Ads მენეჯერის ერთი წელი — როგორ განვითარდა საქართველოს ბანკის შეთავაზებების პლატფორმა
ფოტო: საქართველოს ბანკი
ერთი წლის წინ საქართველოს ბანკმა ბიზნესს შეთავაზებების ახალი, რეგიონში უპრეცედენტო პლატფორმა — Ads მენეჯერი წარუდგინა. პლატფორმა ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, ფასდაკლების, ქეშბექის ან ქულების შეთავაზებები საქართველოს ბანკის იმ ციფრულ არხებში გაუშვას, რომლებსაც უკვე 1 500 000-მდე მომხმარებელი იყენებს. ესენია: მობილბანკი, sCoolApp და Offers.bog.ge. ამ დროის განმავლობაში პლატფორმას არაერთი ფუნქციონალი და ინსტრუმენტი დაემატა, რამაც შეთავაზების შექმნისა და გამოქვეყნების პროცესი მნიშვნელოვნად გაამარტივა.
საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების owner-ი, თორნიკე სამადაშვილი გვიამბობს, თუ როგორ განვითარდა Ads მენეჯერი დღემდე და როგორ ეხმარება იგი ბიზნესებს გაყიდვების ზრდასა და ახალი მომხმარებლების შეძენაში.
“პირველ რიგში, კარგად ვხვდებით, რომ საქართველოს და არამარტო საქართველოს ბაზარზე ტექნოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ლოიალობის პროგრამა დავნერგეთ. ახლა კი ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად მოსახერხებელი იყოს პლატფორმა და სწორედ ამიტომ მუდმივ რეჟიმში ვანახლებთ მას. მაგალითად, ახლახან Ads მენეჯერს ახალი ინსტრუმენტები დაემატა, მათ შორისაა მიზანზე ორიენტირებული კამპანია (ე.წ. presets), მიმდინარე ან დასრულებული შეთავაზებების ანალიტიკა, განახლებული Dashboard და ტურის ფუნქციონალი. ეს ცვლილებები რეალურად უმარტივებს მომხარებლებს Ads მენეჯერში ნავიგაციას. ასევე ჩვენ ბიზნესს ვთავაზობთ ჩვენ ისტორიულ დატაზე წვდომას რომელიც შეთავაზების დაგეგმვის პროცესში გამოიხატება სხვადასხვა ტიპის შეთავაზებებით“, — ამბობს თორნიკე სამადაშვილი.
თორნიკე სამადაშვილი განმარტავს, რომ პლატფორმის ყველა განახლება მომხმარებლის მიერ გაჟღერებული სურვილებიდან გამომდინარეობს.
“რეალურად, განვითარების ღერძი, რომელზეც Ads მენეჯერი დგას, სწორედ მომხმარებლისგან ნაკარნახევი სასარგებლო მიგნებებია“.
შედეგად კი პლატფორმამ ბიზნესებს რამდენიმე მიზნის მიღწევის შესაძლებლობა მისცა, მათ შორისაა ახალი მომხმარებლების მოზიდვა, საშუალო შემოსავლის, გაყიდვების რაოდენობის, არსებული მომხმარებლების ლოიალურობის ზრდა და ა.შ. რაც მთავარია, ამ ყველაფერს ბიზნესი მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით ახერხებს.
“მარკეტერებმა და ბიზნესის მფლობელებმა კარგად იციან, რომ ყველანაირი შეთავაზების საფუძველი მისი ანალიტიკაა, საიდანაც შევძლებთ, რეალურად დავინახოთ ჩვენი შრომის შედეგი და შევადაროთ კამპანიის პერიოდი არააქტიურ პერიოდს. Ads მენეჯერის ანალიტიკა მრავალფეროვან ინფორმაციას აერთიანებს, მათ შორისაა როგორც მომხმარებლის დემოგრაფიული მონაცემები, ისე გადახდებთან დაკავშირებული ანალიტიკა, რაც შეთავაზების ოპტიმიზაციის შესაძლებლობას იძლევა“.
თორნიკე ამბობს, რომ Ads მენეჯერის განვითარების პროცესში გადახდების მიმღები არაერთი ბიზნესისგან მიიღეს უკუკავშირი, რაც ხშირად „ობიექტურად კრიტიკული იყო და გუნდს პროდუქტის გაუმჯობესების პროცესში დამატებით ძალას აძლევდა“.
თორნიკე სამადაშვილი ასევე ხსნის, თუ რა პროცესი დგას Ads მენეჯერის უკან.
„როგორც იცით, Ads მენეჯერში შექმნილი შეთავაზებები საქართველოს ბანკის ციფრულ არხებში ჩნდება. მათ შორისაა, საქართველოში ყველაზე დიდი აპლიკაცია - BOGAPP. ამ ყველაფრის უკან დგას ალგორითმი, რომელიც, ბიზნესის სეგმენტის მიხედვით, შეთავაზებას წარუდგენს სწორედ იმ სამიზნე აუდიტორიას, რომელსაც სხვა მსგავს ბიზნესებში გადახდები უფიქსირდება. თუკი მსოფლიოში ცნობილი სხვა სარეკლამო პლატფორმები მომხმარებლების ინტერესს მათი ციფრული კვალის მიხედვით ადგენენ, ჩვენ შემთხვევაში, ინტერესის ინდიკატორი განხორციელებული გადახდებია. ეს კი ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, ზუსტი სამიზნე აუდიტორია აღმოაჩინოს“.
თორნიკე სამადაშვილი ამბობს, რომ ახლა Ads მენეჯერის მომავალი ნათელია. პლატფორმა მალე კიდევ უფრო გაფართოვდება და ახალ ფუნქციონალებს შეიძენს. საქართველოს ბანკი კი განაგრძობს ბიზნესების საჭიროებების კვლევას და მათთვის ყველაზე ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას.
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით და შექმენით სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული შეთავაზებები მარტივად ამ ბმულიდან.
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება
გადახედვა
-
გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა
გადახედვა
-
ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა
გადახედვა
-
ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის
გადახედვა
-
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
გადახედვა
-
საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა
გადახედვა
-
ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი! ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი!
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
-
ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო" ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო"
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ
გადახედვა
-
განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე
გადახედვა
-
Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა
გადახედვა
-
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
-
ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა
გადახედვა
-
Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია
გადახედვა
-
ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა
კომენტარები