შინაურ ცხოველთა რეგისტრაცია სავალდებულო ხდება — რა წერია შინაურ ბინადარ ცხოველთა კანონპროექტში
ფოტო: Shpock
შინაურ ბინადარ ცხოველთა სამართლებრივი სტატუსი, მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი სტანდარტები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გადაადგილება და ტრანსპორტირება, პატრონთა ვალდებულებები, ცხოველთა სასტიკი მოპყრობისაგან დაცვა, მოკვდინებისა და კომერციული მოშენების პირობები კანონის დონეზე დარეგულირდება.
შინაურ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებების მიზანია:
- შინაური ბინადარი ცხოველების კეთილდღეობის უზრუნველყოფა და მათი დაცვა;
- ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველების თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო გარემოს შექმნა;
- შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვა.
ცვლილებები არ გავრცელდება შინაურ ფერმერულ და გარეულ ცხოველებზე.
შინაურ ცხოველთა კეთილდღეობის ხელშეწყობა
კანონპროექტის მიხედვით, დაუშვებელია შინაური ბინადარი ცხოველის მიტოვება ან მოკვლა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შინაური ბინადარი ცხოველის გამოყენების ნებისმიერი ფორმა და გამრავლების ნებისმიერი სახე უნდა პასუხობდეს სახეობისთვის დამახასიათებელ ფიზიოლოგიურ და ქცევით ნორმებს.
კანონის დონეზე მოწესრიგდება ცხოველისთვის აუცილებელი საჭიროებები მათ შორის სათანადო კვება, უსაფრთხო გარემო, გასეირნება და ფიზიკური აქტივობით დატვირთვა, დროული ვეტერინარული მომსახურება, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, საწვრთნელი საშუალებების ხელმისაწვდომობა.
შინაური ცხოველების მეპატრონის ვალდებულებები
კანონპროექტის მიხედვით, მეპატრონე ვალდებულები იქნება მოუაროს მის საკუთრებაში არსებულ შინაურ ცხოველს ან გაასხვისოს. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეეძლება თავისუფლად გაუშვას გასასეირნებლად შინაური ბინადარი ცხოველები თავის ნაკვეთში, თუ ტერიტორია უსაფრთხოდ იქნება შემოსაზღვრული, შესასვლელთან ექნება გამაფრთხილებელი წარწერა.
კანონპროექტით, დაუშვებელია შინაური ბინადარი ცხოველის მუდმივად დაბმა, მოკლე საბმელის ხანგრძლივად გამოყენება ან ხანგრძლივად დახურულ სივრცეში ყოლა. დაუშვებელია შინაური ბინადარი ცხოველის გადაცემა ჯილდოს, პრიზის ან პრემიის სახით. დაუშვებელია შინაური ბინადარი ცხოველის საკვებად გამოყენება ან მისგან პრეპარატებისა და ქიმიური საშუალებების დამზადება.
ამავე კანონპროექტით, ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აეკრძალება საკუთრებაში, კონკრეტულ მისამართზე ან ერთი საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ტერიტორიაზე ერთდროულად 10-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა (გარდა ამ ცხოველთა ნაშიერისა, რომელთა ასაკი არ აღემატება 6 თვეს), თუ ეს მისამართი ან ტერიტორია არ აკმაყოფილებს ამ წესით ცხოველთა თავშესაფრისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს;
ასევე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლის ბინაში აიკრძალება 5-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა.
შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე ვალდებული იქნება აღმოფხვრას საკუთრებაში არსებული ცხოველის მიერ მეზობლებისთვის ან ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული სივრცისთვის მიყენებული ზიანი (სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, ხმაური).
შინაური ცხოველების გასეირნება
შინაური ბინადარი ცხოველის გასეირნება (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) დასაშვები იქნება საზოგადოებრივ ადგილებში მხოლოდ უსაფრთხოებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით, როგორიცაა ალიკაპი, საბმელი ან მოკლე საბმელი.
მეპატრონე ვალდებული იქნება დაასუფთავოს საზოგადოებრივი სივრცე ძაღლის მიერ დაბინძურების შემთხვევაში.
შინაური ცხოველების ტრანსპორტირება
კანონპროექტის მიხედვით, შინაური ცხოველების ტრანსპორტით გადაადგილება დასაშვებია, თუ დაცულია უსაფრთხოების ყველა ზომა, მაგალითად, საბმელი, ალიკაპი ან სპეციალური გადასაყვანი ყუთი.
შინაური ცხოველების ჯანმრთელობა
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, შინაური ცხოველის მეპატრონე ვალდებული იქნება ყოველწლიურად შეამოწმოს ცხოველი და ჩაუტაროს იმუნიზაცია.
ცხოველის მიერ ადამიანის დაკბენის ან დაკაწვრის შემთხვევაში მეპატრონე ვალდებული იქნება შეატყობინოს შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებას ან უფლებამოსილ ორგანოს და უზრუნველყოს ცხოველზე ვეტერინარული ზედამხედველობის დაწესება და წარუდგინოს უფლებამოსილ ორგანოს ვეტერინარული პასპორტი.
კანონპროექტით აიკრძალება ჩვენებებისა და სხვა არასამკურნალო მიზნით შინაური ბინადარი ცხოველებისათვის ქირურგიული ოპერაციების ჩატარება, კერძოდ:
- კუდის კუპირება;
- ყურების კუპირება;
- სმენის დაქვეითება;
- კბილებისა და ეშვების ამოღება;
- კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა;
- ხმის იოგების გადაჭრა.
შინაურ ცხოველთა დაცვა სასტიკი მოპყრობისგან
კანონპროექტით, შინაურ ბინადარ ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობად და წამებად შეიძლება ჩაითვალოს:
- შინაური ბინადარი ცხოველის ცემა გაწვრთნის მიზნით ან ისეთი ქმედება, რომლის შედეგადაც შინაურ ბინადარ ცხოველს აიძულებენ გასცდნენ ბუნებრივი შესაძლებლობების ზღვარს და რომელიც გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მენტალურ ტანჯვას, ფიზიკურ ტრავმას ან დასახიჩრებას;
- შინაურ ბინადარ ცხოველთა გაგდება და მიტოვება;
- შინაური ბინადარი ცხოველების გამოყენება სამიზნეებად;
- საჭიროების შემთხვევაში შინაური ბინადარი ცხოველისათვის ვეტერინარული დახმარების აღმოუჩენლობა;
- შინაურ ბინადარ ცხოველებზე ანესთეზიის და ანალგეზიის გარეშე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციები;
- ვეტერინარული პროცედურები, რომელთა მიზანია შინაური ბინადარი ცხოველის გარეგნობის ან ფიზიოლოგიური ფუნქციების შეცვლა;
- შინაური ბინადარი ცხოველის წვრთნის პროცესში მისი აგრესიისკენ მოწოდება და წახალისება მისივე სახეობის, თუ სხვა ცხოველის ან ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საწინააღმდეგოდ, გარდა სამსახურებრივი წვრთნის შემთხვევებისა;
- შინაური ბინადარი ცხოველების ყოლა ისეთ პირობებში, რომლებიც არ შეესაბამება მათს სახეობას, ასაკს, ფიზიოლოგიურ და ბუნებრივ ქცევას;
- შინაური ბინადარი ცხოველების გამოყენება რეკლამებში, კინოგადაღებებში, ფოტოგრაფიაში, გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებში, სადაც შინაურ ბინადარ ცხოველებს ადგება ტკივილი, შიში, სტრესი, ტანჯვა;
- ზოოფილური აქტები შინაურ ბინადარ ცხოველებთან;
- შინაური ბინადარი ცხოველების გამოყენება სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტებისათვის და ლაბორატორიული ცდების ჩატარება მათზე, გარდა "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა;
- სხვა ქმედებები, რომლებიც იწვევს შინაური ბინადარი ცხოველის ტანჯვას.
კანონპროექტის მიხედვით, ცხოველის მოკვდინებისას აუცილებელია ჰუმანური მეთოდების გამოყენება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ვეტერინარისა და კინოლოგის სავალდებულო მონაწილეობით დადგინდება შინაური ბინადარი ცხოველის განუკურნებელი და საშიში დაავადებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯანმრთელი ცხოველის მოკვდინება ჩაითვლება მისთვის სიცოცხლის განზრახ მოსპობად.
უპატრონო შინაური ცხოველების დაჭერა
კანონპროექტი ითვალისწინებს შინაურ ბინადარ ცხოველთა თავშესაფრებში მოთავსების შესაძლებლობას და ადგენს თავშესაფრებში საჭირო პირობების აუცილებლობას. კერძოდ, დარეგულირდება უმეთვალყურეო, უსახლკარო და მაწანწალა შინაური ბინადარი ცხოველების დაჭერისათვის აუცილებელი წინაპირობები და საჭიროების შემთხვევაში, მათი თავშესაფრებში განთავსების შესაძლებლობა შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით.
შინაურ ცხოველთა რეგისტრაცია
კანონპროექტის მიხედვით, შინაური ცხოველების პირველადი რეგისტრაცია, იდენტიფიკაცია, ყოველწლიური საკონტროლო რეგისტრაცია და დროებითი რეგისტრაცია სავალდებულო იქნება.
შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე ვალდებული იქნება ცხოველის რეგისტრაციის მომენტისთვის, ან რეგისტრაციის მომენტიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაცია სპეციალური სხვადასხვა უსაფრთხო საშუალებებით, მათ შორის მიკროჩიპი, სვირინგი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპეციალური საჭდი, საყელური და სხვა.
ასევე სიახლე ის, რომ შეიქმნება შინაური ბინადარი ცხოველების ერთიანი რეესტრი. რეესტრის შექმნის მიზანია შინაური ცხოველების რაოდენობის დადგენა, გადამდები-ვირუსული დაავადებების გავრცელების პრევენცია, ცხოველთა მიტოვების პრევენცია.
ცხოველთა ორთაბრძოლების აკრძალვა
კანონპროექტით, დაუშვებელია ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება და პროპაგანდა.
აკრძალულია თუ პირი:
- ცდილობს მოაწყოს ან აწყობს ცხოველთა ორთაბრძოლებს;
- შეგნებულად იღებს ფულს ცხოველთა ორთაბრძოლაზე დაშვების მიზნით;
- ავრცელებს ინფორმაციას ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვის შესახებ;
- საკუთარი ან სხვისი ცხოველით მონაწილეობს ცხოველთა ორთაბრძოლებში;
- წვრთნის და ამზადებს ცხოველებს ორთაბრძოლაში მონაწილეობისათვის;
- იყენებს ან სხვას რთავს ნებას თავის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული შენობა- ნაგებობა გამოიყენოს ორთაბრძოლების მოსაწყობად;
- შეგნებულად იღებს და ავრცელებს ცხოველთა ორთაბრძოლის ვიდეო და ფოტო გამოსახულებებს ან ინახავს მათ, შემდგომში მათი გავრცელების მიზნით.
პირის პასუხისმგებლობას შინაურ ბინადარ ცხოველთა დაცვისა და კეთილდეობისათვის ამ კანონით დადგენილი წესების დარღვევისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსი.
პასუხისმგებლობა
ადმინისტრაციული კოდექსით, შინაური ცხოველის ყოლის წესებისა და არაკეთილსაიმედო გარემოს წესების დარღვევის შემთხვევაში 50 ლარით დაჯარიმდებით.
პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება შემდეგი დარღვევებისთვის:
- შინაური ბინადარი ცხოველის ტრანსპორტირების წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;
- შინაურ ბინადარ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისათვის აუცილებელი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით;
- შინაური ბინადარი ცხოველის მოკვდინებისათვის დასაშვები წესების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით;
- შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის/მფლობელის მიერ შინაური ბინადარი ცხოველის განზრახ მიტოვება გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;
- სანახაობებში, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში შინაურ ბინადარ ცხოველთა გამოყენებისას, ორგანიზატორთა მხრიდან მათი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;
- კონკრეტულ მისამართზე ან ერთი საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე/ტერიტორიაზე ერთდროულად 10-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლის შემთხვევაში, ასევე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში 5-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;
- უსაფრთხოების ზომების მიღების გარეშე, შინაური ბინადარი ცხოველების მონაწილეობით, მასობრივი ღონისძიებების ჩატარება საბავშვო მოედნებზე, სკოლამდელ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით;
- ისეთი გამოფენების, დემონსტრაციების, რეკლამების, გასართობი შოუებისა და, კონკურსების მოწყობა, აგრეთვე ფილმების გადაღება შინაურ ბინადარ ცხოველთა მონაწილეობით, რომლებიც შეიცავს ძალადობის ელემენტებს გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
- გარეული ცხოველების შეჯვარება შინაურ ბინადარ ცხოველებთან გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით;
- გენეტიკური სნეულებების, თანდაყოლილი ხარვეზებისა და პათოლოგიების მქონე გენეტიკურად არასრულფასოვანი შინაური ბინადარი ცხოველების გამრავლება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
პროექტით, სისხლის სამართლის კანონმდებლობით დაისჯება შემდეგი ქმედებები:
- შინაური ბინადარი ცხოველის გამოყენება სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის და ლაბორატორიული ცდების ჩატარება მათზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ან ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, ვეტერინარის დანიშნულების გარეშე დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე;
- შინაური ბინადარი ცხოველის გაუმართლებელი მოკვლა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ორ წლამდე;
- ცხოველთა გაწვრთნა ორთაბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად, ასევე ცხოველთა ორთაბრძოლის ვიდეო და ფოტო გამოსახულებების გადაღება და გავრცელება ან მათი შენახვა, შემდგომში მათი გავრცელების მიზნით, - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე;
- პირის მიერ ცხოველთა ორთაბრძოლაზე დაშვების მიზნით ფულის აღება, ასევე, პირის მიერ თავის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის გამოყენება ორთაბრძოლების მოსაწყობად ან სხვისთვის ასეთის ნების დართვა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე;
- ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება, პროპაგანდა, ასევე ინფორმაციის გავრცელება ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვის შესახებ ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე.
-
რატომ უკნავიან კატები უფრო ხშირად კაცებს, ვიდრე ქალებს — ახალი კვლევა რატომ უკნავიან კატები უფრო ხშირად კაცებს, ვიდრე ქალებს — ახალი კვლევა
გადახედვა
-
როგორ ამცირებს ვარჯიში სიმსივნის რისკს? — კვლევა როგორ ამცირებს ვარჯიში სიმსივნის რისკს? — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშების ფინალური ეტაპი დაიწყო — საპრიზო ფონდი 500 000 ლარია საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშების ფინალური ეტაპი დაიწყო — საპრიზო ფონდი 500 000 ლარია
-
მოისმინეთ: Bedford Falls-მა ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: Bedford Falls-მა ახალი სიმღერა გამოუშვა
-
სალომე უზურაბიშვილი: ეს წელი იყო სისტემური რეპრესიების, ადამიანის უფლებების დარღვევისა და შევიწროების, ძალადობის, დაჭერების, ადამიანის ღირსების შელახვის, უსამართლობისა სალომე უზურაბიშვილი: ეს წელი იყო სისტემური რეპრესიების, ადამიანის უფლებების დარღვევისა და შევიწროების, ძალადობის, დაჭერების, ადამიანის ღირსების შელახვის, უსამართლობისა
გადახედვა
-
ჩინეთის ძველ ქალაქში კაცებს მსხვერპლად სწირავდნენ — ორმოში ჩაყრილი თავის ქალების ანალიზი ჩინეთის ძველ ქალაქში კაცებს მსხვერპლად სწირავდნენ — ორმოში ჩაყრილი თავის ქალების ანალიზი
გადახედვა
-
ირალი კობახიძე: შიდა კონკურენცია არაფრის საშველი არ არის. მთავარი საშველი არის განათლების ხარისხის ამაღლებაა ირალი კობახიძე: შიდა კონკურენცია არაფრის საშველი არ არის. მთავარი საშველი არის განათლების ხარისხის ამაღლებაა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 3500-ზე მეტმა სტუდენტმა შემოიტანა — საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 3500-ზე მეტმა სტუდენტმა შემოიტანა — საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა — 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა — 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები
-
როგორ ვაქციოთ ჩვენი სურვილები რეალურ მიზნად? როგორ ვაქციოთ ჩვენი სურვილები რეალურ მიზნად?
-
თიბისის მხარდაჭერით გაიმართა ბიზნეს გამოფენა — ადამიანები ბიზნესის უკან თიბისის მხარდაჭერით გაიმართა ბიზნეს გამოფენა — ადამიანები ბიზნესის უკან
-
მოპარული ბავშვები — HBO საქართველოში გაყიდულ ბავშვებზე დოკუმენტურ ფილმს უშვებს მოპარული ბავშვები — HBO საქართველოში გაყიდულ ბავშვებზე დოკუმენტურ ფილმს უშვებს
გადახედვა
-
5 საუკეთესო მომენტი 50 Cent-ის დიდებული კვირიდან 5 საუკეთესო მომენტი 50 Cent-ის დიდებული კვირიდან
გადახედვა
-
ასტრონომებმა ყველაზე ადრეული ზეახალი ვარსკვლავი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ყველაზე ადრეული ზეახალი ვარსკვლავი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, ზესტაფონსა და ვანში არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, ზესტაფონსა და ვანში არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა
გადახედვა
-
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე 12 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე 12 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება
გადახედვა
-
პირველი ქართული საბავშვო ინტერაქციული სპექტაკლი ფინანსური განათლების შესახებ — პროექტის მხარდამჭერია ბაზისბანკი პირველი ქართული საბავშვო ინტერაქციული სპექტაკლი ფინანსური განათლების შესახებ — პროექტის მხარდამჭერია ბაზისბანკი
-
Spotlight-ის სპიკერები ცნობილია — ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი Spotlight-ის სპიკერები ცნობილია — ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი
-
თიბისის განათლების პროექტები: მიღწევები, რეგიონების მხარდაჭერა და გზა უკეთესი მომავლისკენ თიბისის განათლების პროექტები: მიღწევები, რეგიონების მხარდაჭერა და გზა უკეთესი მომავლისკენ
-
მეცნიერებმა ჩინეთში ახალი სახეობის მტაცებელი ცხოველი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩინეთში ახალი სახეობის მტაცებელი ცხოველი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
დაკარგული ფისო, რომელმაც 5 თვე კლდოვან მთებში გაატარა, საშობაოდ სახლში ბრუნდება დაკარგული ფისო, რომელმაც 5 თვე კლდოვან მთებში გაატარა, საშობაოდ სახლში ბრუნდება
გადახედვა
კომენტარები