ელექტრონულ მუსიკაში დაშიფრული გზავნილების დამალვაა შესაძლებელი
ფოტო: Vladimir Hodac / Shutterstock
მუსიკის მეშვეობით გზავნილების მიღებისა და გაგზავნის იდეას დიდი ისტორია აქვს. ამ იდეის ავტორად XVI საუკუნეში მოღვაწე ბენედიქტელი ბერი, იოჰანეს ტრითემიუსი მოიაზრება. მას შემდეგ მსგავსი მოსაზრება არაერთხელ გამოითქვა - მაგალითისთვის შეგვიძლია გერმანელი მღვდელი - გასპარ შოთი გავიხსენოთ, რომელიც იგივე თემაზე XVII საუკუნეში მუშაობდა. ბოლო პერიოდში კი, კრიპტოგრაფებმა არაერთი ციფრული მეთოდი შექმნა მოახერხეს, რომლებითაც ელექტრონულ მუსიკაში დაშიფრული გზავნილების დამალვაა შესაძლებელი.
ალბათ, იფიქრეთ, რომ მუსიკალური სტეგანოგრაფიის (სტეგანოგრაფია - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ინფორმაციის დამალვის ხერხებს) შესაძლებლობები ამ ხნის განმავლობაში მთლიანად ამოიწურა და ყველა ხერხს უკვე მიაგნეს.
ნურას უკაცრავად! სულ ახლახანს, კრჟიშტოფ შჩიპიორსკიმ (Krzysztof Szczypiorski) ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში წარმოადგინა სტეგანოგრაფიის სრულიად ახლებური მეთოდი, რომელიც მან სპეციალურად იბიცას საკლუბო მუსიკისთვის შეიმუშავა. ეს ახალი მეთოდი სწორედ იმ ტიპის ტრანს მუსიკას იყენებს, რომლითაც ეს კლუბური კურორტია ცნობილი.
ფოტო: Warsaw University of Technology
იბიცა ბალეარის არქიპელაგის ერთ-ერთი კუნძულია, რომელიც ესპანეთის სანაპიროდან 160 კილომეტრის დაშორებით, ხმელთაშუა ზღვაში მდებარეობს. იგი ცნობილია თავისი ლამაზი ქალაქებითა თუ სოფლებით, თუმცა ნამდვილი ცნობადობა ღამის ცხოვრებამ, კლუბებმა და პლაჟის რეივებმა მოუტანა. “იბიცური” მუსიკა ხასიათდება ძლიერი ტრანს-რიტმით, რომელიც პირდაპირ გაიძულებს, რომ იცეკვო.
შჩიპიორსკის მეთოდი მდგომარეობის იმაში, რომ ინფორმაცია მუსიკის ტემპის (bpm ბიტი წუთში) ცვლილებაში ჩაიშიფროს და ეს ცვლილებები იმდენად მცირე უნდა იყოს, რომ მსმენელის ყურისთვის აღქმადი არ გახდეს.
ტემპის ასეთი ცვლილებების განხორციელება შესაძლებელი გახადა თანამედროვე ციფრულმა ტექნოლოგიებმა, რომლებიც მუსიკის ბევრ სხვადასხვა კომპონენტს გვაკონტროლებინებენ.
მაგალითისთვის, ტემპის ცვლილებას იყენებს თითქმის ყველა დიჯეი, როდესაც ორი კომპოზიციის გამიქსვა სურს.
შჩიპიორსკიმ გადაწყვიტა, მორზეს ანბანის გამოყენებით, ტრანს-მუსიკაში მცირე ზომის ტექსტი დაემალა. როგორც იცით, მორზეს ანბანი წერტილებსა და ტირეებს იყენებს. ამ შემთხვევაში, წერტილის აღსანიშნავად იგი მუსიკის ტემპს ქვემოთ წევდა, ტირესთვის კი - პირიქით, ზემოთ.
რამდენიმე ცნობილი ჰიტის მინუს-ქავერის შესაქმნელად მან ეფლის Logic X Pro გამოიყენა. ეს ჰიტები იყო:
- Queen - Miracle, 92 ბიტით წუთში,
- Miles Davis - So What, 120 ბიტით წუთში,
- Snap - Rhythm Is a Dancer 130 ბიტით წუთში.
მან ბიტის სისწრაფის ცვლილებით ამ სიმღერებში კოდირებული ტექსტი ჩადო - “Steganography is a dancer!” - რაც მორზეს ანბანში ასე გამოიყურება
... - . --. .- -. --- --. .-. .- .--. .... -.--
.. ... .- -.. .- -. -.-. . .-. -.-.—
თითოეულ ასე მომზადებულ ტრეკში ეს დაფარული ტექსტი ორჯერ მოხვდა.
მთავარი კითხვა რჩებოდა ის, თუ რამდენად შეუმჩნეველი იქნებოდა ტემპის ცვლილება მსმენელისთვის. ამის გასარკვევად კი 20 ადამიანს სთხოვა, ეს დამუშავებული ტრეკები ზაფხულის ერთერთ ღონისძიებაზე მოესმინათ.
ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ინფორმაციის დამალვის ეს მეთოდი ეფექტურია. თუ ტემპი იცვლებოდა 3%-ზე მეტად, მსმენელთა ნახევარი ამ ცვლილებას აღიქვამდა, მაგრამ თუ ცვლილება 2%-ით ხდებოდა, აუდიტორიის ყურისთვის შეუმჩნეველი რჩებოდა.
მეთოდის ავტორის აზრით, ძალიან მარტივი იქნება ისეთ პროგრამის შექმნა, რომელიც ავტომატურად მოახდენს მუსიკის კოდირებას თუ დეკოდირებას. კრჟიშტოფს სახელიც კი აქვს ასეთი პროგრამისთვის მოფიქრებული: “სტეგიბიცა”
რა თქმა უნდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსოფლიოს ნარჩევ-ნარჩევი ჯაშუშები იბიცაზე შეიკრიბონ და ინფორმაციის გადასაცემად ელექტრონული მუსიკის იმედად დარჩნენ. ამ პროექტის სავარაუდო სცენარში, “სტეგიბიცას” მუსიკოსები ფანებამდე სხვადასხვა მესიჯების მისატანად გამოიყენებენ. ასევე, შესაძლებელია, რომ ამ პროგრამის მეშვეობით მუსიკა “დაიბრენდოს” ან დამატებითი ინფორმაცია ჩაინერგოს, იქნება ეს ინფორმაცია შემსრულებელზე, ტრეკზე თუ სხვა.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები