როდის არის ვიტამინების გადასხმა ეფექტიანი?
ვიტამინების გადასხმის პროცედურები სულ უფრო პოპულარული ხდება. განსაკუთრებით, როგორც სწრაფად განკურნების გზა ან ნაბახუსევიდან გამოსვლის მეთოდი. ჩნდება ლოგიკური კითხვა: სამედიცინო თვალსაზრისით რამდენად ეფექტიანი და უსაფრთხოა ეს მანიპულაცია?
ამ წლის მარტში, ჩინეთის ჰუნანის პროვინციაში მცხოვრები 51 წლის ქალი მას შემდეგ აღმოჩნდა სიკვილის პირას, რაც საკუთარ სახლში ოცი სხვადასხვა ხილის შერევით დამზადებული სითხე ინტრავენური წვეთოვანით მიიღო. ის ფიქრობდა, რომ ახალი ხილისგან გამოწურული ვიტამინების სისხლში შეშვება ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იქნებოდა. ამის ნაცვლად კი სიცხემ აუწია და ქავილმა აიტანა. შედეგად, ქალი ორგანოთა მრავალჯერადი დაზიანებით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. დიალიზისა და სხვადასხვა ტიპის ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ ის გამოჯანმრთელების გზას დაადგა.
მართალია, ეს ამბავი თავისი სიმძიმით უნიკალურია, მაგრამ, შესაძლოა, ქალზე იმ მზარდად პოპულარულ ტენდენციას ემოქმედა, რომელიც ვიტამინების ინტრავენურად, პირდაპირ სისხლში მიღებას უკავშირდება. ეს ტრენდი განსაკუთრებით გავრცელებული აზიაშია, სადაც მსგავსი ტიპის გადასხმებს ადამიანებს სილამაზის სალონებში სთავაზობენ. იქ ამ სამედიცინო პროცედურის შემსრულებლები ხშირად არალიცენზირებული და არაკვალიფიცირებული სპეციალისტები არიან.
მკურნალობის ამ ფორმის მომხრეები ამტკიცებენ, რომ მსგავსი გადასხმები ზრდის ენერგიას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს კანს, კურნავს ნაბახუსევს, "წვავს" ცხიმს, ამოკლებს ახალ გარემოსთან ადაპტაციის პერიოდს და სხვა უამრავ ჩივილს შველის.
აშშ-ში წვეულების მოწყობაზე პასუხისმგებელი ზოგი კომპანია კლიენტებს ერთ დამატებით მომსახურებასაც სთავაზობს. კერძოდ, მეორე დღის ნაბახუსევის განსაკურნებლად მათი ავტობუსი თქვენს სახლთან მოვა და გადასხმას ჩაგიტარებთ.
ამ ტიპის მკურნალობა ერთობ ძვირადღირებული სიამოვნება შეიძლება იყოს. მაგალითად, ლონდონის ერთ კლინიკაში თითო სესიის ღირებულება 120-დან 3,000 ფუნტამდე მერყეობს.
ამ ტრენდს ისეთი ცნობილი სახეებიც აჰყვნენ, როგორიც მაილი საირუსი, კარა დელევინი და კრისი ტეიგენია. მათ მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ინტრავენური გადასხმის პროცესში იმყოფებიან.
"ეს პროცედურები სულ უფრო პოპულარული ხდება — განსაკუთრებით, როგორც სწრაფად განკურნების გზა ან ნაბახუსევიდან გამოსვლის მეთოდი. არ არსებობს მონაცემები, რომელიც ამ მეთოდის სარგებელს აჩვენებდა. უფრო მეტიც, ის პოტენციურად საშიშიც კი შეიძლება იყოს", — ამბობს მარსელა ფიუზა, ბრიტანელ დიეტოლოგთა ასოციაციიდან.
"საავადმყოფოებში ჩვენ პაციენტს არასდროს გადავუსხამთ რამეს ინტრავენურად, თუ ამის აბსოლუტური საჭიროება არ არსებობს. არ არსებობს სამედიცინო საფუძველი, რომელიც საკვები ნივთიერებების ინტრავენურად შეყვანას გაამართლებდა, იმ შემთხევვების გარდა, როცა სხეულს საკვების გადამუშავების უნარი თავად აღარ შესწევს. ეს ძალიან სარისკო პროცედურაა" — ამბობს სოფი მედლინი, რომელიც ლონდონის კინგსის კოლეჯში კლინიკურ დიეტოლოგად და კვებისა და დიეტოლოგიის ლექტორად მუშაობდა.
როგორც წესი, როცა სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტს რაიმე ინტრავენურად მიეწოდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ექიმებს ზედმიწევნით აქვთ შესწავლილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ვიტამინების გადასხმა პოტენციურად ღვიძლსა და თირკმლებზე ახდენს ზეწოლას. დიდ ბრიტანეთში პროცედურის ამ ორგანოების წინასწარი სკრინინგის გარეშე ჩატარება კლინიკური ხარისხის კონტროლის ეროვნული ინსტიტუტის (NICE) მიერაა აკრძალული.
"ეს დადგენილება იმ კლინიკათა უმეტესობაში, სადაც ვიტამინების ინტრავენური გადასხმების პრაქტიკას ეწევიან, უბრალოდ არ მოქმედებს" — ამბობს მედლინი.
გადასასხმელი სითხის შემადგენლობა იმაზეა დამოკიდებული, თუ მსოფლიოს რომელ წერტილში იმყოფებით. ტაიპეიში მომხმარებლებს შეუძლიათ, სპეციალური მენიუდან აარჩიონ, რა სახის ვიტამინების გადასხმა სურთ.
ნიუ-დელიში მომხმარებლებს ორი ტიპის წვეთოვანებს სთავაზობენ. მათგან ერთს ძირითადი ან მწყურვალე ჰქვია და ჰიდრატაციისთვისაა განკუთვნილი; მეორე კანის სამკურნალოდ გამოიყენება და პროგრესულის და მოდურის აღმნიშვნელი ახალგაზრდული ჟარგონით, Woke ან Lit-ად მოიხსენიება.
წვეთოვანი ჯადოსნური მარკლიც კი არსებობს, რომელსაც ეს სახელი სასექსის პრინცესის საპატივცემულოდ ჰქვია. ლონდონში, დეტოქსთან და სილამაზის გადასხმებთან ერთად, ერთ-ერთი მაღაზია თავის კლიენტებს ხასიათის გასაუმჯობესებელ პროცედურებსაც სთავაზობს.
ინტერნეტში გავრცელებულ ერთ ფოტოში ჩანს, როგორ იკეთებენ ინტრავენურ გადასხმას ცენტრალური ჩინეთის ჰუბეის პროვინციის სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები. ეს პროცედურა მათ უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდებში წარმატების მიღწევაში უნდა დახმარებოდა. მას შემდეგ, რაც ფოტო ვირუსული გახდა, სკოლის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მასზე გამოსახული მოსწავლეები მოხალისეები იყვნენ და ამინომჟავებს საკუთარი ნებით იღებდნენ. როცა სკოლის სამედიცინო კაბინეტი გადასხმის მსურველებით გაივსო, მოსწავლეებმა წვეთოვნები საკლასო ოთახებში წაიღეს, სადაც მათ პროცედურის ჩატარების პარალელურად სწავლა განაგრძეს.
მედლინი, რომელიც ამ ისტორიამ შოკში ჩააგდო, ამბობს, რომ გადასხმა ზედმიწევნით კონტროლირებული კლინიკური გარემოს გარეთ არასდროს არ უნდა გაკეთდეს.
რა საჭიროა მსგავს რისკზე წასვლა, როცა ჩვენი კუჭ-ნაწლავის სისტემა დახმარების გარეშეც შესანიშნავად აწვდის ორგანიზმს საჭირო ვიტამინებსა და მინერალებს?
უმრავლეს შემთხვევაში ჯანსაღი, ბალანსირებული დიეტა, რომელსაც შიგადაშიგ შეგვიძლია, ვიტამინის ტაბლეტებიც მივუმატოთ, საკმარისია იმისათვის, რომ ორგანიზმი ყველა საჭირო ნივთიერებით მოვამარაგოთ — ამბობს ფიუზა.
ინტრავენური გადასხმების გამოყენება ნიშნავს იმას, რომ "ადამიანებმა, შეიძლება, გაუცნობიერებლად საკვები ნივთიერებები ჭარბი რაოდენობით მიიღონ. ამან კი განსაკუთრებით იმ პირთა ჯანმრთელობაზე შეიძლება იმოქმედოს, ვინც ამ პროცედურას ხშირად იტარებს ან ვისაც დადგენილი თუ დაუდგენელი სამედიცინო კონდიცია აქვს", —გვაფრთხილებს ფიუზა.
ვის სჭირდება ვიტამინის დანამატები?
გარკვეულ ნივთიერებათა დანაკლისის რისკის მქონე ადამიანებს დანამატების სახით ვიტამინების მიღება მართლაც სჭირდებათ. კერძოდ:
- ფეხმძიმე და მეძუძური ქალებისთვის რეკომენდირებულია ვიტამინი D-ს დანამატის მიღება.
- ქალებისთვის, რომლებიც ცდილობენ დაფეხმძიმებას და მათთვისაც, ვინც ფეხმძიმობის პირველ 12 კვირაში იმყოფება, ფოლიუმის მჟავის დანამატების მიიღებაა რეკომენდირებული. ეს ნივთიერება ახალშობილებში ნერვული მილის იმგვარი დეფექტების რისკს ამცირებს, როგორიც სპინა ბიფიდაა.
- ვიტამინი D-ს დანამატების მიღება, ასევე, 65 წელს გადაცილებულთათვისაც კარგი იდეაა. იგივე ითქმის მუქი კანის ფერის მქონე ხალხზე და მათზეც, ვინც მზეს იშვიათად ეფიცხება.
- 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის A, C და D ვიტამინების შემცველი დანამატების მიღებაა მიზანშეწონილი.
- დამატებით, თქვენი სამედიცინო მდგომარეობიდან გამომდინარე, პირადმა ექიმმაც შეიძლება დაგინიშნოთ სხვადასხვა ტიპის დანამატი.
თუ თქვენ ამ ჯგუფებიდან არც ერთს არ განეკუთვნებით და ვიტამინების აბებს მაინც ყიდულობთ, არის შანსი, რომ იმ ნივთიერებების მიღებაში ხარჯავთ ფულს, რომლებსაც თქვენი დიეტისგან ისედაც იღებთ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წევრი, ლიზა როჯერსი ფიქრობს, რომ ადამიანები დამატებითი ვიტამინების მიღებისას ზედმეტ მონდომებას იჩენენ.
"ისინი ფიქრობენ, რომ ეს მათ გარკვეულ სარგებელს მოუტანს. ხალხს ვიტამინები მხოლოდ მცირე რაოდენობით სჭირდება და დამატებითი ვიტამინების მიღება მხოლოდ დეფიციტის არსებობის შემთხვევაში ღირს"
როცა შენს სხეულს წვეთოვნების საშუალებით ძალდატანებით აწვდი ვიტამინებს, დოზის გადაჭარბების რისკის ქვეშ დგები, გვაფრთხილებს მედლინი.
"ინტრავენური წვეთოვნები ვიტამინებს ვენაში ძალადობრივი გზით უშვებს. ჩვენი სხეულები ასეთი გზით მიღებული ვიტამინების სულ მცირე 90 პროცენტს მაინც მოუხმარლად უკანვე გამოყოფს. ასე რომ, სარგებელი, თუ ის საერთოდ არსებობს, ძალიან მინიმალურია, რისკები კი - შეუდარებლად მაღალი" — ამბობს ის.
მაშინაც კი, თუ ვიტამინების გადასხმის დროს არანაირი სირთულეები არ წარმოიშობა, მედლინის თქმით, საბოლოო ჯამში "შენ, უბრალოდ, ძალიან ძვირადღირებულ შარდს ამზადებ. ეს, პირდაპირი გაგებით, უნიტაზში ჩარეცხილი ფულია".
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები