სააკაშვილის დროიდან დღემდე ოჯახური ბიზნესი გაქვს სასამართლოში დალაგებული — ბესელია მდინარაძეს
"მიშას [სააკაშვილის] დროიდან დღემდე ოჯახური ბიზნესი გაქვს სასამართლოში დალაგებული", — ასე მიმართა ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა, ეკა ბესელიამ მმართველი გუნდის დეპუტატს, მამუკა მდინარაძეს მას შემდეგ, რაც მან ბესელიას გადადგომაზე ისაუბრა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების კანონპროექტს განიხილავენ. სხდომაზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ეკა ბესელიას შეეძლო, კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა არ დაეტოვებინა, რასაც ბესელიას რეპლიკა მოჰყვა:
"ამ თემას თავი დაანებე, ამ თემას ნუ ეთამაშები, არ გაქვს ამის უფლება", — ამ რეპლიკას მამუკა მდინარაძის სიტყვები მოჰყვა, რომ ბესელიას თვითონ ამოძრავებს სუბიექტური ინტერესები, "რასაც დრო აჩვენებს".
"მიშას დროიდან დღემდე ოჯახური ბიზნესი გაქვს სასამართლოში დალაგებული... შენ როგორ ლაპარაკობ სუბიექტურ ინტერესებზე, იმ ადვოკატების ჯგუფში იყავი, ვინც სანდო ადვოკატებად მიიჩნეოდა", — თქვა ბესელიამ, რაზეც მდინარაძემ უპასუხა:
"რა მქონდა დალაგებული, პროკურატურაში ვერ შევდიოდი და რომ შევდიოდი, იქ მხვდებოდი ხოლმე და მე მქონდა დალაგებული, მე მელაპარაკები მაგას, სულ გადაირიეთ?"
ეკა ბესელია იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან 2018 წლის დეკემბრის ბოლოს გადადგა. როგორც მაშინ ბესელიამ განაცხადა, მისი გადადგომის საფუძველი უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები სია გახდა. ბესელიას პოზიციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ სიაში მყოფი მოსამართლეები ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმს უკავშირდებოდნენ და მათი არჩევა სასამართლო სისტემისა და ქართული ოცნების ღირებულებების ნგრევისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.
წასვლის მიზეზებზე საუბრისას ბესელიამ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მას მოსთხოვა მოსამართლეების სია პარლამენტში დარეგისტრირებიდან მეოთხე დღეს განეხილა და მხარი დაეჭირა. დეპუტატის თქმით, სწორედ ამ მიზეზით დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი და ამით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის დამტკიცებას შეუშალა ხელი.
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
კომენტარები