სააკაშვილს, მერაბიშვილს, კოდუას და სხვებს გელაშვილისთვის 215 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ
ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სასამართლომ ყოფილ მაღალჩინოსნებსა და ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ჯამში 215 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, შს-ს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ამავე უწყების მაღალჩინოსნის, ერეკლე კოდუას მონაწილეობით საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება.
როგორც გელაშვილის ადვოკატმა, კახა კოჟორიძემ On.ge-ს უთხრა, დაზარალებული თანხას მას შემდეგ მიიღებს, რაც გადაწყვეტილება ძალაში შევა. მანამდე მხარეებს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლიათ.
"ჩვენ შეგვიძლია, რომ ჩამოთვლილი პირებიდან თითოეულ მათგანს მოვთხოვოთ სრულად გადახდა. მაგალითად, თანხის გადახდა შეგვიძლია მარტო ფინანსთა სამინისტროს ან მარტო შსს-ს დავაკისროთ. შეგვიძლია თანხის გადახდა დავაკისროთ მხოლოდ ერთს ან რამდენიმე პირს. მაგრამ თუ რომელიმე საბიუჯეტო ორგანიზაცია ამას გადაიხდის მთლიანად, მას შეეძლება ამ თანხის ბიუჯეტისთვის ანაზღაურება მოსთხოვოს რომელიმე პირს, ვისი ბრალეული მოქმედების გამო გელაშვილს მიადგა ზიანი".
გელაშვილის ცემის საქმე
2005 წლის 29 ივნისს გაზეთ რეზონანსში გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი წევრის ვალერი გელაშვილის სტატია სათაურით "ვალერი გელაშვილი თავის სახლს სააკაშვილს დაუთმობს". სტატიაში ვალერი გელაშვილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მოქმედი პრეზიდენტის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ.
პროკურატურის განმარტებით, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯისთვის ვანო მერაბიშვილს გელაშვილის ცემის დავალება მისცა.
14 ივლისს სოდ-ის თანამშრომლებმა თბილისში გააჩერეს ვალერი გელაშვილის მანქანა და თავს დაესხნენ გელაშვილს და მის თანმხლებ პირებს, სცემეს და გაიტაცეს მისი იარაღი, 10 ათასი დოლარი და 50 ათასი ლარის ღირებულების ბეჭედი. თავდასხმის შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2012 წლის 28 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ სცნო უფლებამოსილების გადამეტებაში ძალადობითა და იარაღის გამოყენებით და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებაში.
ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორისა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსის მიმართ
-
-
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
კომენტარები