ფინანსური დავალიანების გამო გერმანიაში ოჯახს ძაღლი eBay-ზე გაუყიდეს
გერმანიის ქალაქ ალენში ფინანსური დავალიანების გამო ერთ-ერთი ოჯახის კუთვნილი ძაღლი ვალების ამომღებმა ორგანიზაციამ eBay-ზე გაყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ The New York Times ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც ადგილობრივ ოჯახს ქალაქის წინაშე დავალიანება დაუგროვდა, ვალის ამომღებმა ორგანიზაციამ იმ დროისთვის ოჯახში არსებული ყველაზე ფასეული აქტივის ამოღება გადაწყვიტა. შესაბამისად, ერთი წლის ფრანგული ბულდოგი სახელად ედა ქალაქის მერიამ eBay-ზე 750 ევროდ გაყიდა. შემოსული თანხით ქალაქის ბიუჯეტი შეავსო.
ადგილობრივი გაზეთის ცნობით, ოჯახს ვალი მას შემდეგ დაუგროვდა, რაც ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა სამსახურებრივი ტრავმა მიიღო და პარალიზებულია. ოჯახში სულ ხუთი წევრია, მათ შორის სამი არასრულწლოვანი. სხვა გადასახადებთან ერთად ბოლო პერიოდში ოჯახი შინაურ ცხოველზე გადასახადსაც ვერ იხდიდა. ძაღლის შემთხვევაში გადასახადი წელიწადში, დაახლოებით, 100 ევროა.
ძაღლი ონლაინპლატფორმაზე პოლიციის ოფიცერმა მიკაელა ჯორდანმა შეიძინა. ძაღლის ისტორიია სწორედ ჯორდანის დახმარებით გახდა ცნობილი. მას შემდეგ, რაც ჯორდანმა ძაღლის ამბავი ადგილობრივ ჟურნალისტების მოუყვა, 1 წლის ფრანგული ბულდოგის ამბავი მთელმა მსოფლიომ გაიგო.
ჯორდანი ქალაქის მერიას სასამართლოში უჩივის. ჯორდანის თქმით, მან აღმოაჩინა, რომ ძაღლი ავადმყოფობდა. მისი ცნობით, მხოლოდ პირველ კვირაში ვეტერინარების მომსახურებაში მან 800 ევრო გადაიხადა. ჯორდანი სასამართლოში აღნიშნული თანხის კომპენსაციას ითხოვს.
ამბავმა ადგილობრივი ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების უკმაყოფილება გამოიწვია. მას შემდეგ აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა თუ რამდენად კანონიერი იყო სახელმწიფოს ქმედებები. ქალაქის ვიცე-მერის განცხადებით, მერიის გადაწყვეტილება სრულად შეესაბამებოდა ადგილობრივ კანონმდებლობას. ქალაქის ოფიციალური პოზიციის მიუხედავად, მოსახლეობის პროტესტი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბოლო დღეებში განსაკუთრებით მზარდია.
"გერმანელების სიყვარული ცხოველების მიმართ საყოველთაოდ ცნობილია, ამ მიმართულებით ყოველწლიურად მილიონობით ევრო იხარჯება. აქედან გამომდინარე, ოჯახის კუთვნილი ძაღლის გაყიდვა გერმანელებისთვის იგივეა, რაც საკუთარი ოჯახის წევრის გაყიდვა, მაგალითად ბაბუის", — ამბობს ადგილობრივი ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარკ ტიშმანი.
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები