Burberry-მ ჰუდზე ჩამოკიდებული ყულფის გამო ბოდიში მოიხადა
ბრიტანულმა მოდის სახლმა ბარბერიმ ჰუდის გამო, რომელზეც ყულფი იყო ჩამოკიდებული, ბოდიში მოიხადა. ბრენდმა მოდელი შემოდგომა/ზამთრის 2019 წლის კოლექციიდანაც ამოიღო.
"ძალიან ვწუხვართ, რომ ჩვენმა პროდუქციამ ადამიანებში უსიამოვნება გამოიწვია. იმის მიუხედავად, რომ დიზაინი მეზღვაურების თემით იყო შთაგონებული, მოდელი არამგრძნობიარე იყო და ჩვენ შეცდომა დავუშვით", - თქვა ბრენდის აღმასრულებელმა დირექტორმა მარიო გობეტიმ CNN-თან.
დიზაინერმა რიკარდო ტიშიმ ასევე თქვა, რომ დიზაინის თვითმკვლელობასთან ასოციაცია ბრენდის მიზანი არ ყოფილა, თუმცა ბოდიში მანაც მოიხადა და დასძინა:
"ეს ბარბერის ღირებულებებს არ გამოხატავს და ჩვენ ის კოლექციიდან ამოვიღეთ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს აღარ განმეორდეს".
მოდის სახლი ინსტაგრამზე მოდელმა ლიზ კენედიმ გააკრიტიკა. ის ჩვენებაზე უნდა გამოსულიყო. მან თქვა, რომ დიზაინის საკამათო შინაარსზე თავისი მოსაზრება ჩვენებამდე გამოთქვა, თუმცა უთხრეს, რომ "წერილი დაეწერა" ან "წუხილი საკუთარ თავთან შეენახა". მან დასძინა, რომ კულისებში მყოფები დიზაინზე ხუმრობდნენ და ყულფი ჭერზეც ჩამოჰკიდეს.
კენედიმ სამოსის მოსარგები ოთახი დატოვა. მისი თქმით, სიტუაციამ წარსული გაახსენა, რომელშიც მისმა ოჯახის წევრმა თავი მოიკლა.
"სუიციდი მოდა არაა. ეს არც გლამურია, არც თანამედროვეობა და რადგან ეს ჩვენება ახალგაზრდებს და მათ თავისუფალ გამოხატვას ეძღვნება, ამ შანსს მეც გამოვიყენებ. არ მესმის, როგორ ვერ შენიშნა რიკარდო ტიშიმ ან ბარბერის ნებისმიერმა თანამშრომელმა, თუ რას გამოხატავდა ეს დიზაინი — კონკრეტულად კისერზე ჩამოკიდებული ყულფი. როგორ ჩათვალეთ, რომ ეს ნორმალური იყო? განსაკუთრებით მაშინ, როცა თვითმკვლელობის შემთხვევები მსოფლიოში ასეთი გავრცელებულია, ეს კოლექცია კი გოგოებსა და ახალგაზრდებს ეძღვნებათ", - დაწერა მან ინსტაგრამის ვრცელ პოსტში.
მოდელი დასძენს, რომ ჰუდზე თოკის საზღვაო სტილში ჩამოკიდება სხვანაირადაც შეიძლებოდა და მას ისეთი კვანძი არ ჰქონია, როგორსაც მეზღვაურები აკეთებენ:
"მრცხვენია, რომ ამ შოუს ნაწილი ვიყავი. ჩემი მიზანი დიზაინერის ან ბრენდის უპატივცემულობა არ ყოფილა, მაგრამ ვფიქრობ, რომ უნდა გამოვხატო, ის რაც მაღელვებს. ეს საკითხი კი ბევრად დიდია, ვიდრე მე ვარ. მოდა არ უნდა იყოს ბრმა და ეს არ უნდა გააკეთეოს პოპულარობისთვის".
როგორც ბარბერის დირექტორი ამბობს, მან მოდელს დაურეკა და ბოდიში პირადადაც მოუხადა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები