"საიდუმლო სერობის" პაროდიად მიჩნეული სცენის გამო ოლიმპიადის ორგანიზატორებმა მოიბოდიშეს
ფოტო: IOC
26 ივლისს პარიზის ოლიმპიური თამაშები გაიხსნა. მასშტაბურ ღონისძიებას, რომელიც თითქმის ოთხ საათს გაგრძელდა, მსოფლიოში დიდი განხილვა და არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. გახსნის ცერემონიის ერთ-ერთი სცენა, რომელშიც დრეგ ქვინები მონაწილეობდნენ, მაყურებელთა ნაწილმა გააკრიტიკა, რადგან ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ფრესკის, საიდუმლო სერობის, პაროდიად მიიჩნიეს. კრიტიკა, განსაკუთრებით რელიგიური ჯგუფების მხრიდან, იმდენად დიდი იყო, ოლიმპიადის გახსნის ორგანიზატორებს ბოდიშის მოხდა და იმის ახსნა მოუწიათ, რომ სცენა და ვინჩის ნამუშევარს არ უკავშირდებოდა.
"რასაკვირველია, მიზანი არ ყოფილა რომელიმე რელიგიური ჯგუფისადმი უპატივცემულობის გამოხატვა", — განაცხადა პარიზი 2024-ის პრესსპიკერმა ან დეკამ, — "პირიქით, ტომა ჟოლისთან ერთად, შევეცადეთ, ერთიანობა და ტოლერანტობა გვეზეიმა. შედეგების ნახვის შემდეგ, გვჯერა, რომ მიზანს მივაღწიეთ. თუკი ხალხმა თავის შეურაცხყოფილად იგრძნო, რა თქმა უნდა, ძალიან, ძალიან ვწუხვართ".
ტომა ჟოლი გახსნის ცერემონიის შემოქმედებითი ხელმძღვანელი იყო. ჟოლის თქმით, მისი ინსპირაცია არა და ვინჩის ფრესკა, არამედ ძველბერძნული ღმერთის, დიონისეს, სახე იყო, მიზანი კი — მრავალფეროვნების აღნიშვნა და პატივის მიგება ფრანგული გასტრონომიისადმი.
"სუფრაზე დიონისე იმიტომ ჩნდება, რომ იგი მოლხენის ძველბერძნული ღვთაებაა, ამ სცენას კი სწორედ ნადიმობა ერქვა", — ხსნის ჟოლი, — "იდეის არსი იყო, მოგვეწყო ოლიმპოს მთის ღმერთთან დაკავშირებული დიდი, წარმართული წვეულება. ჩემში ან ჩემს ნამუშევრებში ვერასდროს იპოვით ვინმეს დაცინვის სურვილს".
ოლიმპიადის ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელში ასევე ახსნა, რომ ეს სცენა ძველბერძნული ღვთაების ინტერპრეტაცია გახლდათ, რომელიც "ადამიანებს შორის ძალადობის აბსურდულობაზე გვაფიქრებს".
თუმცა, ეს სცენა მაყურებელთა ნაწილმა აშკარად სხვაგვარად გაიგო. საფრანგეთის კათოლიკე ეკლესიამ, მაგალითად, განაცხადა, რომ ღონისძიება "ქრისტიანობის გამასხარავების და დაცინვის სცენებს" მოიცავდა. მსგავსი შეფასება გააჟღერა ოკუპანტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ. ეგვიპტის ანგლიკანურმა ეკლესიამ კი წუხილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ "საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გამორჩეულ სპორტულ იდენტობას" კარგავდა.
მწვავე კრიტიკით გამოეხმაურა გახსნის ცერემონიას ფრანგი მემარჯვენე პოლიტიკოსი მარიონ მარეშალიც:
"მივმართავ მსოფლიოში მცხოვრებ ყველა ქრისტიანს, რომელმაც პარიზი 2024-ის გახსნის ცერემონიას უყურა და დრეგ ქვინების მიერ საიდუმლო სერობის პაროდირებით თავი შეურაცხყოფილად იგრძნო: იცოდეთ, რომ ეს საფრანგეთი არ არის, ეს არის მემარცხენე უმცირესობა, რომელიც ნებისმიერი პროვოკაციისთვისაა მზად".
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, საფრანგეთის საელჩოს წინ, საპროტესტო აქციაც მოეწყო. აქციის მონაწილეები იყვნენ ტრეფიკინგსა და გაუპატიურებაში ბრალდებული ენდრიუ ტეიტი და მისი ძმა, ტრისტანი. მათ ოლიმპიადის მონაწილე სპორტსმენებს ბოიკოტისკენ მოუწოდეს.
კრიტიკასთან ერთად, წლევანდელი ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამ ქებაც დაიმსახურა. ასე განხილვადი სუფრის სცენა კი, ზოგმა ხელოვნების სხვა ნიმუშებს, მაგალითად, იოჰან როტენჰამერის ღმერთების ნადიმს დაუკავშირა.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
კომენტარები