პოპის დედოფლად წოდებულმა Madonna-მ თავის დისკოგრაფიას რიგით მე-14 სტუდიური ალბომი, Madame X შემატა.

ალბომის გამოსვლამდე მადონამ რამდენიმე ახალი ვიდეოკლიპიც გადაიღო. მათ შორისაა Dark Ballet, რომელშიც ჟანა დ' არკის როლს ტრანსგენდერი აქტივისტი და რეპერი, Mykki Blanco განასახიერებს.

ახალ ჩანაწერში არაერთი კოლაბორაციული ტრეკია. მოწვეულ მუსიკოსებს შორისაა ცნობილი ჰიპ-ჰოპ ჯგუფის, Migos-ის წევრი Quavo. სხვადასხვა ტრეკებში ასევე გვხვდებიან Swae Lee და Maluma.

RollingStone-ის შეფასებით, "Madame X იმდენად უცნაურია, რომ სხვა გზას არ გიტოვებს, გარდა იმისა, რომ უკან დაიხიო და ისე დააკვირდე ამ ახლებურ მადონას. ეს სხვანაირი ენერგიაა, ლათინური პოპისა და რეგის ნაზავი. ალბომის ყველა ტრეკი სავსეა ექსპერიმენტებით, რომელთა განსახორციელებლადაც სხვა პოპ-ვარსკვლავებს გამბედაობა არ ეყოფოდათ".

ალბომის მოსმენა Spotify-ზეა შესაძლებელი.