მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კონფერენციას წყვეტენ. მისი თქმით, ისინი პარლამენტის შენობას ტოვებენ და კონფერენციას სხვა ადგილას გააგრძელებენ.

მანამდე პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი ოპოზიციის დეპუტატებმა დაიკავეს. ისინი აცხადებდნენ, რომ რუს დეპუტატებს სხდომათა დარბაზში არ შემოუშვებდნენ.

მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ. ასამბლეის წევრი, სერგეი გავრილოვი პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდა.