გლაზგოში გაზრდილ 11 წლის ბიჭს დაობლების შემდეგ საქართველოში დეპორტაცია ემუქრება
11 წლის ობოლ ბიჭს, რომელმაც თითქმის მთელი ცხოვრება გლაზგოში გაატარა, საქართველოში დეპორტაცია ემუქრება.
გიორგი კაკავას შესახებ ბრიტანული გამოცემა, The London Economic წერს, სათაურით 11 წლის ობოლ ბიჭს იმ ქვეყანაში დეპორტაცია ემუქრება, რომელიც არ ახსოვს.
გიორგი 8 თვის იყო, როდესაც საქართველოდან წამოიყვანეს. მისი დედა სოფიო ბაიხაძე შიშობდა, რომ კრიმინალები, რომლებმაც ქმარი ვალის გამო მოუკლეს, მის შვილსაც მოკლავდნენ ან გაიტაცებდნენ. გიორგი 3 წლის იყო, როდესაც დედამ შოტლანდიაში ჩაიყვანა.
სოფიო 2018 წლის თებერვალში, გარდაიცვალა. ის 35 წლის იყო და გლაზგოში ყოფნის განმავლობაში თავშესაფრის მიღებას ელოდა. მისი საბოლოო სურვილი იყო, რომ გიორგი, რომელსაც გლაზგური აქცენტი აქვს და ქართული არ იცის, შოტლანდიელ ბიჭუნად გაზრდილიყო.
ადამიანის უფლებათა დამცველები ამბობენ, რომ გიორგის დეპორტაციით ბავშვის უფლებები ირღვევა.
შოტლანდიური ეკლესია კი დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, საჯიდ ჯავიდს, რომელიც პაკისტანიდანაა, მოუწოდებს გიორგის დარჩენის უფლება მისცეს.
"სოფიო ჭკვიანი გოგო იყო, მაგრამ საქართველოში მძიმე ცხოვრება ჰქონდა. ის შოტლანდიაში ჩამოვიდა, რათა კრიმინალურ დაჯგუფებას გაქცეოდა. ისინი გიორგის ემუქრებოდნენ. ჩემი შვილი იმედოვნებდა, რომ გლაზგოში მშვიდი ცხოვრება ექნებოდა, თუმცა მძმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა", — ამბობს ქეთინო, სოფიოს დედა.
ის დასძენს, რომ მისი შვილი კეთილი და მოსიყვარულე ადამიანი იყო, რომელიც შვილზე გიჟდებოდა:
"ის ჩემი ყველაფერი იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ, გულგატეხილი ვარ. არ შემიძლია გიორგის მარტო დატოვება, მე ახლა მისთვის ვცხოვრობ. მას არც დედა ჰყავს, არც მამა და ყველაზე მეტად გლაზგოში დარჩენა სჭირდება. აქ ცხოვრობენ მისი მეგობრები, ასე რომ მისთვის დეპორტაცია უმძიმესი გადასატანი იქნება. მას ქართული არ ესმის, მხოლოდ ინგლისურად საუბრობს. ხანდახან კითხვებს ქართულად ვუსვამ, ის მეუბნება რომ არ ესმის, რადგან შოტლანდიელია".
2018 წლის ივლისში, ონლაინ პეტიციამ, რომელიც გიორგის შოტლანდიაში დატოვებას ითხოვდა, დიდი ბრიტანეთი მოიცვა. კამპანიას 90 209 ადამიანმა მოაწერა ხელი. გიორგის და ქეთინოს დიდ ბრიტანეთში 30 თვით დარჩენის უფლება მისცეს. პეტიციის ავტორი გლაზგოს ეკლესიის წინამძღვარი ბრაიან კასეია, რომელმაც შს მინისტრ ჯავიდს გიორგის და ბებიის შოტლანდიაში სამუდამოდ დარჩენა სთხოვა.
გიორგის უფლება აქვს შოტლანდიაში 2020 წლის თებერვლამდე დარჩეს. მის ბებიას, ქეთინო ბაიხაძეს კი — 2020 წლის დეკემბრამდე. უცნობია, რა პირობებში შეძლებს გიორგი ცხოვრებას ბებიის გარეშე.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები