ვინ როგორ შეაფასა ამერიკული ბაზის აშენებაზე სალომე ზურაბიშვილის განცხადება
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის აშენება, შესაძლოა, პროვოკაციად იქნას აღქმული. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას "არ ჰგონია", საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდირებული იყოს.
ზურაბიშვილის ამ განცხადებას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. მმართველი გუნდის წევრი, გია ვოლსკი ფიქრობს, რომ ამერიკული ბაზის მშენებლობაზე სალომე ზურაბიშვილის შეხედულებები არანაირად არ უპირისპირდება საგარეო კურსის ძირითად მიმართულებას. მისივე თქმით, არის გარკვეული მოსაზრებები, რომელშიც პრეზიდენტს შეიძლება, თავისი კურსი ან ხედვა ჰქონდეს.
"სალომე ზურაბიშვილის განცხადებას არ გავშიფრავდი ისე, რომ რაიმე წინააღმდეგობა არსებობს ჩვენს საგარეო კურსსა და მის განცხადებებს შორის... მთლიანად, გლობალური მასშტაბით თუ ავიღებთ, შეხედულებებს თუ გავაანალიზებთ, რასაკვირველია, კურსი ერთია, ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და არც სალომე დგას ამ კურსიდან შორს, ერთი და ნახევარი ნაბიჯითაც კი", — ამბობს ვოლსკი.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება საჭირო არ იყო. მას ჰგონია, რომ ამ თემის განხილვა "კარგი არ არის".
"როგორც ვიცი, არანაირი მსჯელობა ან განხილვა ამ თემის არ მიმდინარეობს. ამერიკული ბაზების საკითხი დღის წესრიგი არ დგას და არ მგონია, რომ ამას დიდი დისკუსია უნდა მივუძღვნათ. თუმცა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ნებისმიერ სამხედრო თანამშროლობა ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია. ეს ქვეყანა ჩვენი მთავარი პარტნიორი და მხარდამჭერია", — თქვა ჩუგოშვილმა.
ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავა ფიქრობს, რომ საქართველოზე ომის დაწყების დაბრალებასთან ერთად, ეს "ივანიშვილის მიერ ხელდასმული პრეზიდენტის" ყველაზე სკანდალური განცხადებაა.
"ეს არის ერთ-ერთში პუტინის ნარატივის გამეორება, ეს არის რუსული პროპაგანდის ტირაჟირება... დღითიდღე ვრწმუნდები, რომ ეს ქალი იმპიჩმენტით დაასრულებს. თუმცა ახლა მნიშვნელოვნია, რომ იმპიჩმენტამდე მან ქვეყანას ასეთი განცხადებებით გამოუსწორებელი ზიანი არ მიაყენოს", — აღნიშნავს ბოკუჩავა.
ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ საქართველოში ამერიკული და ზოგადად, დასავლური სამხედრო ძალების არსებობა ქვეყნის უსაფრთხო მომავლის გარანტიაა. გარდა ამისა, ეს იქნება ვალდებულება, როცა ქვეყანა ნატოს წევრი გახდება. შესაბამისად, ბაქრაძე ამბობს, რომ ზურაბიშვილის განცხადება ნატოში საქართველოს მომავალ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.
"ეს არის ის განცხადება, რომელიც პირდაპირ ასხამს წყალს რუსეთის წისქვილზე, რომ საქართველო არ უნდა იყოს დასავლური უსაფრთხოების სისტემის წევრი, რომ საქართველოში არ უნდა იდგნენ მეგობარი სახელმწიფოს დამცველი შეიარაღებული ძალები და ეს ქვეყანა უნდა იყოს ოკუპანტი რუსის ჯარის ამარა", — ამბობს ბაქრაძე.
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
კომენტარები