ეროვნულმა კომისიამ NGO-ების მოთხოვნა GDS-ის დაჯარიმების თაობაზე არ დააკმაყოფილა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, NGO-ების მოთხოვნა ტელეკომპანია GDS-ის დაჯარიმების თაობაზე უარყო. საჩივრის მიზეზი სამაუწყებლო ბადეში განთავსებული გადაცემა შეხვედრები რეგიონულ მედიასთან გახდა, რომლის რესპოდენტი საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილია.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სამართლიანმა არჩევნებმა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოუწოდეს, შეესწავლა ტელეკომპანია GDS-ის ზემოაღნიშნული გადაცემათა ციკლი და ჩამოთვლილი გარემოებების დადასტურების შემთხვევაში მიენიჭებინა პოლიტიკური შემოწირულების სტატუსი. ასევე, დაეანგარიშებინა მომსახურების ღირებულება და დაედგინა, თუ რამდენად ჯდება იგი იურიდიული პირისგან კანონით დაშვებული შემოწირულების 120 000 ლარიან წლიურ ლიმიტში.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს, განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად არასამთავრობოების განცხადება მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 23–ე მუხლის მე–9 პუნქტის უგულებელყოფაზე არ დადასტურდა. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევას ადგილი არ აქვს.
"აღვნიშნავთ, რომ ხსენებული ნორმა განსაზღვრავს მაუწყებლის წინასაარჩევნო პერიოდში ქცევის წესს, რომლის დროსაც მაუწყებელი მაქსიმალურად უნდა ეცადოს მკაფიოდ გამიჯნოს მოქმედი სახელმწიფო მოხელის მიერ საჯარო/სახელმწიფოებრივი ფუნქციების შესრულება მისი კერძო პარტიული/წინასაარჩევნო საქმიანობისაგან. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ მაუწყებლის მიერ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 23–ე მუხლის მე–9 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევას ადგილი არ აქვს.
კომისია ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას. ამასთანავე, დაუშვებელია ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხების, ასევე მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან რომელიმე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება. შესაბამისად, მაუწყებელთა ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმების და პროფესიული სტანდარტების შესაძლო დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში."
არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაცემის ფორმატი ანონსიდანვე გულისხმობდა მმართველი პარტიის სასარგებლო აგიტაციას. ამასთან დაკავშირებით კომისიის განცხაება გვამცნობს, რომ მოქმედი კანონმდებლობით მაუწყებლის მიერ საკუთარი პროგრამის ანონსის სამაუწყებლო ბადეში განთავსება არ უნდა ჩაითვალოს რეკლამად, მათ შორის პოლიტიკურ წინასაარჩევნო რეკლამად. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაუწყებელი სარგებლობს სარედაქციო დამოუკიდებლობით, კონსტიტუციითა და მოქმედი კანონმდებლობით გარანტირებულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ხოლო ცენზურა აკრძალულია. მოქმედი სამართლებრივი ნორმებით მაუწყებლის საქმიანობის შინაარსობრივი რეგულაციების შეუსრულებლობა არ შეიძლება კომისიის, მეტიც, სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდეს.
"მოქმედი კანონმდებლობა მკაფიოდ განმარტავს, რომ მაუწყებლის მიერ საკუთარი პროგრამის ანონსის სამაუწყებლო ბადეში განთავსება არ უნდა ჩაითვალოს რეკლამად, მათ შორის პოლიტიკურ წინასაარჩევნო რეკლამად. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საერთო მაუწყებლების ბადე (განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ) გაჯერებულია იმგვარი ტიპის პროგრამების ანონსებით, რომლებშიც ნაჩვენებია როგორც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ნომრები, ისე საარჩევნო სიმბოლიკა."
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მოუწოდა ჯი-დი-ეს-ს გაითვალისწინოს კანონით დადგენილი პროპორციულობისა და ბალანსის დაცვის საკითხი და ყურადღება გაამახვილოვს მიუკერძოებელ გაშუქებაზე.
"ამავე დროს, კომისია ყურადღებას ამახვილებს სარედაქციო დამოუკიდებლობასა და ჟურნალისტის პროფესიულ თავისუფლებას, ზოგადად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და მეორე მხრივ - მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შეზღუდვებს შორის პროპორციულობისა და ბალანსის დაცვის აუცილებლობაზე და მიმართავს მაუწყებლებს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ სამართლიან, მიუკერძოებელ და დაბალანსებულ გაშუქებას, უზრუნველყონ საარჩევნო სუბიექტებთან დაკავშირებული (მათი ჩართულობით) მიმდინარე ამბების გადაცემისას/საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების განთავსებისას სამართლიანობის, მიუკერძოებლობის, ჯეროვანი სიზუსტისა და ბალანსის პრინციპების დაცვა, რაც შესაძლებელია უზრუნველყოფილი იყოს როგორც ერთი კონკრეტული გადაცემის ფორმატში, ისე მაუწყებლის ეთერში განთავსებული სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში."
-
რა არის საფონდო ბირჟა და როგორ მუშაობს ის რეალურად? რა არის საფონდო ბირჟა და როგორ მუშაობს ის რეალურად?
-
ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული დრონების გამო რუსეთის ცა დაიკეტება — პუტინის პასუხი ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული დრონების გამო რუსეთის ცა დაიკეტება — პუტინის პასუხი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: სრულიად ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიცოცხლე ახლა უკვე საფრთხეშია ირმა ინაშვილი: სრულიად ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიცოცხლე ახლა უკვე საფრთხეშია
გადახედვა
-
პროკურატურამ ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს მდინარეები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს მდინარეები)
გადახედვა
-
ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით? ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით?
გადახედვა
-
ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
-
მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს
გადახედვა
-
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ?
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
-
ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს
გადახედვა
-
დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
-
სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
-
12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას 12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას
-
"ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე "ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე
გადახედვა
კომენტარები