ოჯახის ინფორმაციით, 70 წლის ასაკში ფორმულა 1-ის ლეგენდარული მრბოლელი და სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ნიკი ლაუდა ძილში გარდაიცვალა.

მას 2018 ზაფხულში, მძიმედ გადატანილი გრიპის ვირუსის შემდეგ პნევმონია განუვითარდა, საბოლოოდ კი ფილტვების გადანერგვა დასჭირდა.

ლეგენდარულმა ავტომრბოლელმა მსოფლიო ჩემპიონატი 1975, 1977 წლებში ფერარისთან და 1984 წელს მაკლარენთან ერთად მოიგო. ბოლო წლებში, ლაუდა ოჯახურ ბიზნესს ხელმძღვანელობდა.