ეკა ბესელია: დავიწყებთ შეხვედრებს სამოქალაქო საზოგადოებასთან
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით დეპუტატებთა ერთად სამოქალაქო სზოგადოებასთან შეხვედრებს დაიწყებს. ბესელიას განმარტებით, ის შეხვდება ყველა დაინტერესებულ ჯგუფს, რომელიც მზადაა ამ პროცესის მონაწილე გახდეს.
"ეს არის პროფესიული წრეები, აკადემიური წრეები, სამოქალაქო საზოგადოება, რომელთაც აქვთ ინტერესი, იყვნენ თანამოაზრე ამ პროცესში... გავაგრძელებთ ასეთ შეხვედრებს, რათა ეს პროცესი შიდა პარტიულ ფორმატში არ ჩაიკეტოს", - აღნიშნა დეპუტატმა.
ეკა ბესელია ამბობს, რომ 12 იანვრის შემდეგ ის და რამდენიმე დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრებთან შეხვედრას გაუწევს ორგანიზებას. მისი თქმით, ამას არ სჭირდება ოფიციალური პროცედურა და შეტყობინებები.
მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ უმრავლესობის სხდომაზე გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაიწვია, ეკა ბესელიამ უმრავლესობის სხდომის მისი მონაწილეობით ჩატარება მოითხოვა. ეკა ბესელიამ თქვა, რომ ფოფხაძის კომიტეტიდან გაწვევით მის მიმართ უმრავლესობამ სადამსჯელო ღონისძიება გაატარა. ოცნებაში დაპირისპირება სწორედ ბესელიას მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ დაიწყო.
დაპირისპირება ქართულ ოცნებაში
ქართულ ოცნებაში დაპირისპირების მიზეზი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია და ამ მიზეზით, ეკა ბესელიას მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვება გახდა. ბესელიას თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მას მოსთხოვა მოსამართლეების სია პარლამენტში დარეგისტრირებიდან მეოთხე დღეს განეხილა და მხარი დაეჭირა. დეპუტატის თქმით, სწორედ ამ მიზეზით დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი და ამით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის დამტკიცებას შეუშალა ხელი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ სიაში არიან ისეთი კანდიდატები, რომელსაც ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანად მოიხსენიებენ, მათ შორის არის თავად მიხეილ ჩინჩალაძე, გიორგი მიქაუტაძე, თამარ ალანია და სხვები. ეკა ბესელიას პოზიციით, ეს მოსამართლეები ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმს უკავშირდებიან და მათი არჩევა სასამართლო სისტემისა და ქართული ოცნების ღირებულებების ნგრევისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ბესელიას თქმით, ამ საკითხზე ირაკლი კობახიძეს, როგორც პირადად ისე პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თანდასწრებით შეხვდა. ის აცხადებს, ამ სიის დამტკიცების შემთხვევაში მზად არის ქართული ოცნების გუნდი დატოვოს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეკა ბესელიას გადადგომა მოსამართლეების სიას არ უკავშირდება. ირაკლი კობახიძის თქმით, ეკა ბესელიას ვიცე-სპიკერის თანამდებობა შესთავაზეს. მან ამ საკითხზე კომენტარი იმ ოთახის წინ გააკეთა, რომელსაც კობახიძის თქმით, ბესელიასთვის არემონტებდნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გუნდურად თამაშისკენ მოუწოდა და თქვა, რომ "გუნდის წინააღმდეგ წასვლას" არავის ურჩევს.
ეკა ბესელია მას შემდეგ გადადგა, რაც მისმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობების დატოვების მოთხოვნით პარლამენტს მიმართა. ბესელიას გადადგომის შემდეგ ზარდიაშვილს მოუწევდა ამ თანამდებობაზე მუშაობა. ბესელია კი ამბობს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ზარდიაშვილის ხელში ვერ დატოვებდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ კომიტეტის სხდომაზე პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე წარადგინა. კომიტეტმა გედევან ფოფხაძე ამ თანამდებობაზე აირჩია, თუმცა ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილმა, მათ შორის მამუკა მდინარაძემ, დავით მათიკაშვილმა და გიორგი კახიანმა, ეკა ბესელია რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა. ამ მიზეზით ჩაინიშნა უმრავლესობის სხდომა, სადაც გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაიწვიეს. სხდომას ესწრებოდა პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ხოლო ეკა ბესელია — არა. ის საზღვარგარეთ მივლინებით იმყოფებოდა. უცხოეთიდან დაბრუნებულმა გედევან ფოფხაძის საკითხის განხილვის მიზნით უმრავლესობის სხდომის მოწვევა მოითხოვა.
ამჯერად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს თავმჯდომარე არ ჰყავს. ამ პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატურად ანრი ოხანაშვილს განიხილავენ. ეკა ბესელია კი მას თავის მოწინააღმდეგეთა გუნდში მოიხსენიებს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში მოუწოდა ქართულ ოცნებასა და იუსტიციის საბჭოს გაიწვიონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია უკან და დაიწყონ მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე. მან ურჩია ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილს, რომ "თითის ქნევით არ ელაპარაკონ და ნურც გამოცდას უტარებენ".
ცალკე საკითხია იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეების სიის დაკომპლექტება. დღემდე არ არსებობს პროცედურა, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატები უნდა წარადგინოს. ამ მიზეზით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და საბჭოს არამოსამართლე წევრებს პროცესის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე კითხვები უჩნდებათ.
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი და არასამთავრობო სექტორის ნაწილი მათ "ჩინჩალაძის კლანად" მოიხსენიებს.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები