ამაზონი ახალ სერიალს The Wheel of Time უშვებს, რომელიც რობერტ ჯორდანის ფენტეზ ნოველის ტელე-ადაპტაცია იქნება. სერიალში მთავარ როლს ინგლისელი მსახიობი როზამუნდ პაიკი ითამაშებს.

The Wheel of Time ეპიკურ სამყაროს გვთავაზობს, რომელშიც მაგია არსებობს და მისი გამოყენების შესაძლებლობები მხოლოდ ქალებს აქვთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძალაუფლებაც მათ ხელშია.

"როზამუნდ პაიკი The Wheel of Time-ის ოჯახს შემოუერთდა, მიესალმეთ მორაინეს."

ვკითხულობთ სერიალის სცენარისტების ოფიციალური ტვიტერის პოსტში

ამბის მთავარი გმირი მორაინეა, რომელიც ქალთა გავლენიანი, საიდუმლო ორგანიზაციის, ეის-სედაის წევრია. ის მსოფლიო მასშტაბის საშიშ მოგზაურობას იწყებს ხუთ ადამიანთან ერთად, რომელთა შორის კაცებიც არიან.

მორაინე ამ ხუთი ადამიანით დაინტერესებულია, რადგან სჯერა, რომ რომ მათგან ერთ-ერთი შესაძლოა იმ ადამიანის რეინკარნაცია იყოს, რომელსაც ძალიან დიდი ძალა აქვს. წინასწარმეტყველებაში ნათქვამია, რომ ამ ძალით ის ან დაიცავს კაცობრიობას, ან გაანადგურებს მას.

სერიალი ევროპული და აზიური კულტურებისა და ფილოსოფიის უამრავ ელემენტს შეიცავს. ყველაზე თვალშისაცემი კი დროის თვისებებია, რომელსაც ბუდიზმსა და ინდუიზმში ვხვდებით.

რობერტ ჯორდანის წიგნი The Eye of the World პირველად 1984 წელს გამოიცა. ავტორი 2007 წელს გარდაიცვალა, როდესაც წიგნის მეთორმეტე და ფინალურ ნაწილზე მუშაობდა. თუმცა ჯორდანმა ჩანაწერები დატოვა, რომელშიც წერს, თუ რა უნდა მომხდარიყო. ბრენდონ სანდერსონმა ამ ყველაფრის ადაპტაცია გააკეთა და ბოლო წიგნებს დაუკავშირა, რომლებიც 2009, 2010 და 2013 წლებში გამოვიდა.