9 რჩევა, რომელიც მობილური ინტერნეტის დაზოგვაში დაგეხმარებათ
ალბათ უმეტესობა თქვენგანისთვის ნაცნობია ის უსიამოვნო შეგრძნება, როდესაც თქვენი სატელეფონო კომპანიიდან მეგაბაიტების თითქმის ამოწურვის შესახებ ტექსტურ შეტყობინებას იღებთ. მიუხედავად იმისა, თუ რა რაოდენობითა და სიხშირით ყიდულობთ მობილურ ინტერნეტს, თუ თქვენ ფრთხილად არ იქნებით, დიდი თანხების დახარჯვა და საჭირო მომენტში ინტერნეტის გარეშე დარჩენა რეალური საშიშროებაა.
ჩვენ გირჩევთ, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ მობილური ინტერნეტი ეკონომიურად, ეს რჩევები კი განსაკუთრებით სასარგებლო მოგზაურობისას იქნება.
1. შესაძლებლობის შემთხვევაში, გამოიყენეთ WiFi
თითქოს ეს ისედაც ცხადია, არა?
მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში, სახლსა და საყვარელ რესტორანში არსებული ვაი-ფაის პაროლები მობილურში დამახსოვრებელი გვქონდეს, ეს მრავალ უაზროდ დახარჯულ მეგაბაიტს აგვარიდებს თავიდან. ხოლო უცხო ადგილას მოხვედრისას კი ინტერნეტის პაროლის კითხვა მოსარიდებელი სულაც არ არის.
2. გაუთიშეთ აპლიკაციებს ფონურ რეჟიმში ინტერნეტზე წვდომა
მობილურში ჩაწერილ აპლიკაციებს ფონურ რეჟიმში ინტერნეტთან დაკავშირება და თქვენი მეგაბაიტების დახარჯვა შეუძლიათ. ახლა გასწავლით, თუ როგორ უნდა შეუზღუდოთ აპლიკაციებს ამის უნარი.
აიფონის შემთხვევაში ჯერ პარამეტრებს (Settings), შემდეგ კი ფონური მონაცემების განახლების (Background app refresh) განყოფილებას უნდა ეწვიოთ, სადაც აპლიკაციებს ამ უნარს სურვილისამებრ გაუთიშავთ.
ანდროიდის სისტემის მქონე სმარტფონებში თავდაპირველად პარამეტრებში (Settings) უნდა შეხვიდეთ, შემდეგ მონაცემთა გამოყენების (Data usage) კატეგორიაში, საბოლოოდ კი ჩამოთვლილი აპლიკაციებიდან სასურველი უნდა აირჩიოთ და ფონური მონაცემების შეზღუდვის პარამეტრი დაწკაპუნებით გააქტიუროთ.
იმ პროგრამებს, რომლებმაც ფონურ რეჟიმში თქვენი მეგაბაიტების დახარჯვა შეუძლია, ფეისბუქი, ინსტაგრამი, იუთუბი, სნეპჩეთი და სპოტიფაი მიეკუთვნება.
3. მუსიკა წინასწარ გაამზადეთ
თუ მუსიკის მოსასმენად სტრიმინგის აპლიკაციებს იყენებთ, გირჩევთ, რომ თქვენს სიმღერების სიას სინქრონიზება წინასწარ გაუკეთოთ, რათა მათი მოსმენა უინტერნეტოდ შეგეძლოთ. თუმცა, ზოგიერთ აპლიკაციაში აღნიშნული ფუნქციით სარგებლობისათვის შესაძლოა დამატებითი თანხის გადახდა მოგიწიოთ.
ამის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ, რომ სასურველი სიმღერები მობილურში უბრალოდ წინასწარ გადმოწეროთ და ზედმეტი თავის ტკივილი თავიდან აირიდოთ.
4. მობილური ინტერნეტის ლიმიტი
თქვენი დახარჯული მეგაბაიტების გადამოწმება და თქვენივე თავისთვის ლიმიტისა და გაფრთხილების დაწესება საკუთარ სმარტფონში მარტივად შეგიძლიათ.
თუ თქვენ ანდროიდის სისტემის სმარტფონი გაქვთ, ჯერ პარამეტრებში (Settings), შემდეგ კი მონაცემთა გამოყენებაში (Data usage) უნდა შეხვიდეთ, შემდეგ მობილური მონაცემები (Mobile data) უნდა გააქტიუროთ, საბოლოოდ კი მობილურ მონაცემთა ლიმიტის (Mobile data limit) ფუნქცია მონიშნოთ.
აიფონს ჯერჯერობით მსგავსი ფუნქცია iOS-ში ჩაშენებული არ აქვს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ გარეშე აპლიკაციები გამოიყენოთ.
5. გამოიყენეთ ინტერნეტის დაზოგვის რეჟიმი
ფოტო: Ting
ფოტო: Ting
თუ თქვენ სმარტფონში ბრაუზერად Chrome-ს იყენებთ, მისი საშუალებით ინტერნეტის დაზოგვასაც შეძლებთ. ამისთვის საკმარისია შეხვიდეთ მის პარამეტრებში (Settings), შემდეგ კი ფუნქცია Data Saver მონიშნოთ.
6. ინტერნეტისგან დამოუკიდებელი რუკები
სანავიგაციო აპლიკაციებსა და რუკებს თქვენი ინტერნეტის დახარჯვა სწრაფად შეუძლია. თუ თქვენ რუკებს ხშირად იყენებთ, სჯობს, რომ თქვენთვის სასურველი არეალის რუკა სმარტფონში წინასწარ გადმოწეროთ.
Google Maps-ის შემთხვევაში ეს საკმაოდ მარტივია, მოძებნეთ არეალი, რომლის გადმოწერაც გსურთ, შემდეგ კი დააწკაპუნეთ More info-ზე და დააჭირეთ Download-ს.
7. გამორთეთ ვიდეოების ავტომატური გაშვება
ფოტო: Ste Smith/Cult of Mac
მობილური ინტერნეტის გამოყენებისას ვიდეოების ავტომატური გაშვების ფუნქციას უამრავი მეგაბაიტის დახარჯვა შეუძლია. ამიტომ აუცილებლად გირჩევთ, რომ ისეთ აპლიკაციებში, როგორიც არის ფეისბუქი და ინსტაგრამი, ვიდეოების ავტომატური გაშვება აუცილებლად გათიშოთ.
ამ ფუნქციის ჩართვასა და გამორთვას თითოეული აპლიკაციის პარამეტრების მენიუდან შეძლებთ.
8. გათიშეთ ავტომატური განახლება
სმარტფონები განახლებების გადმოსაწერად ძალიან მოტივირებულნი არიან ხოლმე, ზოგჯერ ისინი ამა თუ იმ აპლიკაციის ახალი ვერსიის გადმოსაწერად თქვენი ძვირფასი მეგაბაიტების დახარჯვასაც კი არ მოერიდებიან. მოგზაურობისას გირჩევთ, რომ აღნიშნული ფუნქცია აუცილებლად გათიშოთ.
აიფონის შემთხვევაში ამ ფუნქციის გამორთვას პარამეტრების მენიუს შემდეგი კატეგორიიდან შეძლებთ: Itunes & App Stores.
ანდროიდის შემთხვევაში კი Play Store-ის პარამეტრებს უნდა ეწვიოთ, სადაც ფუნქცია Auto-update-ს შეხვდებით.
9. გამორთეთ ინტერნეტი და დაისვენეთ
თუ თქვენ სამოგზაუროდ მიდიხართ, სულაც არ არის საჭირო, რომ მუდმივად ინტერნეტში იყოთ. გამგზავრებისას შეგიძლიათ სმარტფონში ის აუცილებელი რუკები და ინფორმაცია გადმოწეროთ, რომელიც უცხო ქვეყანაში ყოფნისას დაგჭირდებათ. სხვა მხრივ კი, შეგიძლიათ ადგილობრივებთან კომუნიკაციით, ფოტოების გადაღებით, გემრიელი კერძების დაგემოვნებითა და სხვა აქტივობებით დაკავდეთ.
ამ რჩევების გათვალისწინება განსაკუთრებით მაშინ გამოგადგებათ, როცა სამოგზაუროდ მიდიხართ. საზღვარგარეთ როუმინგში ჩართული ინტერნეტი საკმაოდ ძვირი ღირს, ადგილზე ახალი ნომრის შეძენა და ადგილობრივი წესების გაცნობა კი დიდ ენერგიასა და დროს მოითხოვს.
არადა, ინტერნეტის დაზოგვა თუ იცით, ყველაფერი გაცილებით მარტივდება.
როუმინგში ჩართული ინტერნეტის მოპოვება უფასოდაც შეგიძლიათ. თიბისი დაზღვევისა და ბი ბოტის აქციის ფარგლებში 150 მბ როუმინგ ინტერნეტის მოგება შეგიძლიათ.
თუ სამოგზაურო დაზღვევას ბი ბოტისგან პირდაპირ ფეისბუქ მესენჯერში შეიძენთ და ყოველ მეხუთე, მეოცე, მეასე, ორმოცდამეათე ან მეორიათასე მომხმარებელს შორის აღმოჩნდებით, ბოტი მარტივ შეკითხვას დაგისვამთ, სწორი პასუხის შემთხვევაში კი თქვენ დასაჩუქრდებით. საჩუქრებს შორისაა 150 მბ როუმინგ ინტერნეტი, ელექტრო სკუტერი, ურბანეარსის უსადენო ყურსასმენი, კინოთეატრის ორი ბილეთი და საბას ელექტრონული წიგნი.
კომენტარები