NGO-ები: შესასწავლია, ატარებს თუ არა ბიძინა ივანიშვილის გადაცემა სარეკლამო სტატუსს
არასამთავრობო ორგანიზაციები ტელეკომპანია GDS-ზე გასული გადაცემათა ციკლის შესახებ განცხადებას ავრცელებენ, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის გადაცემის ფორმატი ანონსიდანვე გულისხმობდა მმართველი პარტიის სასარგებლო აგიტაციას.
"ვიდეორგოლიდანვე ჩანს, რომ გადაცემების ციკლში ბიძინა ივანიშვილი სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრებს თუ რატომ არ ჰყავს ქართულ ოცნებას ალტერნატივა. ანონსის ვიდეოში დემონსტრირებულია ქართული ოცნების საარჩევნო ნომერი და სიმბოლიკა. გადაცემის ფორმატიდან და შინაარსიდან ცხადად იკვეთება, რომ გადაცემის მთავარი მიზანი მმართველი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციაა და თავისი არსით ფაქტობრივად არ განსხვავდება წინასაარჩევნო რეკლამისაგან".
NGO-ების თქმით, თუ გადაცემა ფორმალურადაც სარეკლამო სტატუსის მატარებელი იქნებოდა, მას უნდა დაეკმაყოფილებინა საარჩევნო კოდექსის 50-ე და 51-ე მუხლით განსაზღვრულ წინასაარჩევნო რეკლამის რეგულაციები, რომელთა მიხედვითაც, რეკლამა შეიძლება იყოს ფასიანი ან უფასო, უნდა გააჩნდეს განსაზღვრული ქრონომეტრაჟი, მითითებული უნდა ჰქონდეს ინფორმაცია დამკვეთის შესახებ:
"ვინაიდან გადაცემა ოფიციალური წინასაარჩევნო რეკლამის სტატუსით არ გადის, ეს ქმედება შესაძლოა წარმოადგენდეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებული იურიდიული პირისგან უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით მიღებული მომსახურებას, რაც იმავე ნორმის თანახმად შემოწირულებად ითვლება. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ თითოეული გადაცემა ტელეკომპანია GDS-ის მხრიდან ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს სასარგებლო განხორციელებულ შემოწირულებად უნდა ჩაითვალოს".
NGO-ების თქმით, ივანიშვილის გადაცემის სატელევიზიო ფორმატი წინასაარჩევნო პერიოდში უგულებელყოფს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებულ საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის რამდენიმე პრინციპს.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსი მოუწოდებს მაუწყებლებს საარჩევნო პერიოდში გამიჯნოს სახელმწიფოებრივი და პარტიული ფუნქციების შესრულება, რათა დაიცვას მიუკერძოებლობის, ობიექტურობის პრინციპები და უზრუნველყოს ბალანსი.
NGO-ები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ფორმატი ბალანსის დაცვას არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს შორის ფაქტობრივად გამორიცხავს, რადგან გადაცემების ციკლი მთლიანად მმართველ პოლიტიკურ გუნდთან ასოცირებულ პირთან ინტერვიუებს გულისხმობს. ასევე საყურადღებოა, რომ გადაცემებში ხშირად გამოითქმის სხვა პოლიტიკური სუბიექტების მიმართ კრიტიკული მოსაზრებები, თუ ბრალდებები, ხოლო მათზე რეაგირების ან პასუხის გაცემის საშუალებას იგივე ფორმატი სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს არ აძლევს.
არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოუწოდებენ, შეისწავლოს ტელეკომპანია GDS-ის ზემოაღნიშნული გადაცემათა ციკლი და ჩამოთვლილი გარემოებების დადასტურების შემთხვევაში ამ ქმედებებს მიანიჭოს პოლიტიკური შემოწირულების სტატუსი. ასევე, დაიანგარიშოს მომსახურების ღირებულება და დაადგინოს, თუ რამდენად ჯდება იგი იურიდიული პირისგან კანონით დაშვებული შემოწირულების 120 000 ლარიან წლიურ ლიმიტს.
არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე, მიმართავენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, შეისწავლოს, თუ რამდენად შეესაბამება ტელეკომპანია GDS-ის ქმედება წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობისა და „საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილ სტანდარტებს, ხოლო დარღვევის არსებობის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.
არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე მოუწოდებენ აღნიშნულ უწყებებს, დროულად შეისწავლონ განცხადებაში დასმული საკითხი და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ მიღებული ზომების შესახებ. ასევე, მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს აქტიურო მონიტორინგი აწარმოონ სხვა მედია საშუალებებზეც მსგავსი ტიპის დარღვევების დროულად გამოვლენისა და შესაბამისი ზომების მისაღებად.
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
კომენტარები