ქალების სიღარიბე ხელისუფლების დღის წესრიგში არ დგას — ქალთა მოძრაობა
დღეს, პირველ მაისს ქალთა მოძრაობამ გაერთიანებულ პროფკავშირებისა და ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელთან ერთად ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და შრომითი უფლებების უთანასწორობაზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე ორგანიზაცია საფარის თავმჯდომარემ, ბაია პატარაიამ განაცხადა, რომ ქალისა და კაცის შემოსავლების უთანასწორობას ის განაპირობებს, რომ კაცებს მმართველ პოზიციებზე ნიშნავენ მაშინ, როცა ქალები დაბალ პოზიციებს იკავებენ. მისი თქმით, ქალების ეკონომიკური გააქტიურება ყველა სახელმწიფოს ინტერესია, რადგან ამ პროცესმა ყველა ქვეყანაში ეკონომიკის გაძლიერება გამოიწვია.
"არ აქვს მნიშვნელობა ქვეყანა მემარცხენეა, თუ მემარჯვენე ან რა ტიპის ეკონომიკური პოლიტიკა აქვს, ყველას ინტერესში შედის, რომ ქალი ეკონომიკურად იყოს აქტიური", — განაცხადა მან.
მისივე თქმით, ამისთვის საჭიროა სპეციალური პირობების შექმნა, მათ შორის ისეთი ინვესტიციების განხორციელება, რომელიც ქალს ეკონომიკურად გაააქტიურებს. მაგალითად მან მზრუნველობითი სერვისების გააქტიურება მოიყვანა, რაც მისი თქმით, ქალის აუნაზღაურებელ შრომას შეეხიდება.
შეხვედრაზე სახალხო დამცველის მოადგილემ, ეკატერინე სხილაძემ თქვა, რომ ქალთა ეკონომიკური უთანასწორობა ცალკე აღებული პრობლემა არ არის და ის კომპლექსურია. მისი თქმით, ამის მიზეზი ხშირად ქალთა ჩაგვრა ხდება, როცა მოძალადე ცდილობს ქალი მასზე ეკონომიკურად იყოს დამოკიდებული
"ეკონომიკური ძალადობა არის ძალადობის ის ფორმა, რომლის პრევენციაზე ყველა სახელმწიფო უწყებამ უფრო მეტი უნდა იმუშაოს. სამართალდამცავი უწყებების იმ პროგრესის მიუხედავად, რომელსაც ბოლო პერიოდში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების მიმართულებით ვხედავთ, ეკონომიკურ ძალადობაზე რეაგირების მაჩვენებელი კვლავ დაბალია", — განაცხადა მან.
ქალთა მზერის წარმომადგენელმა, გვანცა ხონელიძემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ დასაქმებაში სექსუალური უთანასწორობა არამხოლოდ ანაზღაურებასა და დამოკიდებულებაში, არამედ სახელდებაშიც გამოიხატება. მაგალითად მან მოიყვანა შეფისა და მზარეულის პოზიციები და განაცხადა, რომ ამ უკანასკნელს მხოლოდ ქალებზე ამბობენ. მისივე თქმით, იგივე სიტუაციაა მდივნის პოზიციაზე ძირითადად ქალს ახსენებენ, ხოლო დამხმარე კაცს მენეჯერის თანაშემწეს უწოდებენ.
შეხვედრაზე უცხოეთში არსებული პრაქტიკები განიხილეს და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობაში არის. მოგვიანებით ქალთა მოძრაობამ მანიფესტი გაავრცელა, რომელშიც ქალების ეკონომიკურ მდგომარეობაზეა საუბარი.
მანიფესტში აღნიშნულია, რომ საქართველოში:
- ქალი კაცზე ბევრად ღარიბია;
- კაცის მიერ გამომუშავებულ ყოველ ლარზე ქალს 64 თეთრს უხდიან;
- ქალები დასაქმებულები არიან ყველაზე დაბალანაზღაურებად სექტორებში;
- ყოველი მეხუთე ქალი ოჯახში დიასახლისად ქმრის მოთხოვნის გამო რჩება;
- დიასახლისი სახლში შრომობს საშუალოდ 45 საათს ანაზღაურების გარეშე;
- ქალის შრომა სახლში უხილავი და აუნაზღაურებელია;
- ძალადობის მსხვერპლ ქალებს წასასვლელი არსად აქვთ, უსახსრობისა და უბინაობის გამო ისინი ხშირად მოძალადესთან ბრუნდებიან;
- საფინანსო სექტორში კაცის საშუალო ხელფასი 2 360 ლარით აღემატება ამავე სექტორში ქალის საშუალო ხელფასს;
- ორგანიზაციების მმართველ რგოლში ქალები მხოლოდ 20%-ს შეადგენენ.
"დღეს საქართველოში ქალების სიღარიბე ხელისუფლების დღის წესრიგში არ დგას. ქვეყანაში არ არსებობს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხედვა და პოლიტიკა. არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავს 36% სახელფასო სხვაობის შემცირებას", — წერია მანიფესტში.
ქალთა მოძრაობა მოუწოდებს ხელისუფლებას შეიმუშაოს და გაატაროს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პოლიტიკა, მოიზიდოს ინვესტიციები და მზრუნველობითი სერვისები განავითაროს. გარდა ამისა, ისინი ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ შეიმუშაოს საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც უზრუნველყოფს თანაბარ ანაზღაურებას თანაბარი შრომისათვის, შრომის შესაფასებლად და შესადარებლად შეიმუშაოს მეთოდოლოგია. ამასთანავე, ისინი მოუწოდებენ კერძო სექტორს, რომ საკუთარ კორპორაციაში შეისწავლოს და აღმოფხვრას არათანაბარი ანაზღაურება სქესის ნიშნით.
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები