საქართველოს უნივერსიტეტი რუსეთის გავლენის შესახებ მასშტაბურ კონფერენციას გამართავს
17 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტი, ახალ ეკონომიკურ სკოლა საქართველოსთან თანამშრომლობით მასშტაბურ კონფერენციას გამართავს, თემაზე "რუსული გავლენების კვალდაკვალ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში."
კონფერენცია დაეთმობა საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ერთწლიანი კვლევის შედეგებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა წილი უკავია რუსეთს საქართველოს ეკონომიკაში, როგორ მოქმედებს რუსეთის ეკონომიკური ექსპანსია საქართველოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და რა ხერხს მიმართავს რუსეთი საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის.
საქართველოს უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც მსგავს სამეცნიერო კვლევას ახორციელებს რუსეთის ეკონომიკური გავლენების შესახებ.
კონფერენცია ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს:
- რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენები;
- სამხედრო, ჰიბრიდული გავლენები;
- კულტურა, ნორმები და ფასეულობები;
- როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს.
კონფერენციის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები საქმიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრები გამართა წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, მკვლევარებთან და ექსპერტებთან და სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან.
"ვიზიტის დროს შეხვედრები გაიმართა, როგორც კონფერენციაში მონაწილე პირებთან, ისე სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც, რის ფარგლებშიც დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობების შესაძლებლობები, ერთობლივი პროექტები და კვლევები. მათ შორის, აღსანიშნავია ატლანტიკურ საბჭოში (Atlantic Council) და საერთაშორისო სწვლების და კვლევების ცენტრში (Center for Strategic and International Studies - CSIS) საქართველოს უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო კვლევის საბოლოო შედეგების პრეზენტაცია." — ამბობს საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი, ნათია კალაძე.
ნათია კალაძე აღნიშნავს იმასაც, რომ სხვადასხვა უნივერსიტეტებში გამართული შეხვედრების შედეგად, დაიგეგმა კონკრეტული თანამშრომლობის შეთანხმებები, რომლის ფარგლებშიც ამერიკელი სტუდენტები სასწვალო პროგრამით საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრებიან.
პარტნიორი უნივერსიტეტების სია კი მოიცავს: გეტისბურიგის კოლეჯს (Gettysburg College), ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტს (National Defense University); ტაფტის უნივერსიტეტსა (Tuft University) და ჰარვარდის უნივერსიტეტს.
შთამბეჭდავად გამოიყურება 17 ივნისს დაგეგმილ კონფერეცნციაში მონაწილეთა სიაც: მაიკლ კარპენტერი — აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში; ასევე ჯეფრი მანკოფი — CSIS Russia and Eurasia პროგრამის ხელმძღვანელი, რუსეთთან ურთიერთობის საკითხში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი; ბრაიან ვიტმორი — ევროპული პოლიტიკის ანალიტიკის ცენტრში რუსეთის პროგრამის დირექტორი და მთავარი მკვლევარი; ლუკ კოფი — ჰერიტიჯ ფონდის, ალისონის ცენტრის საგარეო პოლიტიკის კვლევების დირექტორი. "ნატო-საქართველო: აშშ და ევროპული ინტერესი" წიგნის ავტორი; სტუმრათა სიაშია ანდრეას უმლანდიც, რომელიც გერმანელი პოლიტიკის მეცნიერი და რუსეთისა და უკრაინის ისტორიის ექსპერტია; კრასენ სტანჩევი კი მაკროეკონომიკის ექსპერტი და სოფიას უნივერსიტეტის პროფესორია, პარალელურად იგი ევროკავშირის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და USAID-ის პროგრამების ხელმძღვანელია კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონში; ზიგიმანტის პავილიონისი — ლიეტუვას რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, ტრანსატლანტიკური და დემოკრატიული სუბკომიტეტის თავმჯდომარე; კონფერენციის სპიკერების სიაშია აგრეთვე თემურ იაკობაშვილიც, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ორგანიზაცია TY Strategies-ს ხელმძღვანელობს და ნინა იანკოვიჩი, რომელიც წამყავნი მკვლევარია კენანის ინსტიტუტში.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.
-
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწაზე სიცოცხლის რთული ფორმები იმაზე ადრე გაჩენილიყო, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა შესაძლოა, დედამიწაზე სიცოცხლის რთული ფორმები იმაზე ადრე გაჩენილიყო, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა
-
გადახედვარას წერს NYT ლევან აკინის ახალ ფილმსა და ანტი-ლგბტქ კანონპროექტზე რას წერს NYT ლევან აკინის ახალ ფილმსა და ანტი-ლგბტქ კანონპროექტზე
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ადამიანის სახე მისი სახელის მიხედვით იცვლება ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის სახე მისი სახელის მიხედვით იცვლება
-
გადახედვამაღაროების დაზიანებისკენ მიმართულ ორგანიზებულ მოქმედებაში მონაწილე სამ პირს ბრალდება წარედგინა — პროკურატურა მაღაროების დაზიანებისკენ მიმართულ ორგანიზებულ მოქმედებაში მონაწილე სამ პირს ბრალდება წარედგინა — პროკურატურა
-
-
გადახედვაშესაძლოა, სატურნს კომეტა ვარსკვლავთაშორისი სივრცისკენ გაეტყორცნა შესაძლოა, სატურნს კომეტა ვარსკვლავთაშორისი სივრცისკენ გაეტყორცნა
-
-
-
გადახედვათინა ბოკუჩავა: სენატში ო'ბრაიანმა დაადასტურა, რომ აშშ გეგმავს ფინანსურ სანქციებს ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ თინა ბოკუჩავა: სენატში ო'ბრაიანმა დაადასტურა, რომ აშშ გეგმავს ფინანსურ სანქციებს ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ
-
გადახედვამოტოციკლებსა და მოპედებს, საავტობუსო ზოლში მოძრაობა, სავარაუდოდ, 1-ელი სექტემბრიდან შეეძლებათ მოტოციკლებსა და მოპედებს, საავტობუსო ზოლში მოძრაობა, სავარაუდოდ, 1-ელი სექტემბრიდან შეეძლებათ
-
გადახედვა"ახალი ნიღაბი, იგივე მისია" — რობერტ დაუნი უმცროსი მარველს უბრუნდება "ახალი ნიღაბი, იგივე მისია" — რობერტ დაუნი უმცროსი მარველს უბრუნდება
-
-
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: მე ვესწრებოდი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას... რეგიონი იყო უმაღლეს დონეზე წარმოდგენილი ირაკლი კობახიძე: მე ვესწრებოდი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას... რეგიონი იყო უმაღლეს დონეზე წარმოდგენილი
-
გადახედვადეზერტირების ბაზარში დასაქმებულებმა საავტომობილო მაგისტრალი გადაკეტეს, ისინი მეორე დღეა, მერთან შეხვედრას ითხოვენ დეზერტირების ბაზარში დასაქმებულებმა საავტომობილო მაგისტრალი გადაკეტეს, ისინი მეორე დღეა, მერთან შეხვედრას ითხოვენ
-
-
გადახედვასაიას ცნობით, ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო საიას ცნობით, ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო
-
გადახედვაინფოგრაფიკა: როგორ გაუარესდა პრესის თავისუფლების ინდექსი საქართველოში ინფოგრაფიკა: როგორ გაუარესდა პრესის თავისუფლების ინდექსი საქართველოში
-
გადახედვაჯიმ ო’ბრაიენი: გვინდა მკაფიოდ ვუთხრათ "ქართულ ოცნებას", რომ იქნება რეალური შედეგები ჯიმ ო’ბრაიენი: გვინდა მკაფიოდ ვუთხრათ "ქართულ ოცნებას", რომ იქნება რეალური შედეგები
-
გადახედვაკობახიძე "მეგობარ აქტზე": ეს არის არა მეგობარი აქტი, არამედ დაუძინებელი მეგობარი აქტი, რადგან ის პირდაპირი ფორმით შეიცავს შანტაჟს კობახიძე "მეგობარ აქტზე": ეს არის არა მეგობარი აქტი, არამედ დაუძინებელი მეგობარი აქტი, რადგან ის პირდაპირი ფორმით შეიცავს შანტაჟს
კომენტარები