ჯორჯ კლუნი Hulu-ს დრამაში მთავარ როლს ასრულებს. მისი ერთ-ერთი პარტნიორი კი ექიმი ჰაუსის როლის შემსრულებელი — ჰიუ ლორია.

სერიალის სიუჟეტი ჯოზეფ ჰელერის რომანის Catch-22 ეკრანიზაცია იქნება და ექვს ეპიზოდს გააერთიანებს.

სიუჟეტი იტალიაში, მეორე მსოფლიო ომის დროს მიმდინარეობს და ამერიკელი ჯარისკაცების მისიაზე მოგვითხრობს.

გარდა მთავარი როლის შემსრულებლისა, კლუნი ამ სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერიც არის.

სერიალის პრემიერა 17 მაისს შედგება.