რა იგეგმება თბილისში LGBTQI პრაიდის ფარგლებში
თბილისში 18-დან 23 ივნისის ჩათვლით LGBTQI პრაიდი დაიგეგმა. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიება გაიმართება.
On.ge პრაიდის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ნინო ბოლქვაძეს ესაუბრა, რომელმაც თქვა, რომ ამ ეტაპზე სამი ღონისძიებაა დაგეგმილი. ის ამბობს, რომ სამივე ღონისძიება მასშტაბურია და მას ათასობით ადამიანი დაესწრება.
დაგეგმილი ღონისძიებები
საერთაშორისო კონფერენცია
ნინო ბოლქვაძის ინფორმაციით, LGBTQI კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, სახალხო დამცველის აპარატის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, უმცირესობებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და ლგბტ თემის წევრები დაესწრებიან. ბოლქვაძის ინფორმაციით, კონფერენციას ასევე დასწრებიან სხვადასხა ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლები.
როგორც ბოლქვაძე განმარტავს, ამ კონფერენციაზე თემის საჭიროებებზე ისაუბრებენ. განიხილავენ სახელმწიფოს პოლიტიკას, თუ რას აკეთებს მთავრობა იმისთვის, რომ საზოგადოება თემის მიმართ სოლიდარული და ტოლერანტული გახდეს. კონფერენცია შეეხება წარმატებებსაც, რომელსაც ქვეყანამ ამ მიმართულებით მიაღწია.
სოციალური სპექტაკლი
ბოლქვზე ამბობს, რომ კვირეულის ფარგლებში ფრანც კაფკას მოთხრობის, მეტამორფოზა მოტივებზე დაიდგმება სოციალური სპექტაკლი. ის განმარტავს, რომ მოთხრობა ადამიანის განსხვავებულ მდგომარეობაზეა, რომელიც მას სოციალურ კავშირში უშლის ხელს. მისი თქმით, ეს მოთხრობა ლგბტ თემს ეხმიანება და სწორედ ამიტომ შეირჩა.
ბოლქვაძის ინფორმაციით, სპექტაკლს 600 ადამიანი დაესწრება და დიდ თეატრალურ დარბაზში გაიმართება. მისივე თქმით, სპექტაკლის ბოლოს პანელდისკუსია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სპექტაკლის რეჟისორი, მსახიობები, სცენარისტი, ქორეოგრაფი და ასევე დარბაზში მყოფი ადამიანები, რომლებსაც კითხვის დასმის საშუალება ექნებათ.
ღირსების მარში
მისივე თქმით, LGBTQI კვირეული ღირსების მარშით დასრულდება. ბოლქვაძე განმარტავს, რომ მარშს საზეიმო ან კარნავალის სახე არ ექნება. მისი თქმით, მარშის მიზანი საზოგადოებისთვის იმის ჩვენება იქნება, რომ თემის წევრებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ამით აჩვენებენ საზოგადოებას, რომ მათაც აწუხებთ სიღარიბე, უმუშევრობა, გაზისა და დენის მაღალი ფასი, ოკუპაცია, თბილისში ჰაერის დაბინძურება, მოსახლეობის ემიგრაცია და ყველა ის თემა, რაც ზოგადად, საზოგადოებას აწუხებს. ბოლქვაძე ამბობს, რომ ამ მარშით კიდევ ერთხელ იტყვის თემი, რომ მათ მშვიდობიან, არაძალადობრივ გარემოში უნდათ ცხოვრება.
ბოლქვაძე On.ge-სთან ამბობს, რომ პრაიდი არავის საწინააღმდეგოდ არ არის მიმართული და თემი რომელიმე სხვა ჯგუფთან დაპირისპირებული მხარე არ არის. მისივე თქმით, კვირეული კონკრეტულ ორგანიზაციას არ ეკუთვნის.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები