადამიანური რესურსი, რომელიც მასობრივი შეკრებების ადამიანის უფლებების სტანდატებით მართვის შესაძლებლობას მისცემს. შეკრების შეწყვეტის შემთხვევაში გონივრული და ეფექტიანი სამოქმედო გეგმის, საფრთხეების სათანადო გაზომვის და პრევენციის, პროცესის ზედმიწევნით მონიტორინგის, გადამოწმებისა და შეთანხმების სისტემები კვლავ მყიფე, გაუმართავი და სუსტია. საკუთარი მოქალაქეების მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ამ ხარისხის ძალადობაში ჩართვა, ასევე არსებითად აზიანებს სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობას.
ამავე ანალიზში რამდენიმე რეკომენდაციაა მოცემული:
- ჩატარებულ ღონისძიებასა და მის შედეგებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს და თანამდებობა დატოვოს შინაგან საქმეთა მინისტრმა;
- პროკურატურამ გონივრულ ვადებში აწარმოოს გამოძიება აქციის დაშლის დაგეგმვაზე პასუხიმგებელი პირებისა და ინდივიდუალური პოლიციელების ქმედებებში დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის და შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების მიზნით. საზოგადოებას თითოეულ საქმესთან დაკავშირებით უნდა მიეწოდოს ინფორმაცია რეაგირების ფორმების შესახებ;
- იქ სადაც დაზარალებულებს ჟურნალისტები წარმოადგენენ, გამოძიების მხრიდან ყურადღება უნდა გამახვილდეს ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ასპექტებზე;
- ასევე დროულად უნდა იყოს გამოძიებული 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ და სხვა ტერიტორიებზე მომიტინგეთა ნაწილის მიერ პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ეპიზოდები, ისევე როგორც პარლამენტში შესვლის შესახებ გაკეთებული კანონსაწინააღმდეგო მოწოდებები და მომიტინგეთა შემდგომი ქმედებები;
- დამოუკიდებელი გამოძიების საგანი უნდა გახდეს თვითნებური და უსაფუძვლო დაკავების, ისევე როგორც დაკავებისას და შემდგომ შესაძლო ძალადობის და არასათანადო მოპყრობის შემთხვევები;
- არსებითია მიმდინარე გამოძიების პროგრესისა და შედეგების შესახებ საზოგადოებას დროულად ეცნობოს. ამასთან, გამოძიების გამჭირვალობისთვის და ნდობისთვის მნიშვნელოვანია ამ პროცესში დაზარალებული პირებისა და მათი წარმომადგენლების უფლებების მაღალი ხარისხით დაცვა და პროცესში სახალხო დამცველის საზედამხედველო როლის რეალური განხორციელების ხელშეწყობა;
- მნიშვნელოვანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სათანადოდ გაანალიზდეს ის სისტემური ხარვეზები, რაც აქციის დაშლის, სპეციალური საშუალებების გამოყენების და დემონსტრანტთა ფართო მასების მართვის მიმართულებით, 20 ივნისის მოვლენებმა გამოკვეთა და მათ ინსტიტუციურ დონეზე უპასუხოს;
- ხელისუფლებამ აქციის შედეგად დაზარალებულ პირებს სრულფასოვანი მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს სამედიცინო და რეაბილიტაციის სერვისების დაფინანსების კუთხით.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები