13 ნივთი Buyers-დან, რომელიც უყოყმანოდ შეგიძლიათ აჩუქოთ მეგობრებს
არაფერი შეედრება იმ შეგრძნებას, როცა თქვენთვის ძვირფასი ადამიანი საჩუქარს ხსნის და უთქმელად ხვდებით, რომ მიზანში მოახვედრეთ, თუმცა ეს შეგრძნება თავისით არ ჩნდება და მას წინ მრავალსაათიანი ფიქრი უძღვის ხოლმე.
Buyers უკვე ორი წელია, არსებობს და ყველა სფეროში ქმნის ხარისხის სტანდარტს: იქნება ეს ტანსაცმელი, სამკაული, თავის მოვლის საშუალებები, სახლის აქსესუარები, ტექნიკა თუ საკანცელარიო ნივთები.
საიტზე განთავსებულ უამრავ პროდუქტს შორის ჩვენ ის 13 ნივთი ავარჩიეთ, რომელიც უყოყმანოდ შეგიძლიათ აჩუქოთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებს ან, სულაც, თქვენს თავს:
1. ქოთანი - უნიქორნი იმ მეგობრისთვის, რომელიც სუკულენტებზე გიჟდება
- ჯადოსნური სახლი კაქტუსებისა თუ სუკულენტებისათვის
- აქვს დრენაჟი იმ შემთხვევისთვის, თუ ზედმეტად მორწყავთ მცენარეს
- აქვს ოქროსფერი რქა და ცისარტყელისფერი ძუა
ფასი: 29 ₾
2. ვერცხლში ამოვლებული საყურე, რომელსაც წვეულებაზე თვალს ვერავინ მოაცილებს
ეს საყურე, რომელიც რეალურად კიდევ უფრო ლამაზია, ყველაზე სადა კაბასაც კი გამოაცოცხლებს. სურვილისამებრ, ქვედა რგოლის მოხსნა შესაძლებელია.
ფასი: 93,60 ₾
3. უსადენო ყურსასმენი, რომელიც იმდენადვე ლამაზია, რამდენადაც - კომფორტული
ეს მსუბუქი და დახვეწილი ყურსასმენი არაჩვეულებრივი საჩუქარი იქნება ნებისმიერი მელომანისთვის.
- 14-საათიანი უწყვეტი მუშაობის რეჟიმი
- ხმის სრული იზოლაცია
- რბილი ტყავისგან დამზადებული "ბალიშები"
- პირდაპირ ყურსასმენზე მიმაგრებული საკონტროლო ღილაკები, საიდანაც ხმის აწევა, დაწევა და შემდეგ სიმღერაზე გადასვლა შეიძლება.
ფასი: 400 ₾
4. სახლის ფეხსაცმელი, რომელიც მოგანდომებთ, მთელი ზამთარი შინ გაატაროთ
დიდი ხანია, ამ ფისომ, რომელსაც პუშინი ჰქვია, ვირტუალური სტიკერებიდან რეალურ ცხოვრებაში გადმოინაცვლა. ამ რბილ ფეხსაცმელს ყველაზე უღიმღამო დღის გალამაზება შეუძლია.
ფასი: 36 ₾
5. უსადენო სპიკერი, რომელიც წვეულებებზე და მოგზაურობისას შეუცვლელი ნივთი გახდება
- ელემენტის ხანგრძლივობა 3-4 საათი (მაქსიმალურ ხმაზე თუ არის ჩართული)
- იტენება 1,5 საათში
- ზომა 42 x 42 x 48 მმ.
- ხმის სიმძლავრე: 60 დეციბელი.
ფასი: 98,40 ₾
6. სუპერ მარიოთი შთაგონებული ჭიქა ყავისა და ნოსტალგიის დღიური დოზისთვის
90-იანებში დაბადებულებს, რომლებიც გულის სიღრმეში მუდამ მარიოს ფანებად დარჩნენ, ეს საჩუქარი უზომოდ გაახარებდათ.
ფასი: 17 ₾
7. პოლაროიდი OneStep 2 საუკეთესო მომენტების აღსაბეჭდად
პოლაროიდი ისეთი საჩუქარია, რომელიც შეუძლებელია, შეუფერებელი აღმოჩნდეს. თან, მეგობრისთვის ამ ნივთის ჩუქებით საკუთარ თავსაც ჩუქნით უსაყვარლეს ნოსტალგიურ ფოტოებს, რომელთაც ციფრული ფოტოებისგან განსხვავებით, სხვა ფერები აქვთ.
ფასი: 503,10 ₾
8. ხავერდის წელის ჩანთა, რომელიც ცხოვრების გასამარტივებლადაა შექმნილი
ეს ჩანთა, რომელიც კლუბში და საზღვარგარეთ ერთნაირად გამოგადგებათ, ტევადი და კომფორტულია.
ფასი: 100 ₾
9. ცარცის დაფა ყველაზე ორგანიზებული და კრეატიული ადამიანებისათვის
ვინ თქვა, რომ დაფის ადგილი მხოლოდ საკლასო ოთახშია? ეს წებოვანი დაფა (ზომებით 30 სმ x 45 სმ) არაჩვეულებრივი იქნება კედლისთვის, მაცივრისთვის, კარისთვის და ასე შემდეგ. მისი მოხსნა და სხვაგან გადატანა ასევე ძალიან მარტივია. თან მოჰყვება ცარცი და ცარცის დამჭერი.
ფასი: 16 ₾
10. ფედონის წიგნი Designer Maker User, რომელიც საუკეთესო საჩუქარი იქნება ყველასთვის, ვისაც დიზაინი უყვარს
წიგნი დიზაინის შესახებ სწორედ ასეთი ლამაზი და დახვეწილი უნდა იყოს. მასში მოცემულია ვრცელი და საინტერესო გზა, რომელიც დიზაინმა გაიარა - ინდუსტრიული რევოლუციიდან ციფრულ გადატრიალებამდე.
ნაცვლად სწორხაზოვანი ქრონოლოგიისა, აქ ნახავთ ინტერაქციას შემოქმედებითი პროცესის სამ მთავარ მონაწილეს შორის: ვგულისხმობთ დიზაინერს, შემქმნელსა და მომხმარებელს.
ფასი: 70 ₾
11. იარაღის ფორმის მაღვიძარა ძილისგუდა მეგობრისთვის
ის, რაც ამ მოწყობილობის შესახებ უნდა იცოდეთ:
- თუ რომელიმე ზედაპირს დაუმიზნებთ, დრო პროექციით გამოისახება
- ბალიშის ქვეშ დადების შემთხვევაში ვიბრაცია ღრმა ძილიდანაც გამოგიყვანთ.
- აქვს Snooze ღილაკი "კიდევ 5 წუთიც და ავდგები" სიტუაციებისთვის
ფასი: 47,50 ₾
12. Mario Badescu-ს მკვებავი ზეთი, რომლის სურნელიც მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ
ეს მსუბუქი მკვებავი ფორმულა ზამთარში ნებისმიერ კანს შეუნარჩუნებს სიჯანსაღესა და მბზინვარებას. ვარდის ნაყოფისგან მიღებული ზეთი და ექსტრაქტი ცხიმოვანი მჟავებისა და C ვიტამინის ბუნებრივი წყაროა, რაც სინათლეს მატებს კანს. Mario Badescu-ს რჩევაა, ეს პროდუქტი მუდამ თან იქონიოთ და უბრალოდ 1-2 წვეთი დაიტანოთ ხოლმე გამომშრალ ადგილებში.
ფასი: 40,60 ₾
13. გასაბერი ჩარჩო ფოტოებისთვის, რომელზეც ყველაზე პრეტენზიულ ადრესატსაც კი გაეღიმება
მეგობრის დაბადების დღე კარზე ისე მოგადგათ, რომ საერთოდ არ გახსოვდათ? ნუ იდარდებთ, ეს ჩარჩო აუცილებლად გააღიმებს საჩუქრის ადრესატს, რომელსაც, სავარაუდოდ, ფოტოების გადაღება უყვარს.
ფასი: 19,20 ₾
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები