საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ უმრავლესობის შეხვედრაზე პარტიიდან ვინმეს გარიცხვაზე არ უსაუბრიათ. მისი თქმით, შეხვედრაზე იმსჯელეს მოსამართლეთა საკითხზე და პარტიის წევრთა დისციპლინაზე.

"არ შეიძლება პარტიის შიგნით იყო და გუნდს გარედან ურტყამდე", — თქვა ქუცნაშვილმა.