პარტია ქართული ოცნების ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. ინფორმაცია პარტიის პრესსამსახურმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. მათივე განმარტებით, პოლიტსაბჭოზე მიმდინარე საკითხებს განიხილავენ. უცნობია, გაკეთდება თუ არა განცხადებები პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.