ჩემი ცოლის დაქალები რამის სასწავლებლად არაა შექმნილი — სერიალის პროდიუსერი ირაკლი საღინაძე
კვირას, 27 იანვარს, ფორმულა კრეატივის სერიალის ჩემი ცოლის დაქალების მეთოთხმეტე სეზონი დასრულდა, თუმცა სერიალის სიუჟეტის განხილვა ჯერ კიდევ გრძელდება. ქეთის და ზაზას გარშემო განვითარებულ მოვლენებზე კომენტარები, სტატუსები თუ მიმები ჯერ კიდევ არ წყდება, როგორც სერიალის ოფიციალურ გვერდზე, ისე მომხმარებლების კედლებზე.
[ფრთხილად, წინ სპოილერებია]
სერიალის გმირების, ზაზასა და ქეთის სიუჟეტური ხაზის განვითარებით, რა თქმა უნდა, ყველა კმაყოფილი არ დარჩენილა. ზოგი ზაზასგან ღალატზე ტრადიციულ ძალადობრივ რეაგირებას ელოდა, სხვების აზრით კი, სერიალში კარგად არ ჩანდა მიზეზები, რის გამოც ქალმა შეიძლება ქმარს უღალატოს.
ამ თემებზე გადაცემაში შუადღე მესამეზე სერიალის პროდიუსერმა, ირაკლი საღინაძემ და ზაზას როლის შემსრულებელმა გიორგი ბოჭორიშვილმა ისაუბრეს.
"საავტორო პოზიცია შეიძლება რამე აქსიომატურ თემებზე იყოს დაფიქსირებული. ის, რომ ძალადობა ცუდია, არის აქსიომატური ნაწილი. ეგ თვალსაჩინოდ ჩანდა, როგორც საავტორო პოზიცია. საზოგადოება შეთანხმებული ვართ, რომ არა-კაც-ვკლათ", - ამბობს საღინაძე.
როგორც აღმოჩნდა, სერიალის შემქმნელები განსხვავებულად ხედავენ ზაზას ბოლო მესიჯსაც, რომელშიც მან ქეთის ჰკითხა, ის უფრო უყვარდა თუ კაცი, რომელთანაც რომანი ჰქონდა:
"ალბათ, რაღაც არასწორად გავაკეთეთ. ჩემთვის ზაზას ბოლო მესიჯი კომპლექსების გამოხატულება უფროა, მან შედარების ფორმატში და კონკურენციის პირობებში დაინახა თავისი თავი და ამ მესიჯის მიწერა მას თავისმა კომპლექსებმა აიძულა. თუმცა, მის ინტერესში, რომ გაიგოს [ქეთის] აზრი, რომელიც შეიძლება გამოდგეს შემფასებლად, მისი, როგორც კონკურენტული მამრის, შეიძლება დავინახოთ შერიგების სურვილი".
ჩემი ცოლის დაქალების მიმართ ხშირად არსებობს საზოგადოებრივი დაკვეთა, გმირებმა მაგალითი მისცენ მაყურებლებს, რაც, უმეტესად, სერიალის პოპულარობითაა გამოწვეული.
ირაკლი საღინაძემ იმაზეც ისაუბრა, თუ სად გადის ზღვარი მხატვრულ რეალობასა და სამოქალაქო პოზიციას შორის:
"მინდა მაყურებელმა ერთ რამეზე დაგვიჯეროს. არც ერთი სიტუაცია, არც ერთი კითხვის ნიშანი, რომელიც ამ სერიაში ისმევა, არაა მიმართული იმაზე, რომ ვინმეს რამე ასწავლოს. ეს არ არის სასწავლებელი, ჩვენ გვინდა, რომ ერთად ვიფიქროთ და გამოწვეული დისკუსიით რაღაც დასკვნები გავაკეთოთ".
სერიალი ახალი სეზონით, სავარაუდოდ, მარტში დაბრუნდება.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები