პლატინი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საქმეზე დაკითხეს და გაათავისუფლეს
ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის ყოფილი პრეზიდენტი (UEFA), მიშელ პლატინი გაათავისუფლეს. ის 18 ივნისს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის არჩევისას სავარაუდო კორუფციული გარიგების საქმეზე დააკავეს. როგორც AFP წერს, პლატინი მრავალსაათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.
პლატინის ადვოკატმა, უილიამ ბურდონმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის რამე ბრალდება არ წარუდგენიათ. თვითონ პლატინიმ კი აღნიშნა, რომ ბევრი ფაქტი, რასაც დაკითხვის დროს ეკითხებოდნენ, მისთვის უცნობი იყო. გარდა ამისა, ადვოკატმა დააზუსტა, რომ პლატინი დაპატიმრებული არ იყო, ის ჩვენების მიცემისთვის დააკავეს.
ყატარმა 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება 2010 წელს მიიღო. ამავე წელს განისაზღვრა, რომ რუსეთი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებდა. ყატარის არჩევამ ფეხბურთის გულშემატკივრების დიდი გაკვირვება გამოიწვია. ისინი ისეთ ფაქტებზე აპელირებდნენ, როგორიცაა სტადიონებზე ადგილობრივი გულშემატკივრების ნაკლებობა, განსაკუთრებით ცხელი ზაფხული და ეროვნული ნაკრების ცუდი ასპარეზობა. გარდა ამისა, ბევრი ყატარში ადამიანის უგულებელყოფილ უფლებებზე ამახვილებდა ყურადღებას.
ამის შემდეგ მედიაში კორუფციულ გარიგებაზე ხშირად საუბრობდნენ. FIFA-მ კორუფციული კვალის გამოვლენის მიზნით დამოუკიდებელ კომისიას გამოძიების ჩატარება დაავალა. გამოძიების შედეგებით კორუფციულ გარიგებას ადგილი არ ჰქონია.
2015 წელს ფიფას მაღალი თანამდებობის რამდენიმე პირი დააკავეს. დაკავება 2018 და 2022 წლებში მასპინძელი ქვეყნის არჩევისას სავარაუდო კორუფციულ გარიგებას ეხებოდა.
მიშელ პლატინი უეფას პრეზიდენტის თანამდებობას 2007-დან 2015 წლამდე იკავებდა. 2015 წელს ის და ფიფას ყოფილი პრეზიდენტი, იოზეფ ბლატერი საფეხბურთო საქმიანობას რვა წლით ჩამოაშორეს. შემდგომში ეს შეზღუდვა ოთხ წლამდე ჩამოვიდა. ბლატერს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ 2011 წელს მან მიშელ პლატინის უკანონოდ ორი მილიონი შვეიცარული ფრანკი გადაურიცხა. ორივე მათგანი ბრალდებას უარყოფს.
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
კომენტარები