კანი 2019 — უკვე ცნობილია, ვინ იბრძოლებს ფესტივალის მთავარი პრიზისთვის
რამდენიმე წუთის წინ კანის კინოფესტივალის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ის ფილმები დაასახელეს, რომლის ნახვასაც კანში ჩასულ სტუმრებს ფესტივალის განმავლობაში შეეძლებათ.
მთავარი პრიზისთვის ერთმანეთს ცხრამეტი ფილმი შეეცილება.
კანის კინოფესტივალის წლევანდელ პოსტერზე ლეგენდარული რეჟისორი, ანიეს ვარდაა გამოსახული, რომელიც 29 მარტს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კანის კინოფესტივალის ჟიურის წელს მექსიკელი რეჟისორი, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ უხელმძღვანელებს.
რაც შეეხება სექცია განსაკუთრებულ ხედვას, აქ ჟიურის თავმჯდომარე ლიბანელი რეჟისორი, გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე მნისვნელოვანი კინომოვლენის Capernaum რეჟისორი, ნადინ ლაბაკია.
ცნობილია ისიც, რომ კინოფესტივალს რეჟისორ ჯიმ ჯარმუშის ზომბი აპოკალიფსზე გადაღებული ფილმი The Dead Don't Die გახსნის.
კინოსურათში მთავარ როლებს ბილ მიურეი, ტილდა სუინტონი, სელენა გომეზი, ადამ დრაივერი, სტივ ბუშემი და ტომ ვაითსი ასრულებენ.
კიდევ ერთი ფილმი, რომელიც დღის სინათლეს კანში იხილავს ელტონ ჯონის შესახებ გადაღებული ფილმი Rocketman იქნება. თუმცა, დექსტერ ფლეტჩერის ეს ფილმი მონაწილეობას არ მიიღებს საკონკურსო პროგრამაში.
რაც შეეხება საკონკურსო პროგრამას, ოქროს პალმის რტოსთვის ერთმანეთს შეეცილებიან:
Pain And Glory - პედრო ალმოდოვარი
მთავარ როლებში: პენელოპე კრუზი, ანტონიო ბანდერასი
Il traditore - მარკო ბელოკი
მთავარ როლში: მარია ფერნანდა კანდიდუ
The Wild Goose Lake - იან დიაო
მთავარ როლში: ფან ლიაო
Young Ahmed - ჟან პიერ და ლუკ დარდენები
მთავარ როლებში: ამ ეტაპზე უცნობია
Oh Mercy! - არნოლდ დესპლა
მთავარ როლში: ლეა სეიდუ
Atlantique - მატი დიოპი
მთავარ როლებში: ამ ეტაპზე უცნობია
Les Miserables - ლადი ლუ
მთავარ როლებში: ამ ეტაპზე უცნობია
Bacurau - კლებერ მენდოკა ფილიუ
მთავარ როლში: სონია ბრაგა
The Whistlers - კორნელიუ პორომბოუ
მთავარ როლებში: ამ ეტაპზე უცნობია
Portrait of a Lady on Fire - სელინ სჩიმა
მთავარ როლში: ვალერია ჯოლინო
It Must Be Heaven - ელია სულეიმანი
მთავარ როლში: ელია სულეიმანი
Sibyl - ჯასტინ ტრიეტი
მთავარ როლში: ვირჯინია ეფირა
Parasite - ჯონ ჰო ბონგი
მთავარ როლებში: კანგ ჰო სონგი, სუნ კინ ლი
Matthias & Maxime - ქსავიე დოლანი
მთავარ როლებში: ქსავიე დოლანი, ენ დორვალი
Little Joe - ჯესიკა ჰაუზნერი
მთავარ როლებში: ბენ უიშოუ, ლინდსი დანკანი
The Dead Don't Die - ჯიმ ჯარმუში
მთავარ როლებში: ტილდა სვინტონი, ბილ მიურეი, ადამ დრაივერი, სელენა გომეზი, სტივ ბუშემი
Sorry We Missed You - კენ ლოუჩი
მთავარ როლებში: კრის ჰიტჩენი, დები ჰანვუდი
Radegund - ტერენს მალიკი
მთავარ როლებში: ბრუნო განცი, უილრიხ მატესი
Frankie - ირა საჩსი
მთავარ როლებში: იზაბელ იუპერი, მარისა ტომეი
რაც შეეხება კონკურსგარე ჩვენებებს, Rocketman-ის გარდა კანში უჩვენებენ:
კლოდ ლელუშის The Best Years of Life-ს (მთავარ როლებში ანუკ ემე და ჟან-ლუი ტრენტინიანი), ასიფ კაპადიას დოკუმენტურ ფილმს დიეგო მარადონაზე, ნიკოლას ბედოსის Belle Epoque-ს (მთავარ როლებში გიომ კანე და ფანი არდანი) და ასევე ნიკოლას ვინდინგ რეფნის სერიალს Too Old to Die Young.
კანის კინოფესტივალი 14 მაისს დაიწყება.
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
-
ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს
გადახედვა
-
DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ? DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ?
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი? გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი?
გადახედვა
-
რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება
გადახედვა
-
მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს
გადახედვა
-
წელს, მთავრობა ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდება წელს, მთავრობა ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდება
გადახედვა
-
10 ფოტო, რომლებიც აჩვენებს, რამდენად საშიში იყო ქალობა გასულ საუკუნეში 10 ფოტო, რომლებიც აჩვენებს, რამდენად საშიში იყო ქალობა გასულ საუკუნეში
გადახედვა
-
სარჩელის მიხედვით, Meta თავისი "გარყვნილი სათვალისთვის" ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან ფოტოებს აგროვებს სარჩელის მიხედვით, Meta თავისი "გარყვნილი სათვალისთვის" ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან ფოტოებს აგროვებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ ვუწესებთ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ ვუწესებთ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად
გადახედვა
-
ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს — კობახიძე ლილუაშვილის განაჩენზე ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს — კობახიძე ლილუაშვილის განაჩენზე
გადახედვა
-
მთავრობა გეგმავს 2036 წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება 2,5-ჯერ გაზარდოს მთავრობა გეგმავს 2036 წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება 2,5-ჯერ გაზარდოს
გადახედვა
კომენტარები