NGO-ები: ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებული გადაწყვეტილება გაუმჭვირვალეა
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ტფილისის ჰამქარი თბილისის ბოტანიკური ბაღის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და განმარტავენ, რომ ბაღის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის კორექტირების შესახებ გადაწყვეტილება გაუმჭვირვალედ და დაინტერესებული ჯგუფების მონაწილეობის გარეშე მიიღეს. მათი თქმით, გადაწყვეტილების ასეთი ფორმით მიღება საზოგადოების შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების პროცესში, მნიშვნელოვნად ამცირებს.
ორგანიზაციები ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რომ, ვინაიდან კულტურის სამინისტროს 2007 წლის ბრძანების საფუძველზე, აღნიშნულ ბაღს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭეს, ის არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მასზე ვრცელდება დაცვის ყველა ის მექანიზმი, რომელიც კანონით არის დადგენილი:
"მიუხედავად თბილისის მერიის განცხადებისა, რომ ბოტანიკური ბაღის საკადასტრო საზღვრების კორექტირება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არეალისგან დამოუკიდებლად განახორციელეს, თბილისის მერიას არ წარმოუდგენია შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბოტანიკური ბაღის საკუთრებაში არსებული ე.წ. დაკორექტირებული ტერიტორია არ განეკუთვნებოდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნაწილს. შესაბამისად, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ საზღვრების კორექტირება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალში განხორციელდა".
გარდა ამისა, საია და ტფილისის ჰამქარი განმარტავენ, რომ უცნობია, ბაღის საკუთრებაში არსებული ფართის კორექტირებასთან დაკავშირებით, ინფორმირებული იყო თუ არა კულტურის სამინისტრო და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. ამასთან, ორგანიზაციები ამბობენ, რომ აღნიშნული ორი ადმინისიტრაციული ორგანოს შესაძლო მონაწილეობის გარეშე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ ტოვებს აღნიშნული გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხს.
შპს ფინსერვისი XXI-ის 2016 წლის 12 აპრილის მიმართვის საფუძველზე თბილისის ბოტანიკური ბაღის საკადასტრო საზღვრების კორექტირება განახორციელეს, რომლის საფუძველზეც კომპანიამ და ბოტანიკურ ბაღმა ტერიტორიები გაცვალეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 26 აპრილს, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც განმარტეს, რომ ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ (იგულისხმება ფინსერვისი XXI) თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიიდან 4 ჰექტარი მიწა უკანონოდ მიითვისა.
მოგვიანებით ენმ-მ საპროტესტო აქციები თბილისის მერიასთანაც გამართა და გარდა ზემოაღნიშნულისა, კრწანისი-შინდისის გზის მშენებლობის შეჩერება და მის ტერიტორიაზე გამოცხადებული აუქციონიც გააპროტესტა. მათი თქმით, აუქციონი უკანანოა და მასში უპირობოდ ბიძინა ივანიშვილი გაიმარჯვებს.
ენმ-ს განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი არ შეწყდება, პარტია 3 მაისიდან მასშტაბური საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს.
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები