მთვარის ბნელ მხარეს ბამბის პირველი თესლები გაღვივდა
ჩინურმა კოსმოსურმა სააგენტომ გაaვრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მთვარეზე ხომალდ Chang'e 4-ის მიერ ჩატანილი თესლები გაღვივდა.
ეს მთვარეზე ბიოლოგიური ორგანიზმის გაზრდის პირველი შემთხვევაა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია
Chang'e 4 პირველი ხომალდია, რომელიც მთვარის ბნელ მხარეს დაეშვა და მისი ძირითადი მიზანი მთვარის ამ რეგიონის გეოლოგიის შესწავლაა.
მცენარეები ასტრონავტებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე აქამდეც გაუზრდიათ, თუმცა მთვარეზე მსგავსი რამ ამ დრომდე არ განხორციელებულა. მთვარეზე მცენარეების გაზრდის საშუალება ისეთი გრძელვადიანი მისიებისთვის, როგორიც მარსზე ადამიანის გაგზავნაა, ძალიან მნიშვნელოვანია.
ეს პოტენციურად ნიშნავს, რომ ასტრონავტებს საკვების მოპოვება დედამიწაზე დაბრუნების გარეშე შეეძლებათ.
რობოტმა Chang'e 4-მა მთვარეზე ბამბა, კარტოფილის თესლები, საფუარის სოკო და ხილის ბუზის კვერცხები ჩაიტანა.
მცენარეები სპეციალურ დალუქულ კონტეინერშია მოთავსებული. ექსპერიმენტის მიზანი პატარა დამოუკიდებელი ბიოსფეროს შექმნაა.
სამშაბათს ჩინეთმა განაცხადა, რომ ბამბის თესლებიდან კვირტები წამოიზარდა. ჩინური სააგენტო People's' Daily-ის მიერ გამოქვეყნებულ ტვიტში ნათქვამია, რომ "მთვარეზე კაცობრიობის პირველი ბიოლოგიური ექსპერიმენტი წარმატებით განხორციელდა".
"ეს ნიშნავს, რომ მთვარეზე საკვების გაზრდა არც ისეთი წარმოუდგენელია, როგორც გვგონია. როგორც ჩანს, მთვარე შეიძლება ბაზად გამოვიყენოთ, ეს განსაკუთრებით მარსის მისებისთვის გამოგვადგება. თანაც მთვარე დედამიწასთან საკმაოდ ახლოსაა", - აცხადებს ავსტრალიის ასტრონომიული ობსერვატორიის მეცნიერი ფრედ უოტსონი.
"მცენარეების მცირე მიზიდულობის მქონე გარემოში გაზრდითა და მათ შესწავლით ვქმნით საძირკველს, რომელიც მომავლში კოსმოსური ბაზების შექმნაში დაგვეხმარება", - აცხადებს ექსპერიმენტის ავტორი შიე ჯენგშინი.
მისი თქმით, ბამბა შესაძოლა ტანსაცმლის შესაქმნელად გამოვიყენოთ, კარტოფილი კი საკვებად.
მცენარეებმა გაზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც მეცნიერებმა ხომალდს თესლების მორწყვის ბრძანება მისცეს.
კომენტარები