დისნეის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ანიმაციის მეორე ნაწილი სულ მალე იხილავს მზის სინათლეს. Frozen-ის მეორე ნაწილის ოფიციალური ტრეილერი გამოვიდა.

ანა, ელზა, კრისტოფი და ოლაფი თავიანთი სამეფოს შესახებ უძველესი საიდუმლოს გასაგებად შორეულ ტყეში მიდიან.

როგორც ტრეილერში ვხედავთ, ელზა თავისი ძალების გამოყენებას და ფლობას ჯერ კიდევ სწავლობს და ამჯერად, ის ზღვის ტალღებსაც ერკინება.

ანიმაციური ფილმის პრემიერა ნოემბერში შედგება.

ამავე თემაზე:

Frozen 2-ის გამოსვლის თარიღი ცნობილია;

Frozen-ის რეჟისორი: პრინცესა ელზა, შესაძლოა, ლესბოსელი პერსონაჟი იყოს;

Frozen-ის მეორე ნაწილზე მუშაობა რამდენიმე კვირაში დაიწყება.