მეცნიერები: შესაძლოა, ბავშვის ჩასახვისთვის ქალის კვერცხუჯრედი საჭირო აღარ იყოს
მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ შესაძლოა ბავშვის ჩასახვისთვის ქალის კვერცხუჯრედი საჭირო აღარ იყოს. როგორც BBC წერს, ექსპერიმენტის დროს, მათ "მოატყუეს" სპერმატოზოიდი, თითქოსდა ნორმალურ კვერცხუჯრედს ანაყოფიერებდა.
Nature Communications-ის კვლევებმა დაადასტურეს, რომ შორეულ მომავალში, შესაძლოა ქალი საერთოდ აღარ იყოს საჭირო ბავშვის ჩასახვის პროცესში.
ბათის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ცდები გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედით დაიწყეს. მათ ქიმიური მინარევები გამოიყენეს, იმისათვის რომ იგი ფსევდო ემბრიონად გადაექციათ. აღმოჩნდა, რომ ყალბ ებრიონებს ჩვეულებრივ უჯრედებთან, როგორიცაა მაგალითად, კანის უჯრედები, ბევრი ჰქონდათ საერთო, ისინი იყოფოდნენ და თავიანთ დნმ-ს აკონტროლებდნენ.
მკვლევარებმა იფიქრეს, რომ თუკი თაგვის ყალბ ემბრიონში სპერმას შეიყვანდნენ, ახალი ჯანმრთელი სიცოცხლე წარმოიქმნებოდა. მათი აზრით, ერთ დღესაც, იგივე შედეგს ადამიანის შემთხვევაშიც მიაღწევენ ისე, რომ გამოიყენებენ უჯრედებს, რომლებსაც კვერცხუჯრედებთან კავშირი არ აქვთ.
თაგვზე ექსპერიმენტისას, ოთხიდან ერთი შანსი იყო, რომ ორსულობა წარმატებით დასრულებულიყო. ერთ-ერთმა მკვლევარმა ტონი პერიმ, BBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ექსპერიმენტის შედეგი თავდაყირა აყენებს ორასწლიან სწავლებებს.
მკვლევარები ჯერ კიდევ ცდილობენ განაყოფიერების მისტიკის ამოცნობას. კვერცხუჯრედის საჭიროების გაქრობას, საზოგადოებაზე უდიდესი ზეგავლენა ექნება. ექიმი პერი აღნიშნავს, რომ შორეულ მომავალში იმის შესაძლებლობა გაჩნდება, რომ ჩვეულებრივი უჯრედის სპერმასთან კომბინაციით ემბრიონი წარმოიქმნას:
"სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორ კაცს შეეძლება იყოლიოს ბავშვი, ერთ-ერთის უჯრედითა და მეორის სპერმით, ან კიდევ მხოლოდ ერთ კაცსაც შეეძლება იყოლიოს შვილი საკუთარი უჯრედითა და სპერმით".
ექიმი პერი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, ამგვარი სცენარები უფრო სპეკულაციურად და ფანტასტიკურად შეიძლება ჩაითვალოს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები