ფოტოგრაფებმა უიშვიათესი "ქერა" ზებრა დააფიქსირეს
ტანზანიაში სერენგეტის ეროვნულ პარკში ფოტოგრაფი სერხიო პიტამიცი მიგრაციის პროცესში მყოფი ზებრების გადაღებას აპირებდა, როდესაც მან ცხოველების ჯგუფში უცნაური ინდივიდი შენიშნა.
"თავდაპირველად მეგონა, რომ ქვიშაში ამოგანგლულ ზებრას ვუყურებდი", - აცხადებს პიტამიცი.
თუმცა, როდესაც ზებრა მახლობლად არსებულ წყლის გუბეში შევიდა, მან შეამჩნია, რომ მას "ქვიშა" არ შორდებოდა.
ოქროსფერ ზებრას დიდი ალბათობით ნაწილობრივი ალბინიზმი ახასიათებს — მდგომარეობა, რომლებიც ზებრებში ძალიან იშვიათად გვხვდება.
ეს ბუნებაში ალბინოსი ზებრის აღბეჭდვის პირველი შემთხვევაა.
ამ დრომდე მეცნიერები დარწმუნებულნი არ იყვნენ, რომ ალბინოს ზებრებს ბუნებაში გადარჩენა შეეძლებოდათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მათ სიცოცხლისუნარიანობაზე გავლენას არ უნდა ახდენდეს. ზებრა ზოლებს არც კამუფლაჟისთვის იყენებს და არც ტემპერატურის შესანარჩუნებლად, ზოლების ფუნქცია დიდი ალბათობით ბუზების მოგერიებაა.
მეცნიერები მაინც შიშობდნენ, რომ თუ სხვა ზებრები მას არ მიიღებდნენ და გარიყავდნენ, მას შესაძლოა საფრთხე დამუქრებოდა. თუმცა ფოტოებში ჩანს, რომ ზებრა თავს ჯგუფში კარგად გრძნობს. აღნიშნულ ფოტოებზე დაყრდნობით მეცნიერები აცხადებენ, რომ ბუნებაში ალბინოსი ზებრები შესაძლოა იმაზე უფრო ხშირი იყოს, ვიდრე გვგონია.
კომენტარები