რატომ ვერ მოხვდა ტარანტინოს ახალი ფილმი კანის საკონკურსო პროგრამაში
დღეს კანის 72-ე კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამა გამოქვეყნდა. ოქროს პალმის რტოს მოსაპოვებლად ერთმანეთს ცხრამეტი ფილმი შეეცილება. მათ შორის არის პედრო ალმოდოვარის, კენ ლოუჩის, ჟან პიერ და ლუკ დარდენების, ქსავიე დოლანის, ტერენს მალიკისა და ჯიმ ჯარმუშის ფილმები.
საკონკურსო პროგრამის მიღმა კი 2019 წლის რამდენიმე მნიშვნელოვან სურათს აჩვენებენ, მათ შორის დექსსტერ ფლეტჩერის Rocketman, კლოდ ლელუშის The Best Years of Life-ს (მთავარ როლებში ანუკ ემე და ჟან-ლუი ტრენტინიანი), ასიფ კაპადიას დოკუმენტურ ფილმს დიეგო მარადონაზე, ნიკოლას ბედოსის Belle Epoque-ს (მთავარ როლებში გიომ კანე და ფანი არდანი) და ასევე ნიკოლას ვინდინგ რეფნის სერიალს Too Old to Die Young.
მიუხედავად დიდი მოლოდინისა, ვერც საკონკურსო პროგრამაში და ვერც მის მიღმა ვერ მოხვდა კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმი ერთხელ ჰოლივუდში.
მოლოდინები მას შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა, რაც The Hollywood Reporter-ს წყარომ უთხრა, რომ ფესტივალის ორგანიზატორებმა რეჟისორთან შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და კროიზეტის ბულვარში დაგებულ წითელ ხალიჩაზეც სულმოუთმენლად ელიან.
სამწუხაროდ მოლოდინი არ გამართლდა და ტარანტინო კანს მიღმა დარჩა. როგორც ჩანს, ფილმს მართლაც ელოდნენ ფესტივალის ორგანიზატორები და როგორც პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ფილმი პროგრამაში ვერ მოხვდა არის ის, რომ რეჟისორმა სურათზე მუშაობა ვერ დაასრულა და არ იცის მოასწრებს თუ არა მაისამდე.
მიუხედავად ამისა, ფესტივალის დირექტორმა, ტიერი ფრემომ იმედი გამოთქვა, რომ ტარანტინო თავისი ახალი ფილმის მონტაჟს დაასრულებს და მისი პრემიერაც აუცილებლად კანში შედგება.
"ამ ეტაპზე ფილმი სამონტაჟოშია. იმედი მაქვს ტარანტინო ამ ფილმს დაასრულებს და მას კანში ვიხილავთ, რადგან ის ნაწილი, რაც ვნახე ფანტასტიკურია", - თქვა ტიერი ფრემომ.
კანის კინოფესტივალი 14 მაისს დაიწყება. წლევანდელ პოსტერზე ლეგენდარული რეჟისორი, ანიეს ვარდაა გამოსახული, რომელიც 29 მარტს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კანის კინოფესტივალის ჟიურის წელს მექსიკელი რეჟისორი, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ უხელმძღვანელებს.
რაც შეეხება სექცია განსაკუთრებულ ხედვას, აქ ჟიურის თავმჯდომარე ლიბანელი რეჟისორი, გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე მნისვნელოვანი კინომოვლენის Capernaum რეჟისორი, ნადინ ლაბაკია.
ამავე თემაზე:
კანი 2019 — უკვე ცნობილია, ვინ იბრძოლებს ფესტივალის მთავარი პრიზისთვის
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
კომენტარები