ტელეშოუ This Is Us-ის მომდევნო, მეოთხე სეზონის გამოსვლის თარიღი მწარმოებელმა კომპანიამ, NBC-მ დააანონსა. სერიალი 2019 წლის ადრეულ შემოდგომაზე, 24 სექტემბერს დაბრუნდება.

View this post on Instagram

Let’s gooo!!! 🙌🏿🙌🏿🙌🏿 #ThisIsUs

A post shared by Sterling Brown (@sterlingkbrown) on

შოუს შემქმნელის, დან ფოგელმანის თქმით, მეოთხე სეზონის პრემიერა ისეთი იქნება, რომელზეც ადამიანები ბევრს ისაუბრებენ და რომლის ყურებაც ფანებს პირდაპირ ეთერში მოუნდებათ.

"ნამდვილად ამბიციური სეზონია. ჩვენ პერსონაჟების მოგზაურობის დაგეგმვის შუა პროცესში ვართ და ეს ძალიან ამაღელვებელია. ამბების შესახებ ბევრს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ პირველი ეპიზოდის ნახვის შემდეგ, ვფიქრობ ადამიანები ბევრს ილაპარაკებენ. ეს განსხვავებული და უჩვეულო იქნება".

ამავე თემაზე: