დედა ამბობს, რომ პოლიციაში დარეკვის გამო მოზარდს სკოლაში 2 თვე აბულინგებდნენ
ახალციხეში მეექვსეკლასელი ბიჭის დედის თქმით, კლასელებისგან და მასწავლებლისგან ბავშვზე ზეწოლა ორ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, შედეგად კი მოზარდს ფსიქიკური პრობლემები შეექმნა და სკოლაში სიარული შეწყვიტა. ადგილობრივი გამოცემა სამხრეთის კარიბჭე წერს, რომ დღეიდან, პირველი აპრილიდან სავარაუდო ბულინგის მსხვერპლი მოსწავლე ბიჭი სკოლას ფსიქოლოგების რჩევით დაუბრუნდა. სკოლაში დაბრუნებულ მოსწავლეს უკვე ახალი დამრიგებელი ჰყავს, რადგან ძველმა ინციდენტის შემდეგ პოსტი დატოვა.
მანამდე, მშობლის მიერ დადანაშაულებულ მასწავლებელს სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა დარღვევა დაუდგინა და სახდელიც დააკისრა. კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ მან კლასი დატოვა. ამის გამო კლასში ყველა, 14–ვე ბავშვის მშობელი 11 წლის ბიჭს დაუპირისპირდა. დედები ირწმუნებიან, რომ ბავშვი და ბებია ცრუობს, მოზარდი სკოლაში არავის დაუჩაგრავს და ყველაფერი მოგონილია. ამ მიზეზით მშობლებმა დამრიგებლის კლასიდან წასვლა მოითხოვეს და პროტესტის ნიშნად, 25 მარტს, ბავშვები სკოლაში არ გაუშვეს. მეორე დღეს კი დამრიგებელმა კლასი დატოვა.
განათლების სამინისტროს მანდატურის სამსახურმა დღეს, პირველ აპრილს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მოსწავლეს ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრში გაუწიეს დახმარება, ასევე გაესაუბრნენ კონფლიქტში ჩართულ ყველა რგოლს და შედეგად საგანმანათლებლო პროცესი სკოლაში აღდგა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 126¹-ე მუხლის ა ქვეპუნქტით, რაც ძალადობას გულისხმობს.
რა მოხდა ახალციხის სკოლაში
სამხრეთის კარიბჭის ცნობით, ყველაფერი 2 თვის წინ თანაკლასელთან შეკამათებით დაიწყო. ბიჭმა თანაკლასელს უთხრა, რომ თუ თავს არ დაანებებდა, პოლიციაში დარეკავდა და შეშინების მიზნით ტელეფონზე 911 აკრიფა. მოზარდი წლების განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდა და ამიტომ იცოდა, რომ უსაფრთხოებისთვის ამ ნომერზე უნდა დაერეკა. თანაკლასელმა ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა, თუმცა ზარი ამერიკის საელჩოში შევიდა. საელჩომ კი ის 112–ზე გადაამისამართა. პოლიციამ მეექვსე კლასელი ბიჭის ტელეფონზე მაშინვე გადმორეკა, თუმცა მოზარდმა უთხრა, რომ არაფერი ხდებოდა. ეს მოგვიანებით, სამართალდამცველებს მშობლებმაც დაუდასტურეს და ვითარება მალევე მოგვარდა.
ამავე დღეს, თითქმის იგივე პერიოდში, სკოლაში მერვე და მეცხრე კლასელებმაც იჩხუბეს. ამის შესახებ, პოლიციას მანდატურმა შეატყობინა და ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მოკვლევაც დაიწყეს.
მეორე დღეს, პირველ თებერვალს, მეექვსე კლასელ ბიჭს პირველ გაკვეთილზე დააგვიანდა. საგნის მასწავლებელი მას დერეფანში შეხვდა და როგორც 11 წლის ბიჭის ბებია ჰყვება, მან ბავშვს შეურაცხყოფა მიაყენა. ამავე მედიასაშუალებას ბავშვის ბებია უყვება, რომ მასწავლებლის მხრიდან ბავშვის შეურაცხყოფა გაკვეთილებზე ამის მერეც გაგრძელდა, ამ ყველაფერს კი მოგვიანებით მოზარდის მიმართ თანაკლასელების ბულინგიც მოჰყვა.
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები